1. საბაჟო მხარეების უფლებამოსილმა პირებმა უნდა უზრუნველყონ ერთმანეთი შტამპის ანაბეჭდის ნიმუშით, რომელსაც გამოიყენებენ საკუთარ საბაჟო განყოფილებაში EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გამოსაშვებად, შემოწმებულ ექსპორტიორებისათვის მინიჭებული სააავტორიზაციო ნომრის ნიმუშით და საბაჟოს უფლებამოსილი პირების მისამართით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სერტიფიკატის და წარმოშობის დეკლარაციების შემოწმებაზე.
2. იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ ამ წესების შესაბამისი შესრულება, მხარეებმა დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს, კომპეტენტური საბაჟო უფლებამოსილი პირების საშუალებით, გადაადგილების სერტიფიკატის EUR.1-ის, წარმოშობის დეკლარაციის, მიმწოდებლის დეკლარაციის ნამდვილობის შემოწმებაში, და ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეშ