2.1 შესაძლებელია განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების რეალოკაცია ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბებისათვის წინამდებარე ზოგადი პირობების მე-17 მუხლის შესაბამისად.
2.2 იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, კომისია უფლებამოსილია შეამციროს პროექტი/პროგრამა ან გადააკისროს ბენიფიციარს მისი უზრუნველყოფა საკუთარი ან სხვა არა გაერთიანების სახსრებით.
2.3 თუ პროექტის/პროგრამის შემცირება შეუძლებელია, ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთარი ან სხვა სახსრებით, კომისია უფლებამოსილია გამოყოს დამატებითი დაფინანსება. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება გაერთიანების შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.
მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა— ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს შორის „საქართველოს 2009 სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის“ (Georgia 2009 Food Security Programme) დაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა— ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს მთავრობას შორის ,,საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის მხარდაჭერის პროგრამის“ (Support for the Vocational Education and Training Sector of Georgia) დაფინანსების ხელშეკრულება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „სპეციალური ღონისძიებები საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად:2009 (ნაწილი III)“, მუხლი 2, №-, 13.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000798 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1214841/muxli-2-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია