1. მომწოდებლის დეკლარაციების ან გრძელვადიანი დეკლარაციების შემდგომი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს შემთხვევითობის პრინციპით, ან როდესაც კი მხარის საბაჟოს უფლებამოსილ პირებს, სადაც გადაადგილების სერტიფიკატის EUR.1-ის გამოსაცემად ან წარმომავლობის დეკლარაციის შესავსებად, მსგავსი დეკლარაციებია გათვალისწინებული, აქვთ გონივრული ეჭვი დოკუმენტების ავთენტურობასთან ან დოკუმეტში არსებული ინფორმაციის სისწორესთან დაკავშირებით.
2. პირველი პუნქტის დებულების შესრულებისათვის, მხარის საბაჟოს უფლებამოსილმა პირებმა უნდა დაუბრუნონ მომწოდებლის დეკლარაცია ან მომწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია და ინვოის(ებ)ი, სასქონლო ზედნადებ(ებ)ი ან სხვა სახის სავაჭრო დოკუმენტ(ებ)ი, რომლებიც შეეხება ამ დეკლარაციით წარმოდგენილ საქონელს, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის, საბაჟოს უფლებამოსილ პირებს, სადაც დეკლარცია იქნა შევსებული და წარმოადგინოს სადაც საჭიროა შემოწმების მოთხოვნის ფორმის ან შინაარსის მიზეზები.
მათ უნდა გააგზავნონ შემოწმების მოთხოვნის შემდგომი უზრუნველყოფისათვის ნებისმიერი მოპოვებული დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც იუწყებოდა, რომ მომწოდებლის დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია ან მომწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია არის არასწორი.
3. შემოწმება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის საბაჟოს უფლებამოსილ პირების მიერ, სადაც მომწოდებლის დეკლარაცია ან მომწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია იქნა შევსებული. ამ მიზნებიდან გამომდინარე, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ ნებისმიერი საბუთი და განახორციელონ მომწოდებლის ანგარიშების ნებისმიერი სახის შემოწმება ან მათ მიერ შესაბამისად მიჩნეული ნებისმიერი სხვა სახის შემოწმება.
4. შემოწმების მომთხოვნი საბაჟოს უფლებამოსილ პირებს უნდა ეცნობოთ მათი შედეგების შესახებ რაც შეიძლება სწრაფად. ამ შედეგებმა ერთპიროვნულად უნდა აჩვენოს, რომ მომწოდებლის დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია ან მომწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია არის სწორი და შესაძლებელს ხდის მათთვის, რომ განსაზღვრონ ამგვარი დეკლარაცია რამდენად შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს გადაადგილების სერტიფიკატის EUR.1-ის გასაცემად ან წარმოშობის დეკლარაციის შესავსება