1. ხელშემკვრელი მხარის პროდუქცია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტისას ისარგებლებს შესაბამისი შეთანხმების დებულებებით წარმოშობის დამადასტურებელი ერთ-ერთი სახის შემდეგი დოკუმენტის წარდგენისას:
(ა) EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი. მისი ნიმუში მოცემულია IV დანართში;
(ბ) მე-18 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული შემთხვევებისას, დეკლარაცია (შემდგომში წოდებული, როგორც „წარმოშობის დეკლარაცია“), რომელსაც ექსპორტიორი ურთავს ანგარიშფაქტურას, მოწოდების შეტყობინება ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტი, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რომლებიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას; წარმოშობის დეკლარაციის ტექსტები მოცემულია III დანართში.
2. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტისა, წინამდებარე წესების მნიშვნელობით მოცემული წარმოშობის მქონე პროდუქცია, 27-ე მუხლში დასახელებულ შემთხვევებში, სარგებლობს ამ შეთანხმების დებულებებით და არ არის აუცილებელი წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით დასახელებული წარმოშობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტის წარმოდგენა.
3. 1-ლი პუნქტის შეუზღუდავად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მათ შორის შეღავათიანი ვაჭრობისთვის, 1-ლი პუნქტის (ა) და (ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი წარმოშობის მტკიცებულებები შეიცვლება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპორტიორების მიერ წარმოშობის შესახებ განცხადებებით, მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
ორი ან მეტი ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმების საფუძველზე ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ექსპორტიორების მიერ გაკეთებული განცხადების გამოყენება ხელს არ შეუშლის დიაგონალური კუმულაციის გამოყენებას სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან.
4. 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ შექმნან სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს 1-ლი პუნქტის (ა) და (ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი წარმოშობის მტკიცებულებების ელექტრონული ფორმით გაცემას და/ან ელექტრონული ფორმით წარდგენას.
5. მე-7 მუხლის მიზნებისათვის, თუ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი გამოიყენება, მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეში არსებულმა ექსპორტიორმა, რომელიც გასცემს ან ითხოვს წარმოშობის დამადასტურებელ საბუთს წარმოშობის სხვა მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც სარგებლობს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ვალდებულებაზე უარის თქმის უფლებით, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესრულებულია კუმულაციის გამოყენების პირობები და მომზადებულია საბაჟო ორგანოებისათვის ყველა შესაბამისი დოკუმენტის წარსადგენა