8.1. დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო ყველა კონტრაქტის მინიჭება და განხორციელება უნდა მოხდეს კომისიის მიერ შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტისთვის გაწერილი და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომელიც ძალაშია აღნიშნული პროცედურის მიღების დროს.

8.2. მიმღებმა, შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტის მინიჭებისთვის, უნდა გამოიყენოს დაფინანსების ხელშეკრულების ენა.

8.3. დეცენტრალიზებული კონტრაქტის შემთხვევაში, მიმღები აცნობებს კომისას იმ სიტუაციის შესახებ, როდესაც კანდიდატი, ტენდერში მონაწილე ან აპლიკანტი ეთიშება მინიჭების პროცედურებში მონაწილეობას, თუ, ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტის შესაბამისი ფინანსური რეგულაციების სათანადო დებულებების მიხედვით, კონტრაქტორი მხილებნულია ცრუ დეკლარაციების წარმოებაში ან ჩადენილი აქვს არსებითი გადაცდომები ან დარღვევები და თაღლითობა ან არსებითად დაარღვია მისთვის კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებები.

ასეთ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილების დარღვევის გარეშე, რომელიც ითვალისწინებს პირის გამორიცხვას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვებისა და საგრანტო კონტრაქტებიდან, თანახმად ფინანსური რეგულაციებისა, რომელიც ეხდება ევროკავშირის ზოგად ბიუჯეტს, კონტრაქტორებზე დაკისრებულ ფინანსურ ჯარიმებს, რომელბიც მოხსენიებულია დეცენტრალიზებული კონტრაქტების ზოგადი პირობების „ადმინისტრაციულ და ფინანსურ ჯარიმებში“, ჯარიმები შეიძლება დაეკისროს კონტრაქტორს მიმღების მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია მიმღების ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით.  მსგავსი ფინანსური ჯარიმების დაკისრება უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის საქმის წარმოების მიხედვით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტრაქტორის დაცვის უფლება.

8.4. მიმღები იღებს პასუხისმგებლობას, რომ განახორციელებს ყველა სათანადო ზომას, რათა აღმოფხვრას აქტიური თუ პასიური კორუფციის ნებისმიერი შემთხვევა კონტრაქტების ან გრანტების მინიჭების პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს ოფიციალური პირის მიერ ჩადენილ გამიზნულ ქმედებას, როდესაც იგი,  პირადად ან შუამავლის მეშვეობით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის უპირატესობას თავისთვის ან მესამე მხარისთვის ან იღებს ასეთი უპირატესობის მიღების დაპირებას, რომ იმოქმედებს ან თავს შეიკავებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად მოქმედებისგან ან მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისგან, რასაც აქვს ან ექნება საზიანო ეფექტი ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე. „აქტიურ კორუფციაში“ იგულისხმება ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დაპირება ან თანხა, პირადად ან შუამავლის მეშვეობით, ნებისმიერი სახის უპირატესობის მინიჭება ოფიციალური პირისთვის, თავისთვის ან მესამე მხარისთვის, რომ იმოქმედებს ან თავს შეიკავებს ისეთი ქმედებისგან ან მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისგან, რომელიც დაარღვევს მასზე ოფიციალურად დაკისრებულ მოვალეობებს, რაც იწვევს ან გამოიწვევს საზიანო ეფექტს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზ