1.         EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ, რომელის შევსება ხდება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.

2.         აღნიშნული მიზეზით, ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი და განაცხადის ფორმა. მათი ნიმუშები მოცემულია წინამდებარე ოქმის III დანართში. აღნიშნული ფორმები შეივსება წინამდებარე შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე და ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. მათი ხელით შევსების შემთხვევაში, სიტყვები შეტანილი უნდა იქნას მელნით და ბეჭდური ასოებით. პროდუქციის აღწერა შეტანილი უნდა იქნას სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ უჯრაში ცარიელი ხაზების გამოუტოვებლად. თუ რომელიმე უჯრა არ იქნება სრულად შევსებული, მაშინ ჰორიზონტალური ხაზი უნდა გაესვას აღწერის ბოლო ხაზის ქვეშ და გადაიხაზოს ცარიელი ადგილი.

3.         ექსპორტიორი, რომელიც მოითხოვს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, ნებისმიერ დროს, ექსპორტიორი ქვეყნის (სადაც გაიცემა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი) საბაჟოს უწყების მოთხოვნის თანახმად, მზად უნდა იყოს ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის წარსადგენად, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს, და ასევე წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად.

4.     მე-5 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს საბაჟო უწყების მიერ, თუ მოცემული პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს ან თურქეთის ტერიტორიაზე წარმოშობილ პროდუქციად და შეესაბამება წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნებს.

5.         EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟო უწყება მიიღებს ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია პროდუქციის წარმოშობის დასადგენად და წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად. ამისათვის, მას აქვს უფლება მოითხოვოს რაიმე მტკიცება, შეამოწმოს ექსპორტიორის ანგარიშები და ჩაატაროს ნებისმიერი სხვა სახის ინსპექცია, რომელსაც იგი ჩათვლის საჭიროდ. EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟო უწყება უნდა დარწმუნდეს მე-2 პუნქტში ნახსენები ფორმების სწორად შევსებაში. კერძოდ, მან უნდა შეამოწმოს არის თუ არა პროდუქციის აღწერისთვის გამოყოფილი უჯრები შევსებული ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი ყალბი დამატებების შეტანის შესაძლებლობა.

6.         EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის თარიღი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის მე-11 უჯრაში.

7.         EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა საბაჟო უწყების მიერ და გადაეცემა ექსპორტიორს ფაქტიური ექსპორტის განხორციელების დროისათვი