1. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ, რომელზედაც განაცხადი კეთდება წერილობით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.
2. ამ მიზნით, ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი და განაცხადის ფორმა, რომლის ნიმუშები მოცემულია IV დანართში. აღნიშნული ფორმები შეივსება შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე და ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. მათი ხელით შევსების შემთხვევაში, სიტყვები შეტანილი უნდა იქნეს მელნით და ბეჭდური ასოებით. პროდუქციის აღწერა შეტანილი უნდა იქნეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ უჯრაში ცარიელი ხაზების გამოუტოვებლად. თუ რომელიმე უჯრა არ იქნება სრულად შევსებული, მაშინ ჰორიზონტალური ხაზი უნდა გაესვას აღწერის ბოლო ხაზის ქვეშ და გადაიხაზოს ცარიელი ადგილი.
3. გადაადგილების სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ფრაზას ინგლისურ ენაზე „TRANSITIONAL RULES" მე-7 უჯრაში.
4. ექსპორტიორი, რომელიც მოითხოვს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, ნებისმიერ დროს, ექსპორტიორი მხარის (სადაც გაიცემა EUR.1 სერტიფიკატი) საბაჟოს უწყების მოთხოვნის თანახმად, მზად უნდა იყოს ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის წარსადგენად, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს, და ასევე წინამდებარე წესების სხვა მოთხოვნების შესრულებას.
5. EUR. 1 გადაადგილების სერტიფიკატს გასცემს ექსპორტიორი მხარის საბაჟო ორგანო იმ შემთხვევაში, თუ მითითებული პროდუქცია შესაძლებელია ჩაითვალოს წარმომშობის სტატუსის მქონე პროდუქციად და, ამასთან, სრულდება წინამდებარე წესების სხვა მოთხოვნები.
6. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟო უწყება მიიღებს ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია პროდუქციის წარმოშობის დასადგენად და წინამდებარე წესების სხვა მოთხოვნების შესასრულებლად. ამისათვის, მას აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი მტკიცებულება, და ჩაატაროს ნებისმიერი სახის ინსპექცია ექსპორტიორის ანგარიშებისა ან ნებისმიერი სხვა სახის შემოწმება, რომელსაც იგი ჩათვლის საჭიროდ. ის უნდა დარწმუნდეს მე-2 პუნქტში ნახსენები ფორმების სწორად შევსებაში. კერძოდ, მან უნდა შეამოწმოს არის თუ არა პროდუქციის აღწერისთვის გამოყოფილი უჯრები შევსებული ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი ყალბი დანართების შეტანის შესაძლებლობა.
7. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის თარიღი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის მე-11 უჯრაში.
8. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა საბაჟო უწყების მიერ და გადაეცემა ექსპორტიორს, როდესაც ფაქტობრივი ექსპორტი იქნება განხორციელებული ან გარანტირებულ