1. წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება ჰარმონიზებული სისტემის 50-63-ე თავებით გათვალისწინებული პროდუქციის საწარმოებლად მხარეში, და რომლისთვისაც წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ან შედგენილია ამავე დანართის V თავის დებულებების შესაბამისად, არ დაექვემდებარება ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნებას ან მისგან გათავისუფლებას.

2. პირველ პუნქტში მოცემული აკრძალვა ეხება იმ საბაჟო მოსაკრებლების ან გადასახადების ნაწილობრივ თუ მთლიანად დაბრუნების, რემისიის ან გადაუხდელობის ნებისმიერ ზომას, რომლებიც ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე წარმოებაში მოხმარებული მასალების შესახებ იმ მოქმედი კანონების ეკვივალენტურია, რომელთაც ამგვარი დაბრუნება, რემისია ან გადაუხდელობა ეხებათ, თვალნათლივ ან არსობრივად, და როცა ხდება ზემოხსენებული მასალებისგან მიღებული პროდუქციის ექსპორტი და არა მაშინ, როცა ისინი ქვეყანაში რჩება ადგილობრივი მოხმარების მიზნით.

3.  წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტში მოხსენიებული პროდუქციის ექსპორტიორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოცემული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მიმართ არ არის მიღებული საბაჟო მოსაკრებლის რაიმე დათმობა და რომ ამგვარ მასალასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო მოსაკრებელი ან გადასახდელი ფაქტობრივად გადახდილია.

4. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გამოიყენება მხარეებს შორის იმ პროდუქციაზე ვაჭრობის შემთხვევაში, რომელსაც მოპოვებული აქვს წარმოშობის სტატუსი წარმოშობის კუმულაციის გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით.

თავი V  - წარმოშობის დადასტურე