4.1. ქალაქის პასუხისმგებლობა ფინანსური განხორციელების ღონისძიებებს მოიცავს პროექტთან დაკავშირებული კონტრაქტების შესყიდვას და მინიჭებას, შემდგომ მის კონტროლს და თითოეულ ნაბიჯზე KfW-ს თანხმობას, როგორც ეს აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში.
ზოგადი პირობების მე-3 მუხლის პირობების შეზღუდვით, კომისია ფინანსური ამოცანების განხორციელებას აკისრებს KfW-ს, რომელიც მოქმედებს ბენეფიციარისათვის და მისი სახელით, ბენეფიციარის გადახდების შესრულებასთან და ხელშეკრულების პროცედურების მოსალოდნელ კონტროლთან დაკავშირებით, როგორც ეს აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II).
4.2. ზოგადი პირობების შემდეგი პირობები არ ვრცელდება: მუხლი 1.3, 5, 6, 7, 22.3, 22.4 და 23.3.
4.3. ზოგადი პირობების შემდეგი პირობები იცვლება შემდეგით:
4.3.1. მუხლი 2.2: იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, კომისიას შეუძლია შეამციროს პროექტი ან მისი თანხმობის შემდეგ გადააკისროს ბენიფიციარს მისი უზრუნველყოფა საკუთარი ან სხვა არა კავშირის სახსრებით.
4.3.2. მუხლი 2.3: თუ პროექტის შემცირება შეუძლებელია, ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთარი ან სხვა სახსრებით, კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს წარადგინოს მოთხოვნა დამატებითი NIF დაფინანსების გამოყოფის NIF-ის საოპერაციო მმართველობის სხდომაზე შესაბამისი დადასტურებისა და რესურსის არსებობის გათვალისწინებით. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება კავშირის შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.
4.3.3. მუხლი 19.1: ბენეფიციარი, საბოლოო ბენეფიციარი და ქალაქი მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო ქმედება და თაღლითობა და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი ძიება, რათა ანაზღაურებულ იქნეს არასწორად გადახდილი თანხები. ბენეფიციარი, საბოლოო ბენეფიციარი და ქალაქი აცნობებს კომისიას და KfW-ს გატარებული ზომების შესახებ.
4.3.3. მუხლი 25.2: ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 90 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი