1. წარმოშობის სერთიფიკატების შემდგომი შემოწმება განხორციელდება არასისტემურად ან მაშინ, როცა იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებას გაუჩნდება გონივრული საფუძველი ეჭვი შეიტანოს დოკუმენტების ნამდვილობის, მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსის ან წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესრულების მიმართ.

2. პირველი პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყება დააბრუნებს EUR.1 და EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს და ანგარიშფაქტურას, თუ ისინი (წარმოშობის დეკლარაცია, EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია, ან ამ დოკუმენტების ასლები) წარდგენილი იყო ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდა დაზუსტების მიზეზს. ნებისმიერი მიღებული დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც აღძრავს წარმოშობის სერთიფიკატში ან წარმოშობის დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის არსებობის ეჭვს, უნდა გაიგზავნოს შესამოწმებლად.

3. შემოწმება ჩატარდება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყების მიერ. ამისათვის, მათ ექნებათ ნებისმიერი მტკიცებულების მოთხოვნის და ექსპორტიორის ანგარიშების ნებისმიერი ინსპექციის (და ყველა სხვა აუცილებელი შემოწმების) ჩატარების უფლება.

4. თუ იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყება გადაწყვეტს მოცემული პროდუქციისათვის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერებას შემოწმების შედეგების მიღებამდე, იმპორტიორს შესთავაზებენ პროდუქციისაგან განთავისუფლებას სიფრთხილის იმ ზომების გათვალისწინებით, რომლებიც ჩაითვლება აუცილებლად.

5. შემოწმების მომთხოვნ საბაჟო უწყებას სასწრაფოდ მიეწოდება აღნიშნული შემოწმების შედეგები. ამ შედეგებში მკაფიოდ უნდა იყოს მოცემული არის თუ არა დოკუმენტები ნამდვილი, შეიძლება თუ არა მოცემული პროდუქციის განხილვა ისე, თითქოს ისინი წარმოშობილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და სრულდება თუ არა წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნები.

6. თუ ეჭვის შეტანის შესახებ გონივრული საფუძველის შემთხვევაში შემოწმების მოთხოვნიდან ათი თვის განმავლობაში არ მოვა პასუხი ან თუ პასუხში არ იქნება მოცემული საკმარისი ინფორმაცია საეჭვო დოკუმენტის ნამდვილობაში ან პროდუქციის ჭეშმარიტ წარმოშობაში დასარწმუნებლად, მომთხოვნი საბაჟო უწყება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) უარს იტყვის პრეფერენციული რეჟიმის გამოყენებაზ