1. ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებამ ნებისმიერ იმ ექსპორტიორს (შემდგომში “უფლებამოსილი ექსპორტიორი”), რომელიც ხშირად ახდენს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პროდუქციის გადაზიდვას, შეიძლება მიანიჭოს წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლებამოსილება მიუხედავად მოცემული პროდუქციის ღირებულებისა. ამგვარი უფლებამოსილების მსურველმა ექსპორტიორმა საბაჟოს ან სხვა კომპეტენტურ უწყებას უნდა წარუდგინოს პროდუქციის წარმოშობის სტატუსის და წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესრულების მათთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებები.
2. საბაჟო უწყებას შეუძლია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭება იმ პირობებით, რომლებსაც იგი ჩათვლის შესატყვისად.
3. საბაჟო უწყება მიანიჭებს უფლებამოსილ ექსპორტიორს საბაჟოს უფლებამოსილების აღმნიშვნელ ნომერს, რომელიც უნდა დაისვას წარმოშობის დეკლარაციაზე.
4. საბაჟო უწყება გააკონტროლებს უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებას.
5. საბაჟო უწყებას შეუძლია უფლებამოსილების ჩამორთმევა ნებისმიერ დროს. მას შეუძლია ამის გაკეთება მაშინ, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორი აღარ უზრუნველყოფს პირველ პუნქტში მოცემულ გარანტიებს, არ ასრულებს მე-2 პუნქტში მოცემულ პირობებს ან სხვაგვარად არასწორად იყენებს უფლებამოსილება