14.1. ბენეფიციარის სახელმწიფო იღებს სრულ უფლებას პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი უცხოური ვალუტის შემოტანის ან შეძენის თაობაზე. იგი ასევე თავის თავზე იღებს გამოიყენოს უცხოური ვალუტის გადაცვლის ეროვნული წესები, არადისკრიმინაციული წესით ამ ზოგადი დებულებების მე-10 მუხლით გათვალისწინებული კონტრაქტორების მიმართ.
14.2. როდესაც შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულება ან მიმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს უფრო დეტალურ დებულებებს, ისინიც აგრეთვე გამოყენებულ იქნება