1. პროდუქცია, გაგზავნილი პატარა შეკვრებად ერთი კერძო პირის მიერ მეორე კერძო პირისთვის, ან რომელიც შეადგენს მოგზაურების პირად ბარგს, განხილული იქნება როგორც წარმოშობის მქონე პროდუქცია და მისთვის არ მოითხოვება წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა იმ პირობით, რომ ამგვარი პროდუქცია არ არის იმპორტირებული ვაჭრობის გზით და რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესების მოთხოვნებს და სადაც ეჭვს არ იწვევს ამგვარი დეკლარაცია.
2. იმპორტი არ განიხილება როგორც იმპორტი ვაჭრობის გზით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
(ა) იმპორტი ხორციელდება დროდადრო;
(ბ) იმპორტი შედგება მხოლოდ მიმღებების, მოგზაურების და მათი ნათესავების პირადი მოხმარების პროდუქციისგან;
(გ) პროდუქციის ბუნებისა და რაოდენობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არა აქვს ადგილი რაიმე კომერციულ მიზნებს.
3. აღნიშნული პროდუქციის მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ევროს მცირე ფუთების შემთხვევაში ან 1 200 ევროს იმ პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს მოგზაურების პირადი ბარგის ნაწილ