4.1. დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან:
- საოპერაციო შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ძირითადი ღონისძიებები. ამ ფაზის განხორციელება იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და სრულდება დასკვნითი ფაზის დაწყებისას.
- დასკვნითი ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ფინანსური აუდიტი და შეფასება და დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული კონტრაქტების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. ეს ფაზა ძალაში შედის საოპერაციო შესრულების ფაზის დამთავრების თარიღის მომდევნო დღეს და მთავრდება ამ დღიდან არა უგვიანეს 24 თვეში.
4.2. ძირითად ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ექვემდებარება კავშირის მიერ დაფინანსებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაწეულ იქნა საოპერაციო შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტთან, შეფასებასთან და დახურვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებისათვის.
4.3. კავშირის წვლილიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდიდან ექვსი თვის შემდეგ.
4.4. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს საოპერაციო შესრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებამდე არა უმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.
4.5. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, და საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულების შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის და, შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.
თავი III. კომისიის მიერ მესამე მხარისათვის გადახდებ
მუხლი 4. შესრულების პერიოდი
თავი II — განხორციელება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. დანართები
- მუხლი 9. ქალაქის მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები
- მუხლი 10. სხვა განსაკუთრებული პირობები პროექტთან მიმართებაში
- მუხლი 11. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 1. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 5. კომისიის მიერ მესამე მხარისათვის გადახდების ბოლო ვადა
- მუხლი 6. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 7. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 8. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 9. დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელი კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 4, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-4-2/