15.1 ბენეფიციარი თანხმობას გამოთქვამს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წინაშე, რათა მათ მიერ ჩატარებულ იქნეს დეკუმენტალური და ადგილზე კონტროლი, დაფინანსების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური სახსრების გამოყენებაზე (მათ შორის კონტრაქტების დადებისა და გრანტის მინიჭების პროცედურები) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და საბოლოო ანგარიშსწორებიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩატარდეს სრული აუდიტი დამხმარე საბუღალტრო დოკუმენტებზე, საბუღალტრო დოკუმენტებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან.
15.2 ბენეფიციარი ასევე თანახმაა, რომ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებისაგან ევროპული ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონის შესაბამისად ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს ჰქონდეს ადგილზე კონტროლის ჩატარებისა და შემოწმების უფლებამოსილება.
15.3 ამ მიზნით ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსათვის და მათ უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოს იმ ადგილებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სადაც დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის მათი კომპიუტერული სისტემები, ნებისმიერი დოკუმენტები და კომპიუტერული ინფორმაცია ამ ღონისძიებათა ტექნიკური და ფინანსური მართვის შესახებ. ასევე მიმართოს ყველა შესაბამის ზომას, რომ გააადვილოს მათი მუშაობა. ევროპის კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლების შესვლა უნდა მოხდეს მესამე პირებთან მიმართებით მკაცრად კონფიდენციალურად, კერძო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეულახავად. დოკუმენტები ხელმისაწვდომი და შევსებული უნდა იქნეს ისეთი მარტივი გზით, რომ იძლეოდეს ადვილად შემოწმების საშუალებას, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს კომისიას, ევროპის ანტიკორუფციულ სამსახურს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ზუსტი მისამართი სადაც ინახება დოკუმენტები.
15.4 ზემოაღნიშნული კონტროლი და აუდიტი ასევე გამოიყენება კონტრაქტორების და სუბკონტრაქტორების მიმართაც, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის ფინანსები.
15.5 ბენეფიციარს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადგილზე კონტროლისათვის მივლინების შესახებ