მე-16 მუხლის მე3 პუნქტში და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის ან წარმოშობის დეკლარაციის შესაბამისი პროდუქცია შეიძლება განიხილულ იქნას, როგორც კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი და შესრულებულია წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნები, შეიძლება, მათ შორის, შედგებოდეს შემდეგისგან:
(a) უშუალო მტკიცება ექსპორტიორის ან მომწოდებლის მიერ განხორციელებული პროცესებისა მოცემული საქონლის მიღების მიზნით, რაც შედის, მაგალითად, მათ ანგარიშებში ან შიდა ბუღალტერიაში;
(b) კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად;
(c) კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე გაცემული ან წარმოებული მასალების კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად;
(d) EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები ან წარმოშობის დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებენ კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსებს წინამდებარე ოქმის შესაბამისად; და
(e) მე-11 მუხლის თანახმად, კონტრაქტორი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების შესაბამისი მტკიცება, აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინები