1. ექსპორტიორმა, რომელიც მოითხოვს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები.
2. ექსპორტიორმა, რომელიც ავსებს წარმოშობის დეკლარაციას ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციას, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს ამ წარმოშობის დეკლარაციის ასლი და ასევე 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები.
3. ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებამ, რომელიც გასცემს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული განაცხადი.
4. იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყებამ, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მისთვის წარმდგენილი EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატები და წარმოშობის დეკლარაციები ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციებ