20.1. ბენეფიციარი თანხმობას გამოთქვამს კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წინაშე, რათა მათ მიერ ჩატარებულ იქნეს დოკუმენტალური და ადგილზე კონტროლი, დაფინანსების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური სახსრების გამოყენებაზე (მათ შორის, კონტრაქტების დადებისა და გრანტის მინიჭების პროცედურები) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და საბოლოო ანგარიშსწორებიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩატარდეს სრული აუდიტი დამხმარე საბუღალტრო დოკუმენტებზე, საბუღალტრო დოკუმენტებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან.
20.2. ბენეფიციარი ასევე თანახმაა, რომ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებისაგან ევროპული კავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ კავშირის კანონის შესაბამისად, ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს ჰქონდეს ადგილზე კონტროლის ჩატარებისა და შემოწმების უფლებამოსილება.
20.3. ამ მიზნით, ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, კომისიის შესაბამის თანამდებობის პირებისათვის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსათვის და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოს იმ ადგილებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სადაც დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, მათი კომპიუტერული სისტემები, ნებისმიერი დოკუმენტები და კომპიუტერული ინფორმაცია ამ ღონისძიებათა ტექნიკური და ფინანსური მართვის შესახებ. ასევე მიმართოს ყველა შესაბამის ზომას, რომ გააადვილოს მათი მუშაობა. ევროპის კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლების შესვლა უნდა მოხდეს მესამე პირებთან მიმართებით მკაცრად კონფიდენციალურად, კერძო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეულახავად. დოკუმენტები ხელმისაწვდომი და შევსებული უნდა იქნეს ისეთი მარტივი გზით, რომ იძლეოდეს ადვილად შემოწმების საშუალებას, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს კომისიას, ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ზუსტი მისამართი, სადაც ინახება დოკუმენტები.
20.4. ზემოაღნიშნული კონტროლი და აუდიტი ასევე გამოიყენება კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების მიმართაც, რომლებმაც მიიღეს კავშირის ფინანსები.
20.5. ბენეფიციარს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადგილზე კონტროლის მივლინების შესახებ
მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
თავი IV — ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა შვიდი წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდოტორთა სასამართლო მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
- მუხლი 15. კვლევების მონაცემების გამოყენება
- მუხლი 16. კონტრაქტებიდან დაბრუნებული თანხების განაწილება
- მუხლი 17. კონტრაქტებიდან წარმოშობილი ფინანსური პრეტენზიები
- მუხლი 18. საჯაროობა
- მუხლი 19. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 21. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის
- მუხლი 22. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
- მუხლი 23. დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება
- მუხლი 24. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 25. დავების გადაწყვეტის ღონისძიებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 20, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-20/