1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მუხლების დებულებების გამოყენების მიზნით იმ შემთხვევაში, როცა პროდუქციის ანგარიშფაქტურა შედგენილია ევროს გარდა რომელიმე სხვა ვალუტაში, ხელშემკვრელი მხარეების ეროვნულ ვალუტებში გამოსახული თანხები, რომლებიც ეკვივალენტურია ევროებში გამოხატული თანხებისა, ყოველწლიურად უნდა შესწორდეს თითოეული შესაბამისი ქვეყნის მიერ.
2. პარტიას შეეხება 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები იმ ვალუტის გათვალისწინებით, რომელშიც შედგენილია ანგარიშფაქტურა, შესაბამისი ქვეყნის მიერ შესწორებული თანხის მიხედვით.
3. თანხები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნას ნებისმიერ მოცემულ ვალუტაში, იმ ვალუტაში ეკვივალენტური იქნება ევროებში გამოხატული თანხისა ოქტომბრის პირველ სამუშაო დღეს. მხარეები თანხების რაოდენობას შეატყობინებენ ევროკომისიას 15 ოქტომბრამდე და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მომდევნო წლის 1 იანვრიდან. ევროკომისია შეატყობინებს ყველა შესაბამის ქვეყანას სათანადო თანხების შესახებ.
4. მხარეებს შეუძლიათ თანხის დამრგვალება, რაც დაკავშირებულია ევროში გამოხატული თანხის მათ ეროვნულ ვალუტაში გადაყვანასთან. დამრგვალებული თანხა არ უნდა განსხვავდებოდეს კონვერტირებული თანხის ოდენობისგან 5%-ზე მეტად. მხარეებს შეუძლიათ უცვლელად დატოვონ ევროებში გამოხატული თანხის ეკვივალენტური მისი ეროვნული ვალუტა, თუ მე-3 პუნქტში მოცემული წლიური შესწორების დროს ამ თანხის კონვერტაცია (დამრგვალებამდე) შედეგად მოიტანს ეროვნული ვალუტის ეკვივალენტის 15%-მდე ზრდას. ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ეკვივალენტი შეიძლება დარჩეს უცვლელი, თუ კონვერტაციას შედეგად მოჰყვება ამ თანხის შემცირება.
5. ევროში გამოხატულ თანხებს განიხილავს ერთობლივი კომიტეტი ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით. განხილვისას ერთობლივი კომიტეტი მხედველობაში მიიღებს შეზღუდვების ეფექტის შენარჩუნების სასურველობას რეალურ ვადებში. ამ მიზნით, მან შეიძლება გადაწყვიტოს ევროებში გამოხატული თანხების მოდიფიცირება.
ადმინისტრაციული თანამშრომლობის ზომე