დაფინანსების ხელშეკრულება ძალაში შევა ბოლო ხელმოწერის დღიდან.

შედგენილია ოთხ ორიგინალად ინგლისურ ენაზე, რომლის ორი ეგზემპლარი გადაეცემა კომისიას და ორი ეგზემპლარი  – მიმღებს.

კომისიის სახელით

მარკუს კორნარო,სამეზობლო პოლიტიკის დირექტორი

გენერალური დირექტორატი

განვითარებისა და თანამშრომლობის

საკითხებში - EuropeAid

მიმღების სახელით

რამაზ ნიკოლაიშვილი

რეგიონული განვითარებისა და

ინფრასტრუქტურის მინისტრი

ხელმოწერა:

თარიღი:

ხელმოწერა:

თარიღი:

N
ENPI/2012/023087-GE-04 (CRIS Number
2012/292-623)
დაფინანსების ხელშეკრულების დანართი
II

ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობები

მიმღები ქვეყანა / რეგიონი

საქართველო

მოთხოვნის ავტორი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ბიუჯეტი

19.080103

დასახელება

მთლიანი ღირებულება

190,000,000 ევრო
, საიდა
ნაც 20,000,000 ევრო დაფინანსდება სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში

დახმარების მეთოდი/

მართვის ფორმა

პროექტის მიდგომა

დეცენტრალიზებული მართვა

DAC-კოდი

21020

სექტორი

საგზაო ტრანსპორტი

1.
შესავალი

სამეზობლო საინვესტიციო
ინსტრუმნტი (
NIF)
არის ინსტრუმენტი
, რომელიც წარმოადგენს დაფინანსების
, ფორმას და შემოთავაზებულია
ENPI რეგულაციებით. იგი გამოიყენება იმისათვის რომ გაცემულ იქნეს
EU-
ის გრანტი რათა ხელი შეუწყოს ევროპის მრავალმხრივი დაფინანსების ოპერაციებს და წევრი ქვეყნების განვითარების ორმხრივ ფინანსურ ოპერაციებს.

NIF ამტკიცებს გრანტს თანადაფინანსების ინვესტირებისათვის, სასესხო გარანტიებისათვის, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისა
თვის, კაპიტალის რისკის ოპერაციებს და ტექნიკური დახმარების პაკეტებს. მისი მიზანია
, რომ
EU-ის გრანტი მიბმული იყოს ევროპის საფინანსო ინსტიტუტების სესხთან
, რათა დააფინანსოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები
ENPI რეგიონში
.
NIF-ის კონტრიბუცია არის
20 მილიონი ევრო საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩაქროსნული ავტომაგისტრალის პროექტის („პროექტი“) სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის დასაფინანსებლად. გრანტი დამტკიცდა სამეთვალყურეო საბჭ
ოს მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს მე-9 წერილობითი პროცედურებით.

2.
აღწერა

2.1 მიზნები

პროექტის ძირითადი მიზანია გაზარდოს საქართველოს კონკურენტუნარიანობა სატრანსპორტო დერეფნის გაუმჯობესებით
, რათა საქართველო გადაიქცეს რეგიონული სავაჭრო და მგზავრთა გადაყვანის გამტარად.

პროექტის სპეციფიკური მიზანია
, რომ გააუმჯობესოს
, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის უფრო დასავლეთი ნაწილი ზესტაფონიდან აჭარის რეგიონის მიმართულებით საერთო სიგრძით 68 კმ. ავტომაგისტრალი არის პან-ევროპული დერ
ეფნის მიმართულებაზე
, რომელიც აკავშ
ირებს ევროგაერთიანებას აზიასთან საქართველოს გავლით. მაგისტრალის რეაბილიტაცია გააუმჯობესებს ძრითადი საგზაო დერეფნის პირობებს და ხელსაყრელს გახდის აზიასა და ევროპას შ
ორის ტვირთების გადაზიდვისათვის
.
დერეფანი ხუთი ტრანსნაციონალური გზიდან წარმოადგენს ერთ-ერთს როგორც ეს განსაზღვრულია „de Palacio High Level Group'-ის მიერ 2005 წელს. იგი არის ასევე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA პროგრამა)
, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინიციატივების განვითარებას
, მათ შორის
, საგზაო დერეფნების დაარსებით.

პროექტს აქვს ტრანსსასაზღვრო გავლენა ერთზე ან მეტ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში და ხელს უწყობს რეგიონალურ ინტეგრაციას გაზრდილი კომუნიკაციების საშუალებით.

2.2 სავარაუდო შედეგები

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩაქროსნული ავტომაგისტრალი არის საქართველოში ძირითადი სატრანსპორტო არტერია საგზაო გადაზიდვების შორი მარშრუტებისათვის, რომელიც გამოიყენება ძირითადად აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შავი ზღვის პორტების და თურქეთის მიმართულებით და ასევე თბილისიდან და თბილისის მიმართულებით შორი მარშრუტებისათვის.

პროექტი არის გაგრძელება იმ პროექტისა, რომელიც მიმდინარეობს დერეფნის აღმოსავლეთ ნაწილში თბილისიდან რიკოთის გვირაბის მიმართულებით და რომელიც ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ დასავლეთ ნაწილში, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია, რომელიც ფინანსდება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ და ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. აღნიშნული დერეფნის ძირითადი ნაწილი იქნება ოთხზოლიანი საპროექტო სიმძლავრით 120 კმ/სთ, რათა უზრუნველყოს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვა და სატრანსპორტო ნაკადების გამტარობა, მათ შორის, დიდწილად მძიმე სატვირთო მანქანების გამტარობა.

საგზაო დერეფნის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო 2005 წელს, გრძელდება ამჟამადაც და დიდი ნაწილი დასრულდება 2015 წლისთვის.

2.3 ღონისძიებები

პროექტის ღონისძიებები მოიცავს სამუშაოებს და ზედამხედველობას სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის ლოტებზე (ლოტი 1 და 2: დაახლოებით 52 კმ ახალი გზის მშენებლობა ოთხი ზოლი სამტრედიიდან გრიგოლეთამდე და ლოტი 3: რეაბილიტაცია, დაახლოებით 16 კმ ორზოლიანი გზა გრიგოლეთიდან ჩოლოქის მდინარემდე), ასევე ოთხი სახის ტექნიკურ დახმარებას:

1)  კონტრაქტებისათვის;

2) დეტალური პროექტის დამოუკიდებელი საგზაო უსაფრთხოების აუდიტი;

3) საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონსულტანტი, რომელიც დაეხმარება პროექტის განხორციელების ჯგუფს;

4) სპეციალიზებული კონსულტანტი, რომელიც დაეხმარება პროექტის განხორციელების ჯგუფს შესყიდვების ყველა ეტაპზე ტენდერების შეფასების საკითხებში და ა.შ.

3. მდებარეობა და ხანგრძლივობა

3.1 მდებარეობა

საქართველო, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქი) მონაკვეთი.

3.2 ხანგრძლივობა

ხელშეკრულების განხორციელების დრო არის 84 თვე. აღნიშნული მოიცავს ორ ფაზას ზოგადი პირობების 4.1 მუხლის შესაბამისად (ხელშეკრულები დანართი I):

– ოპერაციების განხორციელების ფაზა, რომელიც დაიწყება დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან და გაგრძელდება 60 თვე. ამ ფაზის განმავლობაში განხორციელდება პროექტთან დაკავშირებული ყვეელა ღონისძიება, მათ შორის, პროექტის მომზადებასთან და დაგეგმვასთან დაკავშირებული, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ შესრულებულა განხორციელების პერიოდის დაწყებამდე.

– დასრულების ფაზა 24-თვიანი ხანგრძლივობით რომელიც დაიწყება ოპერაციების განხორციელების დასრულების თარიღიდან. ამ ფაზის განმავლობაში განხორციელდება პროექტის დასრულებისათვის საჭირო ყველა ღონისძიება.

ზოგადი პირობების მე-9 მუხლის შესაბამისად (ხელშეკრულების დანართი I) ,დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების კონტრაქტი ხელმოწერილი იქნება არა უგვიანეს დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის ვადაში (გარდა აუდიტის და შეფასების კონტრაქტებისა). ეს ვადა არ შეიძლება იქნეს გაგრძელბული ('sunset clause').

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ფინანსდება რამდენიმე დონორის მიერ, NIF-ის დაფინანსებასთან მიმართებაში გამოყენებული იქნება სათანადო მიდგომა, რომელიც გულისხმობს რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ხელი უნდა მოეწეროს პირველ კონტრაქტს მაინც, რათა ის დაფინანსდეს NIF-ის ნაწილიდან.

4. განხორციელება

4.1 ორგანიზაციული მოწყობა და პასუხისმგებლობა

(a) ძირითადი ორგანიზაციული მოწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ("პროექტის უწყება") რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (სამინისტრო) დახმარებით იქნება საკონტრაქტო უწყება. პროექტის უწყება პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციულ და კოორდინაციულ საკითხებში ახალი გზის მშენებლობასთან და მოვლა-შენახვის ღონისძიებებთან მიმართებაში საქართველოს მასშტაბით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უცხოური პროექტების განყოფილება (PIU), რომელიც იქნება პროექტის განხორციელების ჯგუფი, კოორდინაციას გაუწევს მართავს, განახორციელებს მონიტორინგს და შეფასებას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტში, მათ შორის:

1. შერჩეული პროექტის საინვესტიციო კომპონენტის დეტალურ პროექტირებას;

2. სატენდერო დოკუმენტების მომზადებას;

3. სატენდერო პროცედურების ზედამხედველობას შეფასების და კონტრაქტის ხელმოწერის ჩათვლით;

4. კონტრაქტის პროცედურების განხორციელებასა და ზედამხედველობას;

5. ანგარიშგება, და სხვა ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრულია პროექტთან დაკავშირებულ დაფინანსების ხელშეკრულებაში.

PIU შედგება პროექტის უწყების კვალიფიცირებული თანამშრომლებით და ექნება ადეკვატური რესურსები. მას დახმარებას გაუწევს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კონსულტანტი რომელიც დაფინანსდება EIB-ის და EU-ის მიერ. ეს კონსულტანტი დაეხმარება PIU-ს შესყიდვების ყველა ეტაპზე. კონსულტანტი გაუწევს რეკომენდაციას PIU-ს კონტრაქტის პირობების, ტენდერის პროცედურების და კონტრაქტების სტრუქტურის საკითხებზე რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს თითოეულ კონტრაქტში. კონსულტანტი მონაწილეობას მიიღებს სატენდერო დოკუმენტების მომზადებაში კომერციული, კონტრაქტუალური და ტექნიკური წარმომადგენლის სახით EIB-ის მოთხოვნების შესაბამისად. კონსულტანტი დაეხმარება PIU-ს შერჩევის პროცესში კონტრაქტის გაფორმებამდე.

ასევე, PIU-ს დაეხმარება ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი პროექტის მართვის და ფინანსურ საკითხებში.

სამინისტრო უზრუნველყოფს პროექტის უწყებას ეფექტური შიდა კონტროლის სისტემით მართვისა და ოპერაციების საკითხებში, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობების გადანაწილებას უფლებამოსილ თანამშრომლებსა და აღრიცხვის მწარმოებელ ან ეკვივალენტური ფუნქციების მქონე თანამშრომლებს შორის.

(b) დელეგირება

კომისიამ EIB-ისათვის, რომელიც მდებარეობს ლუქსემბურგში, კონრად ადენაუერის ბულვარი, 98-100, 2950, მოახდინა შემდეგი ამოცანების დელეგირება:

1. შესყიდვების, და კონტრაქტის პროცედურების წინასწარი კონტროლი როგორც ეს აღწერილია 4.3.2-ში.

2. პროექტის ზოგადი ტექნიკური და ფინანსური ზედამხედველობა, მათ შორის, თანხმობის გაცემა პროექტის შუალედურ და საბოლოო ანგარიშზე (ტექნიკურზე და ფინანსურზე).

3. თანხმობის გაცემა გარე აუდიტზე NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის ანგარიშზე, როგორც ეს განსაზღვრულია მუხლ 5.3 (b)-ში.

კომისიასა და EIB-ის შორის ხელი მოეწერება განხორციელების ხელშეკრულებას, რათა დეტალურად გაიწეროს ამოცანების დელეგირება EI-ის მიმართ. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეცემა სამინისტროს ინფორმაციისთვის.

კომისია უფლებას იტოვებს შეცვალოს ზემოაღნიშნული დელეგირებული მხარე ან დელეგირების საგანი დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გარეშე. ამ შემთხვევაში იგი აცნობებს ახალ დელეგირებულ მხარეს ან მიზანს რომელიც დელეგირებული იქნება.

(c) ანგარიშები

პროექტის უწყება წარუდგენს ინფორმაციას კომისიას ნახევარწლიური მონიტორინგის ანგარიშის ასლს, EIB-ისთან შეთანხმებული ფორმის მიხედვით პროექტის დასრულებამდე. ანგარიში უნდა მოიცავდეს ტექნიკურ შეფასებას და ფინანსურ ნაწილს (ევროში), ასევე მიმოხილვის კომპონენტს.

ამასთან, კომისია იტოვებს უფლებას სამინისტროს ან პროექტის უწყებას მოსთხოვოს წარუდგინონ სპეციფიკური ანგარიში.

4.2 პროექტის ბიუჯეტი

პროექტის მთლიანი ღირებულება განისაზღვრება 190 მილიონი ევროთი, საიდანაც 20 მილიონი ევრო დაფინანსდება ევროგაერთიანების ძირითადი ბიუჯეტის გრანტის სახით NIF-ის საშუალებით და 170 მილიონი ევრო დაფინანსდება სესხის სახით EIB-ის მიერ. ასევე, სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას დააფინანსოს პროექტის ის კომპონენტები, რომლებიც არ ითვლება ნებადართულ ხარჯებად EU-ის და EIB-ის მხრიდან (დღგ, მიწის შესყიდვა და ა.შ.).

პროექტის სავარაუდო განწერა შემდეგია:

პროექტის კომპონენტები

ხარჯები
, რომელიც ფინანსდება EU-
ის დაEIB-ის მიერ (ევროში)

1. სამუშოები, მოწყობილობა და მარაგები *

178,000,000

2. მომსახურების კონტრაქტები (ტექნ. ეკ. შესწავლა, დიზაინი, ტექნიკური დახმარება, PIU, სამუშაოების ზედამხედველობა) *

12,000,000

პროექტის მთლიანი ხარჯები

190,000,000

* ეკონომიის შემთხვევაში თანხების გადატანა ერთი კომპონენტიდან მეორეში

შესაძლებელია
EIB-ის თანხმობით
.

ზემოაღნიშნული სავარაუდო განწერა წარმოდგენილია ინფორმ
აციისთვის. ღირებულებები განისაზღვრა
EIB-ის მიერ იმ ინფორმაციით რომელიც ხელმისაწვდომი იყო
EIB-ისათვის პროექტის შეფასების გაკეთების დროს.

კომპონენტების თანხები შეიძლება შეიცვალოს
EIB-ისთან კონსულტაციის საფუძველზე
, შესყიდვი
ს პროცედურების დასრულების შემდეგ
, რეალური სამუშაოების განხორციელების მიხედვით
, იმის გა
თვალისწინებით რომ გრანტის და სესხის თანაფარდობა შენარჩუნებული იქნება.

თანხები
ს, რომელიც მოცემულია ამ განწერაში
, არის სავარაუდო და არ შეიცავს აგდასახადებს. თუ კომპონენტის ღირებულება იქნება ნაკლები, დარჩენილი თანხა გადანაწილდება სხვა კომპონენტში
, რომელიც ფინანსდება
NIF-ის მიერ და აღნიშნულია მუხლ 2.3-ში
EIB-ის თანხმობის შემთხვევაში.

თუ მთლიანი ღირებულება გაიზრდება ნებისმიერი მიზეზით, სამინისტრო უზრუნველყოფს რომ პროექტის დასრულებისათვის დამატებითი საფინანსო რესურსი იქნება უზრუნველყოფილი.

საოპერაციო ხარჯები (ხელფასები, მოწყობილობა და ა.შ.) NIF გრანტიდან და EIB-ის სესხიდან არ დაფინანსდება.

4.3 პროექტის ბიუჯეტის მობილიზება

4.3.1 დეცენტრალიზაციის დონე

პროექტი განხორციელდება ნაწილობრივი დეცენტრალიზაციის ფორმით EIB-ისათვის წინასწარი და ფაქტობრივი კონტროლის დელეგირებით.

4.3.2 შესყიდვის პროცედურები

დაფინანსების ხელშეკრულების სპეციალური პირობების მუხლი 8.1-ის შესაბამისად, ყველა კონტრაქტი
, რომელიც ითვალისწინებს NIF-ის მიერ დაფინანსებული კომპონენტების განხორციელებას, გაფორმდება პროექტის უწყებასა და/ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კომპანიებს შორის EIB-ის შესყიდვების წესების შესაბამისად, რომელიც პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

EIB განახორციელებს როგორც NIF-ის მიერ დაფინანსებული კომპონენტების შესყიდვის პროცედურების მონიტორინგს და მიმოხილვას მისი შესყიდვების წესების შესაბამისად, ასევე EIB-ის მიერ დაფინანსებული საქონლის, მომსახურების და/ან სამუშოების შესყიდვების პროცედურების მონიტორინგს.

როგორც კი დასრულდება შესყიდვის შეფასების ეტაპი, პროექტის უწყება EIB-ის წარუდგენს ანგარიშს, რომელიც მოიცავს ტენდერის შედეგებს და რეკომენდაციებს შესაბამის კომპონენტზე კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ასეთი ანგარიშის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, EIB მისცემს თანხმობას პროექტის უწყებას კონტრაქტის გაფორმებაზე.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ინფორმაცია ექვემდებარება პროექტის უწყების ვებგვერდზე და ევროგაერთიანების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებას როგორც ეს აღნიშ
ნულია ზოგადი პირობების მუხლ 11-ში.

4.3.3 ფინანსური პირობები

NIF-ის გრანტი 20,000,000 ჩამოირიცხება შემდეგნაირად:

(a) პირველი გადახდა კომისიისგან

კომისია გადარიცხავს NIF-ის სრულ თანხას (20,000,000 ევრო) ორ თანამდევ ტრანშად სამინისტროს NIF გრანტის ანგარიშზე (შემდგომში “NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიში”). სპეციალური non-interest-bearing ანგარიში გახსნილი იქნება საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელზეც მისი მართვისათვის არ გადაიხდება რაიმე სახის მოსაკრებელი. ეს ანგარიში იქნება ორმაგი ხელმოწერის ანგარიში. EIB ასევე ჩამორიცხავს სესხს რამდენიმე ტრანშად NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშზე, სადაც EU-ის, და EIB-ის რესურსები გაერთიანდება.

პირველი გადახდა 10,000,000 ევროს ოდენობით გადახდილი იქნება კომისიის მიერ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშზე მას შემდეგ, რაც შესრულდება შემდეგი პირობები:

1. დაფინანსების ხელშეკრულება ხელმოწერილია და ძალაშია.

2. სასესხო ხელშეკრულება EIB-სთან ხელმოწერილია და ძალაშია და ასეთი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში თანხები ხელმისაწვდომია ჩამორიცხვისათვის.

3. კომისიამ მიიღო სამინისტროდან ჩამორიცხვის მოთხოვნა.

(b) მეორე გადახდა კომისიისგან

მეორე გადახდა 10,000,000 ევროს ოდენობით გადახდილი იქნება კომისიის მიერ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშზე შემდეგი პროცედურების შესაბამისად:

● დამოუკიდებელი გარე აუდიტორის მიერ, რომელიც დაქირავებულ იქნა პროექტის უწყების მიერ ამ ხელშეკრულების 5.3 (b) ნაწილის შესაბამისად, დადასტურებული იქნება, რომ პროექტის უწყების მიერ რეალურად გადახდილ იქნა ხარჯები (გადასახადების და მოსაკრებლების გარეშე) NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშიდან რეალურად გადახდილი თანხები შეადგენს არანაკლებ 58,350,000[2]

ევროს.

● გარე აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, EIB დაუდასტურებს EU-ს დელეგაციას რომ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშიდან თანხების გადახდებმა მიაღწია ზემოთ მოთხოვნილ დონეს და რომ დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა სათანადო პირობა შემდგომი ჩამორიცხვისთვის შესრულებულია.

● EIB-ის ზემოაღნიშნულ დასტურთან ერთად სამინისტროს მიერ ჩამორიცხვის მოთხოვნის მიღებისთანავე, კომისია ჩამორიცხავს მეორე თანამდევ თანხას NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშზე. გადახდის შესახებ ეცნობება სამინისტროს, პროექტის უწყებას და EIB-ს.

(c) გადახდები კონტრაქტორების მიმართ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშიდან

ყველა ინვოისი, დაკავშრებული NIF-ის კომპონენტის განხორციელების დანახარჯებთან, გადახდილი იქნება პროექტის უწყების მიერ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშიდან, ყოველი გადახდა უნდა მოხდეს კონტრაქტორის მიერ პროექტის უწყებისათვის მათ შორის არსებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად წარდგენილი ინვოისის საფუძველზე.

თანხები NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშიდან გამოყენებული იქნება მხოლოდ პროექტის განხორციელებისათვის, კერძოდ, იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღწერილია EIB-ს ნებადართულ ხარჯებში დაფინანსების ხელშეკრულების ტექნიკურ აღწერილობაში (გადასახადების გარეშე) და მხოლოდ იმ ინვოისების მიხედვით, რომლებიც კონტრაქტების ფარგლებში იქნება წარდგენილი და EIB-ისათვის დამაკმაყოფილებელი პირობებით რომლებიც უკავშირდება შესყიდვების წესებს.

166,667,000 ევრომდე ოდენობის თანხები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გადახდილი იქნება კონტრაქტორებისათვის, დაიხარჯება თანაბარპროპორციულობის საფუძველზე EIB-ის და EU-ის რესურსებიდან შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში შემდეგი პროცენტული განაწილებით: 88% EIB-ის რესურსებიდან, და12% EU-ის რესურსებიდან. 166,667,000 ევროს ზემოთ დარჩენილი თანხა გადახდილი იქნება EIB-ის სესხის თანხებიდან.

(d) მიერ
NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშის დახურვა

პროექტის ფიზიკურად დასრულებისას, პროექტის უწყება დაიქირავებს მიერ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშის აუდიტს ამ ხელშეკრულების 5.3(b) ნაწილის შესაბამისად.

აუდიტის საფუძველზე, EIB აცნობებს პროექტის უწყებას, სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და კომისიას, პროექტის საბოლოო ღირებულებას, რომელიც ნებადართულ ხარჯად ითვლება NIF-ისათვის. EIB დაადასტურებს, რომ პროექტი დასრულდა, როგორც ეს იყო დაგეგმილი და გადასცემს კომისიას პროექტის დასრულების ანგარიშის ასლს, მის დადებით დასკვნასთან ერთად.

მიერ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშზე ნარჩენი თანხის არსებობის შემთხვევაში, და აუდიტის შედეგად დაფიქსირებული სხვა რომელიმე ნებადართული ხარჯის არსებობის შემთხვევაში, ეს თანხები დაუბრუნდება კომისიას პროპორციულად.

NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიში დაიხურება აღნიშნულის შემდეგ.

თუ პროექტი არ დასრულდება წარმატებულად, ან EIB-ის სესხი არ იქნება დახარჯული ან გაუქმდება, ან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება ვერ შესრულდა, კომისია იტოვებს გადაფასების უფლებას, თუ NIF-ის გრანტი იქნება სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებული და შესაბამისად დაბრუნებული კომისიისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თანხები მოთხოვნის შემთხვევაში არ იქნება ანაზღაურებული, კომისიას შეუძლია მიმართოს ფინანსური კორექცირების მექანიზმს, კერძოდ, თანხების ჩათვლის გზით გადატანას.

5.
მონიტორინგი, შეფასება და აუდიტი

პროექტის მეთვალყურეობის, შეფასების და აუდიტის პროცედურები განხორციელდება EIB-ის კონტროლის ქვეშ.

კომისიასა და EIB-ის შორის გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს დელეგირებული კონტროლის პირობებს. ამასთან, კომისია იტოვებს უფლებას, რომ სრულად განახორციელოს პროექტის მონიტორინგი, აუდიტი და შეფასება მისი საკუთარი ინიციატივით და მისი ბიუჯეტის ხარჯზე.

5.1 მონიტორინგი

(a)   ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგი იქნება უწყვეტი პროცესი როგორც პროექტის უწყების პასუხისმგებლობის ნაწილი. ამ მიზნით, პროექტის უწყება უზრუნველყოფს მუდმივ შიდა, ტექნიკურ და ფინანსურ მონიტორინგის სისტემას პროექტზე, რომელიც შეიმუშავებს პროგრეს-ანგარიშებს.

(b)   EIB უზრუნველყოფს წლიური მონიტორინგის მისიებს, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდის კომისიას წინასწარ, თუ მათაც ექნებათ მისიებში მონაწილეობის სურვილი. EIB კომისიას გაუზიარებს მონიტორინგის შედეგებს

(c) დამატებით, და EIB-ისთან ერთობლივად, საჭროებისამებრ, კომისიის მიერ პირდაპირ დაქირავებულ დამოუკიდებელ კონსულტანტს შეუძლია განახორციელოს გარე მონიტორინგი შედეგზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემით (ROM), რომელიც დაიწყება პროექტის დაწყების მეექვსე თვიდან და დასრულდება ოპერაციების დასრულებამდე 6 თვით ადრე.

(d)  კომისია იტოვებს უფლებას სამინისტროს ან პროექტის უწყებას მოთხოვოს სპეციფიკური ანგარიშის წარდგენა.

5.2 შეფასება

a) შეფასება დელეგირებული იქნება მისი პროცედურების შესაბამისად, რომელიც მოიცავს სამინისტროს წლიურ მონტორინგს პროექტის განხორციელების დასრულებამდე.

b) ამასთან, დამოუკიდებელ კონსულტანტს, რომელიც დაქირავებულია კომისიის მიერ სპეციფიკურად განსაზღვრული პირობებით, შეუძლია უზრუნველყოს გარე შეფასება (კერძოდ, NIF-ის გლობალური ჩარჩო-შეფასების ფარგლებში).

5.3 აუდიტი და შიდა კონტროლი

(a) პროექტის უწყება უზრუნველყოფს ოპერაციების და უფლებამოსილი პირების და ფინანსური აღრიცხვის ან მისი ეkვივალენტური ფუნქციების გადანაწილების შიდა კონტროლის სისტემას.

(b)   ფინანსური მდგომარეობის დამოწმებული ანგარიში, რომელიც მოთხოვნილია მეორე გადახდისათვის, ასევე NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშის ფინანსური აუდიტის ანგარიში განხორციელდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ. აუდიტორი შეიძლება იყოს სამინისტროს მიერ სხვა საერთაშორისო დონორების პროექტების ფარგლებში დაქირავებული. იმისათვის, რომ დამოწმდეს ფინანსური ანგარიში, აუდიტორი შეამოწმებს NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშს. ამასთან, ნებისმიერი ასეთი ხარჯი იქნება EIB-ის მიერ წინასწარი თანხმობის საგანი. ისევე როგორც NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიში დან განხორციელებული ყველა ხარჯი. ნებისმიერი დამოწმება, ანგარიში, წერილი ან სხვა კომუნიკაციის საშუალება გაცემული დამოუკიდებელი გარე აუდიტორის მიერ პროექტის NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იქნეს პროექტის უწყების მიერ EIB-სათვის. EIB გადაუგზავნის კომისიას აღნიშნულ ანგარიშს, წერილს, დამოწმებას თუ სხვა კომუნიკაციის საშუალებას, რომელიც გაცემულია გარე აუდიტორის მიერ NIF-საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ანგარიშთან მიმართებაში.

5.4 ინფორმაცია და კონსულტაცია

a) სამინისტრო, პროექტის უწყება და EIB და კომისია გაანალიზებენ შეფასების დასკვნებს და რეკომენდაციებს და ერთობლივად გადაწყვეტენ შემდგომი მოქმედების გეგმებს,  რომლებიც უნდა იქნეს მიღებული და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ სათანადო ცვლილებებს. კომისიის მონიტორინგის მისიის შეფასების ანგარიშები გადაცემული იქნება სამინისტროსთვის და პროექტის უწყებისთვის, რათა გათვალისწინებულ იქნეს რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ასეთი მისიების შედეგად.

b) კომისია აცნობებს სამინისტროს ერთი თვით ადრე მოსალოდნელი მისიის შესახებ. სამინისტრო ითანამშრომლებს ეფექტურად მონიტორინგის და შეფასების ექსპერტებთან, მათ შორის, მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტაციას, ისევე როგორც უზრუნველყოფს პროექტის და მისი კომპონენტების ადგილზე დაშვების შესაძლებლობას.

6. COMMUNICATION AND VISIBILITY

სამინისტრო და პროექტის უწყება უზრუნველყოფს ევროგაერთიანების გრანტის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და როგორც მინიმუმ მედიის ეკვივალენტი კომუნიკაციის საშუალებით უზუნველყოფს სხვა დონორების ინფორმირებულობას „საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის“ შესახებ (მაგ., ევროგაერთიანების ლოგი განთავსებული იქნება საჯარო შეტყობინებაზე, რომელიც გადასცემს ინფორმაციას პროექტის ფარგლებში ინვესტიციების შესახებ, როცა ეს შესაძლებელი იქნება ბილბორდებზე განთავსდება ევროგაერთიანების ლოგო და აღნიშვნა NIF გრანტის შესახებ მაგისტრალის ადგილას მშენებლობის/რეაბილიტაციის პერიოდში და შემდგომში). საჭიროების შემთხვევაში, პროცედურები და წესები, ხელმისაწვდომია EuropeAid[3]

-ის ვებგვერდზე.

კომისია და EIB მიწვეულნი იქნებიან პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაზე პროექტის გახსნის ცერემონიის ჩათვლით.

დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი I - ზოგადი პირობები - ბიუჯეტი

დანართი I. ზოგადი პირობები

თავი I. პროექტის/პროგრამის დაფინანსე