6.1. როდესაც ბენეფიციარი აკეთებს მესამე მხარისათვის გადახდებს, პროგრამის ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს შედგენილი და წინასწარ მიღებული.
6.2. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა არის დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია პროგრამის განსახორციელებელი ღონისძიებები და საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსები, შესაბამისი ბიუჯეტი და განსახორციელებელი ტექნიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებების დეტალები პროექტის/პროგრამის განსაზღვრული ვადით დეცენტრალიზებული შესრულების პირდაპირ შრომითი ან/და სახელმწიფო შესყიდვებისათვის ან/და ნებართვების მინიჭების საშუალებით.
6.3. ფინანსური ხელშეკრულების განხორციელების ყველა პროგრამის ხარჯთაღრიცხვისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კომისიის მიერ მიღებული პროცედურები და სტანდარტული დოკუმენტები, რომელიც ძალაშია პროგრამის ხარჯთაღრიცხვის მიღების დრო