1. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია მიმართოს მის გამცემ საბაჟო უწყებას და მოითხოვოს დუბლიკატი, რომელიც გამოიწერება ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე.
2. ამგვარად გაცემულ დუბლიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე:
"DUPLICATE"
3. მე-2 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაში.
4. დუბლიკატი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის დედანის გაცემის თარიღი, ძალაშია აღნიშნული თარიღიდა