1.1. კავშირი სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით ხელს შეუწყობს შემდეგი პროექტის დაფინანსებას:
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში) (ENPI/2010/019549-GE-03)
შემდგომში წოდებული როგორც „პროექტი”, რომელიც აღწერილია ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებებში, დანართი II-ში.
1.2. ეს პროექტი განხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულებისა და მისი დანართების მიხედვით