მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის და წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შესაბამისი პროდუქცია შეიძლება განიხილულ იქნას, როგორც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი და შესრულებულია წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნები, შეიძლება, მათ შორის, შედგებოდეს შემდეგისგან:
(1) უშუალო მტკიცება ექსპორტიორის ან მომწოდებლის მიერ განხორციელებული პროცესებისა მოცემული საქონლის მიღების მიზნით, რაც შედის, მაგალითად, მათ ანგარიშებში ან შიდა ბუღალტერიაში;
(2) შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად;
(3) შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გაცემული ან წარმოებული მასალების შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად;
(4) EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატები ან წარმოშობის დეკლარაციები ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული, გაცემული ან წარმოებული მასალების წარმოშობის სტატუსებს წინამდებარე კონევნციის შესაბამისად; და
(5) მე-11 მუხლის თანახმად, შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების შესაბამისი მტკიცება, აღნიშნული მუხლის მოთხოვნების გათვალისწინები