4.1. დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი მოიცავს ორ ფაზას:

- ოპერაციული შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაში ხორციელდება ძირითადი აქტივობები. აღნიშნული ფაზა იწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს და სრულდება დასკვნითი  ფაზის დაწყებისას;

- დასკვნითი ფაზის განმავლობაში ხორციელდება დაფინანსების ხელშეკრულების საბოლოო აუდიტის, შეფასების და პროგრამის შეფასების, ტექნიკურად და ფინანსურად დახურვა. აღნიშნული ფაზა უნდა დასრულდეს ოპერაციული შესრულების ფაზის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 თვეში.

4.2. ძირითადი აქტივობების ხარჯები ექვემდებარება ევროკავშირის დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გაწევა მოხდა ოპერაციული შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტირებითა და შეფასებით და დასკვნითი ქმედებებით გამოწვეული ხარჯები დაფინანსებას ექვემდებარება დასკვნითი ფაზის დასრულებამდე.

4.3. ევროკავშირის დახმარებიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვს თვეში.

4.4. გამონაკლის და სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში, შესაძლებელია მოთხოვნა ოპერაციული შესრულების ფაზის გარძელებასა და შესაბამისად, შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას ითხოვს მიმღები, მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ოპერაციული შესრულების ფაზის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა და დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

4.5. გამონაკლის და სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში და ოპერაციული შესრულების ფაზის დასრულების შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის გაგრძელებაზე და, შესაბამისად, შესრულების ვადის  გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნას აკეთებს მიმღები, იგი უნდა გაკეთდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა და დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

თავი III - კომისიის მიერ მესამე მხარისთვის გადახდე