14.1. ბენეფიციარის სახელმწიფო იღებს სრულ უფლებას პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი უცხოური ვალუტის შემოტანის ან შეძენის თაობაზე. იგი ასევე თავის თავზე იღებს გამოიყენოს უცხოური ვალუტის გადაცვლის ეროვნული წესები, არა-დისკრიმინაციული წესით ამ ზოგადი დებულებების მე-10 მუხლით გათვალისწინებული კონტრაქტორების მიმართ.

14.2. როდესაც შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, ისინიც აგრეთვე გამოყენებულ იქნებ