5.1. დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების კონტრაქტების და ბენეფიციარის მიერ მინიჭებული კომისიის მიერ დაფინანსებისას, ბენეფიციარი თავისთავზე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს კომისია კონტრაქტორის მიერ მისაღების გადახდის მოთხოვნით საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ბენეფიციარი აცნობებს კომისიის ამ მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღს. მოთხოვნის გადახდა არ არის დასაშვები, თუ მინიმუმ ერთი აუცილებელი მოთხოვნა არ არის დაცული. კომისიის მიერ ბენეფიციარისათვის შეტყობინებით შეიძლება შეჩერდეს გადასახადებისათვის განსაზღვრული ვადა, ზემოთ ნახსენებ ნებისმიერი დროის პერიოდში, თუ გადახდის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, ან თანხის არყოფნის გამო, ან იმიტომ, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოებული. თუ კომისიისათვის შეტყობინებული ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს მოთხოვნის დოკუმენტში მოცემული ხარჯების საჭიროებას, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს დროის პერიოდი გადახდამდე შემდგომი შემოწმების მიზნით, მათ შორის, ადგილზე შემოწმებით, რომ ხარჯები მართლაც ნებადართულია. კომისია ბენეფიციარს აცნობებს შეძლებისდაგვარად მალე.
5.2. პუნქტში 1 განსაზღვრული ვადა აგრეთვე ვრცელდება, როდესაც გადახდა არის ანგარიშის დამტკიცების პირობა. ამ შემთხვევაში, გადახდის მოთხოვნა განიხილება დასაშვებად, მაგრამ გადახდის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბენეფიციარი დაამტკიცებს ანგარიშს, ან პირდაპირ კონტრაქტორისათვის შეტყობინებით ან კონტრაქტორისათვის არ შეტყობინებით, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შესახებ ოფიციალური შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ბენეფიციარი კომისიას შეატყობინებს ანგარიშის დამტკიცების თარიღს.
5.3. ბენეფიციარის მიერ გადახდის მოთხოვნის გადაგზავნის ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში კომისია არ არის ვალდებული გადაიხადოს კონტრაქტორისათვის დაგვიანებით გადახდისათვის გათვალისწინებული, რაც ბენეფიციარის მიერ გადასახდელია.
თავი IV. ბენეფიციარის მიერ მესამე მხარისათვის გადახდები პროგრამის ფარგლებში და კომისიის მიერ განხორციელებული გადახდებ
მუხლი 5. კომისიის მიერ მესამე მხარისათვის გადახდების ბოლო ვადა
თავი III — კომისიის მიერ მესამე მხარისათვის გადახდები
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 კალენდარული დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ქალაქის მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები
- მუხლი 10. სხვა განსაკუთრებული პირობები პროექტთან მიმართებაში
- მუხლი 11. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 1. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 4. შესრულების პერიოდი
- მუხლი 6. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 7. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 8. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 9. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა
- მუხლი 10. უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 5, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-5-3/