13.1. ბენეფიციარმა კავშირის მიერ დაფინანსებული შესყიდვების კონტრაქტების და გრანტების მიმართ უნდა გამოიყენოს ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო და საბაჟო რეჟიმი, რომელსაც იგი იყენებს იმ სახელმწიფოების ან საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც იგი თანამშრომლობს.

13.2. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ჩარჩო-ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, უნდა იქნეს გამოყენებული ის დებულებები