1. ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებამ, ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად, ნებისმიერ ექსპორტიორს („უფლებამოსილი ექსპორტიორი”) ამ მხარეში,  შეიძლება მიანიჭოს წარმოშობის დეკლარაციის  შედგენის უფლებამოსილება, მიუხედავად მოცემული პროდუქციის ღირებულებისა.

2. ამგვარი უფლებამოსილების მსურველმა ექსპორტიორმა საბაჟო უწყებას უნდა წარუდგინოს პროდუქციის წარმოშობის სტატუსის და წინამდებარე წესების სხვა მოთხოვნების შესრულების მათთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებები.

3. უწყება მიანიჭებს უფლებამოსილ ექსპორტიორს საბაჟოს უფლებამოსილების აღმნიშვნელ ნომერს, რომელიც უნდა დაისვას წარმოშობის დეკლარაციაზე

4. საბაჟო უწყება გააკონტროლებს უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებას. მათ შეუძლიათ უფლებამოსილების ჩამორთმევა მაშინ, როდესაც უფლებამოსილი ექსპორტიორი არასწორად იყენებს მას, ან თუ უფლებამოსილი ექსპორტიორი აღარ უზრუნველყოფს მე-2 პუნქტში მოცემულ გარანტიებ