10.1. ზოგად პირობებთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი შეზღუდვა:
10.1.1. პროექტის მართვის პასუხისმგებელი სტრუქტურა:
ზოგადი პირობების მე-8 და მე-9 მუხლები არ ვრცელდება პროექტის მართვასთან მიმართებაში სტრუქტურის ჩვეულებრივ საოპერაციო ხარჯებზე (გარდა აღჭურვილობისა).
10.1.2. სხვა კონტრაქტების პროცედურების გამოყენება:
10.1.2.1. ზოგადი პირობების მე-8 და 10.2 მუხლების შეზღუდვით, ფინანსური ხელშეკრულების განხორციელების კონტრაქტების მინიჭება და შესრულება მოხდება KfW-ს პროცედურების გამოყენებით: "განვითარებად ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შესყიდვის დირექტივები" (მათ შორის KfW-ს წესები ღია საერთაშორისო კონკურენტული ფასის შეთავაზებით) განსაზღვრული წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის შესაძლებლობი მეშვეობით და ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში ჩამოყალიბებული, განხორციელების დროს ძალაში არსებული პროცედურებით.
10.1.2.2. ამ ხელშეკრულების პროცედურები დოკუმენტირდება და რჩება კომისიისათვის ხელმისაწვდომი. კომისიას უნდა ეცნობოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ამ პროცედურებზე. როდესაც ეს პროცედურები არ შეესაბამება გამჭვირვალობის პრინციპებს, პროპორციულობის, თანასწორი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვას ან ხელს აღარ უშლის ნებისმიერ ინტერესთა კონფლიქტს, კომისია იტოვებს უფლებას დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების პერიოდში აღარ გამოიყენოს აღნიშნული პროცედურები.
10.2. კომისიის დანარჩენი ამოცანების დელეგირების შემთხვევაში, იგი ბენეფიციართან კავშირში განხორციელდება KfW-ს მიერ კონტრაქტის პროცედურების მოსალოდნელი კონტროლის და გადახდის განხორციელების ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში განსაზღვრული პირობების შესაბამისად