6.1 დაფინანსების ხელშეკრულების განმახორციელებელ კონტრაქტებს ხელი უნდა მოეწეროს ორივე მხარის მიერ დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის მანძილზე, რაც ნიშნავს სამი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბოლო ხელმომწერი მხარის მიერ. ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

6.2 ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება აუდიტორულ და შეფასების კონტრაქტებზე, რომლებსაც შეიძლება ხელი მოეწეროთ შემდგომში, ასევე უკვე ხელმოწერილი კონტრაქტების დამატებებზე.

6.3 დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მესამე წლის ბოლოს, ნებისმიერი ნაშთი, რომელზეც კონტრაქტი არ გაფორმდება, ანულირებულ იქნება.

6.4 ზემოაღნიშნული დებულებები არ ვრცელდება გაუთვალისწინებელი ხარჯების ნაშთზე.

6.5 კონტრაქტი, რიმლის ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა რაიმე გადახდა, ავტომატურად შეწყდება და ანულირებული იქნება მისი დაფინანსებ