7.1. კომისია ვალდებულია გადარიცხოს თანხები ბენეფიციარისაგან თანხების საგადახდო მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნის გადახდა არ არის დასაშვები, თუ მინიმუმ ერთი აუცილებელი მოთხოვნა არ არის შესრულებული. კომისიის მიერ ბენეფიციარისათვის შეტყობინებით შეიძლება შეჩერდეს გადახდებისათვის განსაზღვრული ვადა, ზემოთ ნახსენები ნებისმიერი დროის პერიოდში, თუ გადახდის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, ან თანხის არყოფნის გამო, ან იმიტომ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოებული. თუ კომისიისათვის შეტყობინებული ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს მოთხოვნის დოკუმენტში მოცემული ხარჯების საჭიროებას, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს დროის პერიოდი გადახდამდე შემდგომი შემოწმების მიზნით, მათ შორის ადგილზე შემოწმებით, რომ ხარჯები მართლაც ნებადართულია. კომისია ბენეფიციარს აღნიშნულის შესახებ აცნობებს შეძლებისდაგვარად მალე.
7.2. კომისია ახდენს გადარიცხვებს ფინანსური ინსტიტუტის მიერ გახსნილ და კომისიის მიერ მიღებულ ევროში დენომინირებულ საბანკო ანგარიშზე.
7.3. ბენეფიციარი უზრუნველყოფს, კომისიის მიერ წინასწარ გადახდილი თანხების ასახვა მოხდეს აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე.
7.4. ევროში განხორციელებული ტრანსფერები საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაკონვერტირდეს ბენეფიციარის ეროვნულ ვალუტაში ბენეფიციარის მიერ გადასახადების განხორციელებისას, იმ დღეს არსებული საბანკო კურსით.
7.5. კომისიის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს შეიძლება დაერიცხოს პროცენტი ან ეკვივალენტური სარგებელი. ბენეფიციარი დარიცხული პროცენტის ან ეკვივალენტური სარგებელის თანხების შესახებ კომისიას აცნობებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
7.6. საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებზე დარიცხული პროცენტის ან ექვივალენტური სარგებელის ორი ათას ხუთასზე მეტი ოდენობით დაგროვების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა ექვემდებარება კომისიის მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის ვადაში კომისიისათვის დაბრუნებას.
7.7. პროგრამის შეფასებისათვის, მისი ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში გადარიცხვის არ განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი თანხები გაუქმდება.
თავი III. კონტრაქტების დადება და მინიჭებ