2.1. პროექტის მთლიანი შეფასებითი ღირებულებაა 44,000,000 ევრო.
2.2. კავშირი, სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის მეშვეობით, თავის თავზე იღებს მაქსიმუმ 4,000,000 ევროს ოდენობით დაფინანსებას. თანხები მოწოდებული იქნება KfW-ს მიერ, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით, მაგრამ NIF-ის ანგარიშისთვის. კავშირის დაფინანსების განაწილება ნაჩვენებია საბიუჯეტო მიმართულებებში, რაც მოცემულია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში (დანართი II)