2.1. შესაძლებელია განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების რეალოკაცია ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბებისათვის წინამდებარე ზოგადი პირობების 22-ე მუხლის შესაბამისად.

2.2. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, ბენეფიციარი დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას და შეეცდება გადაჭარბების დაფარვის მიზნით, მოიპოვოს მისი წინასწარი თანხმობა დაგეგმილი განხორციელების ღონისძიებების კორექტივების გატარების შეთავაზებით ან პროექტი/პროგრამის შემცირების ან საკუთარი ან სხვა არაკავშირის სახსრებით უზრუნველყოფის შეთავაზებით.

2.3. თუ პროექტის/პროგრამის შემცირება შეუძლებელია ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთარი ან სხვა სახსრებით, კომისია უფლებამოსილია გამოყოს დამატებითი დაფინანსება. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება კავშირის შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.

თავი II. განხორციელე