23.1. დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:
- კომისიამ შეიძლება შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
- კომისიამ შეიძლება შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
- დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება შეჩერდეს ფორსმაჟორის შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. „ფორსმაჟორი“ – რაც ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და განსაკუთრებულ შემთხვევას ან შემთხვევას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერ მათგანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, რაც მათი მხრიდან არ არის გამოწვეული შეცდომით ან დაუდევრობით (ან მათი კონტრაქტორების, წარმომადგენლების და თანამშრომლების მხრიდან) მათი მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. მოწყობილობებისა და საქონლის ნაკლი ან მათი ხელმისაწვდომობის დაგვიანება, შრომითი დავები, გაფიცვები ან ფინანსური სიძნელეები არ შეიძლება ჩაითვალოს ფორსმაჟორად. მხარეს არ შეიძლება ჩაეთვალოს ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ იგი გამოწვეულია ფორსმაჟორის გამო. მხარემ, რომელიც ფორსმაჟორის წინაშეა, დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარეს პრობლების შესახებ, სავარაუდო ხანგრძლივობა და ყველა ზომა უნდა იხმაროს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ზიანი.
23.2. შეჩერების გადაწყვეტილებაზე წინასწარი შეტყობინება არ გაიცემა.
23.3. როგორც პრევენციული ღონისძიება, ამ ზოგადი პირობების 7 (1) მუხლში აღნიშნული გადახდები უნდა შეჩერდეს.
23.4. შეჩერების შესახებ შეტყობინებისას ასახული უნდა იყოს მიმდინარე კონტრაქტებისა ან დასადები კონტრაქტების და პროგრამების შეფასების შესახებ.
23.5. დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება არ აყენებს ზიანს კომისიის მიერ გადახდების შეჩერებას ევროკავშირის ეფექტური ფინანსური მართვის ან ფინანსური ინტერესების დაცვისათვის
მუხლი 23. დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება
თავი IV — ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. კონტრაქტებიდან წარმოშობილი ფინანსური პრეტენზიები
- მუხლი 18. საჯაროობა
- მუხლი 19. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 21. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის
- მუხლი 22. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
- მუხლი 24. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 25. დავების გადაწყვეტის ღონისძიებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 23, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-23/