5.1. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია ახდენს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების მიზნით გაფორმებული და მიმღების მიერ მინიჭებული კონტრაქტების დაფინანსებას, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს კომისიისთვის საგადახდო მოთხოვნისა და ინვოისის მიწოდება კონტრაქტში წარმოდგენილი პირველადი წინასწარი დაფინანსებისთვის გადახდის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე. გრანტების, შუალედური და საბოლოო გადახდების შემდგომი წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს კომისიისთვის საგადახდო მოთხოვნის ან ინვოისის მიწოდება, კონტრაქტში მითითებული გადახდის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე. მიმღებმა კომისიას უნდა შეატყობინოს აღნიშნული საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღი. დაუშვებელია საგადახდო მოთხოვნის წარდგენა, თუ არ სრულდება მინიმუმ ერთი აუცილებელი მოთხოვნა მაინც. გადახდის ვადა კომისიის მიერ შეიძლება შეჩერდეს ნებისმიერ დროს, მიმღებისთვის შეტყობინებით, რომ ვერ ხდება საგადახდო მოთხოვნის დაკმაყოფილება თანხის არასათანადო რაოდენობის ან შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო. იმ შემთხვევაში თუ კომისიას ხელთ ექნება ინფორმაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოთხოვნის დოკუმენტში მოცემული ხარჯების საჭიროებას, კომისიას შეუძლია შეაჩეროს გადახდის ვადა აღნიშნული ეჭვის გადამოწმების მიზნით, რაც მოიცავს, ადგილზე შემოწმებას გადახდის განხორციელებამდე, იმის დასადასტურებლად, რომ გაწეული ხარჯი ნამდვილად საჭიროა. გადახდის ვადის შეჩერების შესახებ მიმღებს უნდა ეცნობოს შეძლებისდაგვარად მალე. გადახდის ვადა უნდა განახლდეს მას შემდეგ, რაც დასაშვები გახდება საგადახდო მოთხოვნის წარდგენა.
5.2. პარაგრაფ 1-ში განსაზღვრული ვადა ასევე გამოყენებული უნდა იქნას, როდესაც გადახდა არის ანგარიშის დამტკიცების პირობა. ნებისმიერი ანგარიშის დამტკიცება მოცემულია კონტრაქტში განსაზღვრულ გადახდის ვადაში. აღნიშნული მიზნით მიმღებმა უნდა დაამტკიცოს ანგარიში და კომისიას მიაწოდოს საგადახდო მოთხოვნა ან ინვოისი ზემოთ მოცემულ მუხლი 5.1.-ში განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები არ ამტკიცებს ანგარიშს, მან დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს კონტრაქტორს ან გრანტის მიმღებს დოკუმენტი, რომელშიც ფორმალურად არის შეჩერებულია გადახდის ვადა და განმარტებულია შეჩერების მიზეზები. შეჩერება ძალაში შედის შეტყობინების გაგზავნიდან. კონტრაქტორმა ან გრანტის მიმღებმა, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განმარტებების, მოდიფიკაციის ან სხვა ინფორმაციის მიწოდება. გადახდის ვადის ათვლა ხელახლა უნდა დაიწყოს იმ დღიდან, რა დღესაც მოხდება განმარტებების რეგისტრაცია.
5.3. მიმღების მიზეზით საგადახდო მოთხოვნის გადაგზავნის დაგვიანების შემთხვევაში კომისია არ არის ვალდებული კონტრაქტორს გადაუხადოს დაგვიანებული გადახდის პროცენტი, რომელიც კონტრაქტებით არის განსაზღვრული. აღნიშნული პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს მიმღების მიერ. კონტრაქტორს დაგვიანებული გადახდის პროცენტის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სამთავრობო ან საჯარო უწყება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.