1. ხელშემკვრელი მხარეთა საბაჟო უწყებები, ევროკომისიის მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან იმ შტამპების ნიმუშებს, რომლებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR.1 და EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატისთვის, და საბაჟო უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ სერტიფიკატების, წარმოშობის დეკლარაციების და EUR-MED წარმოშობის დეკლარაციების დამოწმებაზე.

2. წინამდებარე კონვენციის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR.1 და EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის, წარმოშობის დეკლარაციების და EUR-MED წარმოშობის დეკლარაციების ნამდვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაშ