1. წარმოშობის საბუთების შემდგომი შემოწმება უნდა განხორციელდეს შერჩევითად ან იმ შემთხვევაში, როდესაც კი საიმპორტო მხარის საბაჟოს უფლებამოსილ პირებს აქვთ გონივრული ეჭვი ამგვარი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით, წარმოდგენლი პროდუქტების წარმომავლობის სტატუსზე ან ამ წესების სხვა მოთხოვნების შესრულებაზე.

2. როდესაც ისინი აკეთებენ შემდგომი შემოწმების განაცხადს, იმპორტიორი მხარის საბაჟოს უფლებამოსილმა პირებმა უნდა დაუბრუნონ EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი და ინვოისი, თუ ის იყო წარდგენილი, წარმოშობის დეკლარაცია, ან ამ დოკუმენტების ასლი, საექსპორტო მხარის საბაჟოს უფლებამოსილ პირებს და სადაც საჭიროა დაასახელონ შემოწმების  მოთხოვნის მიზეზები. ნებისმიერი შეგროვებული დოკუმენტი ან და ინფორმაცია, რომელიც იუწყება, რომ წარმოშობის საბუთში წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის სწორი, გადაიგზავნება შემოწმების მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის.

3. შემოწმება უნდა განხორციელდეს საექსპორტო მხარის საბაჟოს უფლებამოსილი პირების მიერ.  ამ მიზნების განსახორციელებლად მათ აქვთ უფლებამოსილება, რომ მოითხოვონ ნებისმიერი დამამტკიცებელი საბუთი, რათა განახორციელონ ექსპორტიორის ანგარიშის შემოწმება  ან ნებისმიერი სხვა შემოწმება, რომელიც სათანადოდ მიიჩნევა.

4. თუ საიმპორტო მხარის საბაჟოს უფლებამოსილი პირები გადაწყვეტენ, რომ შეაჩერონ პროდუქტებისათვის უპირატესობით სარგებლობის მინიჭება შემოწმების შედეგების მოლოდინის პროცესში, იმპორტიორისათვის პროდუქტების გაშვება  შეთავაზებული უნდა იქნეს წინასწარი სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით.

5. შემოწმების მომთხოვნი საბაჟოს უფლებამოსილი პირები უნდა იქნენ ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება სწრაფად. ამ შედეგებმა ერთპიროვნულად უნდა აჩვენოს, არის თუ არა დოკუმენტები ავთენტური; რამდენად ხდება ამ წესების სხვა მოთხოვნების შესრულება და წარმოდგენილი პროდუქტები მომდინარეობს თუ არა ერთ-ერთი მხარიდან.

6. გონივრული ეჭვის შემთხვევაში, შემოწმების მოთხოვნიდან 10 თვის განმავლობაში, თუ არ არის მიღებული პასუხი ან პასუხი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, რათა განისაზღვროს განხილვის პროცესში არსებული დოკუმენტის ავთენტურობა ან პროდუქტების  წარმოშობის ნამდვილობა, შემოწმების მომთხოვნმა საბაჟოს უფლებამოსილმა პირებმა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა,  უარი უნდა განაცხადონ უპირატესობის მინიჭების მიღებაზ