11.1.ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს სპეციალურ და ადვილად ხელმისაწვდომ ინტერნეტსაიტზე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსებული თითოეული ხელშეკრულებისსახელწოდება, სახელი და მოქალაქეობა გრანტის ბენეფიციარის ან ტენდერში წარმატებული მონაწილე, ისევე როგორც შესაბამისი საგრანტო ან საკონტრაქტო თანხის ოდენობა.
11.2. თუ ასეთი ინტერნეტგამოქვეყნება არ არის შესაძლებელი, ინფორმაცია ქვეყნდება ნებისმიერი სხვა შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის, ბენეფიციარის ოფიციალურ ჟურნალში. განთავსება უნდა მოხდეს ბენეფიციარის მიერ კონტრაქტის და უფლების გადაცემის წლის დახურვიდან შემდეგი წლის პირველ ნახევარში.ბენეფიციარი აცნობებს კომისიას გამოცემის ადგილის მისამართს და ამ გამოყოფილი მისამართიდან უნდა მოხდეს მითითება კომისიის ინტერნეტ საიტზე. თუ ინფორმაცია გამოქვეყნებული სხვაგვარად, ბენეფიციარი კომისიას მისცემს ინფორმაციის სრული გამოყენების საშუალებას.