1. II თავში მოცემული პირობები უწყვეტად უნდა სრულდებოდეს იმ მხარის მიერ, რომელსაც ეს ეხება.
2. თუ ერთი მხარიდან ბრუნდება სხვა ქვეყანაში ექსპორტირებული წარმოშობის მქონე საქონელი, ის უნდა ჩაითვალოს როგორც წარმოშობის სტატუსის არმქონე, თუ საბაჟო უწყებებისთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ:
(ა) დაბრუნებულია იგივე საქონელი, რომელიც იქნა ექსპორტირებული; და
(ბ) დაბრუნებულ საქონელზე არ განხორციელებულა სხვა რაიმე ოპერაცია, გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო მისი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის იმ ქვეყანაში ყოფნისას ან ექსპორტირებისას.
3. II თავში მოცემული პირობების მიხედვით, წარმოშობის სტატუსის მოპოვებაზე არ იმოქმედებს ამ სახელმწიფოს ტერიტორიიდან ექსპორტირებულ და, შესაბამისად, რეიმპორტირებულ მასალებზე, ექსპორტიორი მხარის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება, თუ:
(ა) ზემოხსენებული მასალები მთლიანად წარმოშობილია ექსპორტიორ მხარეში ან ექსპორტირებამდე გაიარეს დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები, რომლებიც აღემატება მე-7 მუხლში ჩამოთვლილ ოპერაციებს;
(ბ) საბაჟოსთვის იქნება დამტკიცებული, რომ:
რეიმპორტირებული საქონელი მიღებულია ექსპორტირებული მასალის დამუშავება-გადამუშავებით; და
წინამდებარე მუხლის დებულებების საფუძველზე, ექსპორტიორი მხარის ფარგლებს გარეთ მიღებული მთლიანი დამატებითი ღირებულება არ აღემატება იმ საბოლოო პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%-ს, რომლის წარმოშობის სტატუსიც სადავოა.
4. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები არ შეეხება დამუშავება-გადამუშავებას ექსპორტიორი მხარის საზღვრებს გარეთ. თუმცა, სადაც II დანართის ჩამონათვალში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე ყველა მასალის მაქსიმალური ღირებულების დადგენის წესი გამოიყენება საბოლოო პროდუქციის წარმოშობის დადგენაში, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მთლიანი ღირებულება, აღებული წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენების შედეგად ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ პროცენტულობას.
5. მე-3 და მე-4 პუნქტების გამოყენების მიზნით, „მთლიანი დამატებითი ღირებულება” ნიშნავს ექსპორტიორი მხარის ფარგლებს გარეთ გაწეულ ყველა ხარჯს, იქ გამოყენებული მასალების ღირებულების ჩათვლით.
6. მე-3 და მე-4 პუნქტები არ ეხება პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს II დანართში ჩამოთვლილ პირობებს, და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია მე-5 მუხლში დაფიქსირებული ზოგადი დაშვებები.
7. წინამდებარე მუხლის დებულებებში მოცემული და ექსპორტიორი მხარის საზღვრებს გარეთ შესრულებული დამუშავება-გადამუშავების ნებისმიერი ტიპი მოექცევა ზედაპირული დამუშავების ან მსგავსი კლასიფიცირების ქვე