9.1. ერთობლივი მენეჯმენტის ან არაპირდაპირი ცენტრალიზებული მენეჯმენტის ფარგლებში განხორციელებული დაფინანსების ხელშეკრულების კომპონენტების გარდა, დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად საჭირო კონტრაქტებს ხელი უნდა მოეწეროს ორივე მხარის მიერ, დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

9.2. ზემოთ მოცემული დებულება არ ეხება:

აუდიტირებისა და შეფასების კონტრაქტებს, რომელთა ხელმოწერა შესაძლებელია მოგვიანებით;

უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების დანართებს;

არსებული კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტის შემდეგ დადებულ კონტრაქტებს და

იმ იურიდიული პირის შეცვლას, რომელსაც ბიუჯეტის შესრულება აკისრია

9.3. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წლის ბოლოს, ნებისმიერი ნაშთი, რომელზეც არ გაფორმებულა კონტრაქტი, გარდა 9.2. მუხლში ნახსენებისა, ანულირდება.

9.4. ზემოთ მოყვანილი დებულება არ ეხება გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაშთს.

9.5. კონტრაქტი, რომლის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რაიმე სახის გადახდა, ავტომატურად უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს მისი დაფინანსების ანულირებ