9.1. ქალაქი იღებს ვალდებულებას ფინანსური ხელშეკრულების განხორციელების პერიოდში პროექტის მართვის სისტემის უზრუნველყოფის, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ქმედითი და ეფექტური შიდა კონტროლის სისტემის მართვის ოპერაციებს, რომელიც მოიცავს უფლებამოსილი ოფიცრის და ანგარიშგების ოფიცერის ან მისი ეკვივალენტური ფუნქციების მქონის გამოყოფას;
- აღრიცხვის სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა ევროკავშირის სახსრების სწორი გამოყენების გადამოწმებას და ევროკავშირის ანგარიშებზე ასახული თანხების გამოყენებას;
- სპეციალური პირობების მუხლში 10.1.2.1 ასახული შესყიდვების პროცედურებს.
9.2. ქალაქი იღებს ვალდებულებას, ფინანსური განხორციელების ამოცანებთან მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს პროექტის მართვის სისტემის პროცედურების მხარდაჭერა კომისიასთან მიმართებაში, რომელიც იტოვებს უფლებას განახორციელოს დოკუმენტური და ადგილზე შემოწმება, რათა დარწმუნდეს, რომ კრიტერიუმები, რომლებიც ამ მუხლშია მოცემული შესაბამისია დაფინანსების ხელშეკრულების განხორცილების დროსაც. კომისიას უნდა ეცნობოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ამ პროცედურებზე.
9.3. II დანართში განსაზღვრული ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები განსაზღვრავს კონკურენტული გაწმენდის ანგარიშგების პროცედურას და ფინანსური კორექციის მექანიზმებს, კერძოდ აღდგენას გადატანის საშუალებით
მუხლი 9. ქალაქის მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ბენეფიციარის წვლილი
- მუხლი 4. განხორციელება
- მუხლი 5. განხორციელების ვადა
- მუხლი 6. ინფორმაციის გამოქვეყნება
- მუხლი 5. მისამართები
- მუხლი 8. დანართები
- მუხლი 10. სხვა განსაკუთრებული პირობები პროექტთან მიმართებაში
- მუხლი 11. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 1. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 4. შესრულების პერიოდი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 9, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-9/