1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გამოყენების მიზნით იმ შემთხვევაში, როცა პროდუქციის ანგარიშფაქტურა შედგენილია ევროს გარდა რომელიმე სხვა ვალუტაში, სახელმწიფოების ეროვნულ ვალუტებში გამოსახული თანხები, რომლებიც ეკვივალენტურია ევროებში გამოხატული თანხებისა, ყოველწლიურად უნდა შესწორდეს თითოეული შესაბამისი ქვეყნის მიერ.

2.   პარტიას შეეხება მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები იმ ვალუტის გათვალისწინებით, რომელშიც შედგენილია ანგარიშფაქტურა, შესაბამისი ქვეყნის მიერ შესწორებული თანხის მიხედვით.

3. თანხები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ნებისმიერ მოცემულ ეროვნულ ვალუტაში, იმ ვალუტაში ეკვივალენტური იქნება ევროებში გამოხატული თანხისა ოქტომბრის პირველ სამუშაო დღეს. თანხებთან დაკავშირებით ეცნობება ევროკომისიას 15 ოქტომბრამდე და ის გამოიყენება შემდეგი წლის 1 იანვრიდან. ევროკომისია აცნობებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანას შესაბამისი თანხების შესახებ.

4. მხარეებს შეუძლიათ თანხის დამრგვალება, რაც დაკავშირებულია ევროში გამოხატული თანხის მათ ეროვნულ ვალუტაში გადაყვანასთან. დამრგვალებული თანხა არ უნდა განსხვავდებოდეს კონვერტირებული თანხის ოდენობისგან 5%-ზე მეტად. მხარეებს შეუძლიათ უცვლელად დატოვონ ევროებში გამოხატული თანხის ეკვივალენტური მისი ეროვნული ვალუტა, თუ მე-3 პუნქტში მოცემული წლიური შესწორების დროს ამ თანხის კონვერტაცია, დამრგვალებამდე, შედეგად მოიტანს ეროვნული ვალუტის ეკვივალენტის 15%-მდე ზრდას. ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ეკვივალენტი შეიძლება დარჩეს უცვლელი, თუ კონვერტაციას შედეგად მოჰყვება ამ თანხის შემცირება.

5. ევროში გამოხატულ თანხებს განიხილავს საბაჟო ქვეკომიტეტი ნებისმიერი მხარის თხოვნით. განხილვისას საბაჟო ქვეკომიტეტი მხედველობაში მიიღებს შეზღუდვების ეფექტის შენარჩუნების სასურველობას რეალურ ვადებში. ამ მიზნით, მან შეიძლება გადაწყვიტოს ევროებში გამოხატული თანხების მოდიფიცირება.

თავი  VI  - თანამშრომლობის პრინციპები და დოკუმენტირებული მტკიცებულე