19.1. ბენეფიციარმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო ქმედება და თაღლითობა და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სისხლის- სამართლებრივი ძიება, რათა ანაზღაურებულ იქნეს არასწორად გადახდილი თანხები.
19.2 „უკანონო ქმედება“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, განმახორციელებელი კონტრაქტების ან კავშირის კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია რომელიმე ეკონომიკური ოპერატორის ქმედებით ან უმოქმედობით, და აყენებს ან მიაყენებს ზაინს ევროპის კომისიის ძირითად ბიუჯეტს ან მათ მიერ განკარგულ ბიუჯეტს, საკუთარი რესურსების ან შემოსავლის მოკლებით ან მისი დაკარგვით, რომელიც მოპოვებულია პირდაპირ ევროპის კომისიის სახელით, ან დაუსაბუთებელი გასავლის მუხლით.
„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთაშორისო მოქმედებას ან უმოქმედობას:
– წარდგენა ტყუილი ინფორმაციის, არასწორი ან არასრული განცხადებებისა ან დოკუმენტების, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის კომისიის ბიუჯეტიდან ან მათ მიერ ან მათი სახელით განკარგული ბიუჯეტებიდან ფინანსური სახსრების არასწორ დაკავებას.
– იმავე მიზნის მისაღწევად სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ინფორმაციის დაფარვა.
– ამგვარი ფინანსური სახსრების არასწორი გამოყენება განსხვავებული მიზნებისათვის.
ბენეფიციარმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც ბადებს უკანონო ქმედების ან თაღლითობის ეჭვს.
19.3. ბენეფიციარი დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას ნებისმიერი საფუძველის შესახებ, რომელიც აღძრავს არასწორ შეწყვეტას ან თაღლითობას და აღნიშნულთან მიმართებაში ნებისმიერს ღონისძიებას.
19.4. ბენეფიციარი დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიას ეკონომიკური ოპერატორის სახელს ვინც იყო სასამართლო გადაწყვეტილების საგანი თაღლითობისთვის, კორუფციასათვის, მონაწილეობს დანაშაულებრივ ორგანიზაციაში ან სხვა უკანონო საქმიანობაში, რომელიც საზიანოა ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისათვის.
19.5. ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, რათა გამოასწოროს აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერი გამოვლინება, გრანტის გაცემის ან კონტრაქტის დადების ან შესაბამისი კონტრაქტების შესრულების ნებისმიერ სტადიაზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ განზრახ ქმედებას, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის სარგებელს, მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ ან იღებს ამგვარი სარგებლის პირობას, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისდ ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის კავშირის ფინანსურ ინტერესებს. „აქტიური კორუფცია“ ნიშნავს განზრახ ქმედებას ჩადენილს ნებისმიერი პირის მიერ, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით პირდება ან ანიჭებს თანამდებობის პირს სარგებელს მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის კავშირის ფინანსურ ინტერესებს
მუხლი 19. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
თავი IV — ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. საგადასახადო და საბაჟო დებულებები
- მუხლი 14. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
- მუხლი 15. კვლევების მონაცემების გამოყენება
- მუხლი 16. კონტრაქტებიდან დაბრუნებული თანხების განაწილება
- მუხლი 17. კონტრაქტებიდან წარმოშობილი ფინანსური პრეტენზიები
- მუხლი 18. საჯაროობა
- მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 21. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის
- მუხლი 22. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
- მუხლი 23. დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება
- მუხლი 24. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 19, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-19/