15.1. ბენეფიციარი თანხმობას გამოთქვამს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წინაშე, რათა მათ მიერ ჩატარებულ იქნას დეკუმენტალური და ადგილზე კონტროლი, დაფინანსების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური სახსრების გამოყენებაზე (მათ შორის კონტრაქტების დადებისა და გრანტის მინიჭების პროცედურები) და საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და საბოლოო ანგარიშსწორებიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩატარდეს სრული აუდიტი დამხმარე საბუღალტრო დოკუმენტებზე, საბუღალტრო დოკუმენტებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის/პროგრამის დაფინანსებასთან.
15.2. ბენეფიციარი ასევე თანახმაა, რომ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებისაგან ევროპული ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონის შესაბამისდ ევროპის ანტიკორუფციული სამსახურს ჰქონდეს ადგილზე კონტროლის ჩატარებისა და შემოწმების უფლებამოსილება.
15.3. ამ მიზნით ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, კომისიის შესაბამის თანამდებობის პირებისათვის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისათვის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოსათვის და მათ უფლებამოსილი წარმომადგენლებისათვის უზრუნველყოს იმ ადგილებისა და დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, სადაც დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის მათი კომპიუტერული სისტემები, ნებისმიერი დოკუმენტები და კომპიუტერული ინფორმაცია ამ ღონისძიებათა ტექნიკური და ფინანსური მართვის შესახებ. ასევე მიმართოს ყველა შესაბამის ზომას, რომ გააადვილოს მათი მუშაობა. ევროპის კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს უფლებამოსილი წარმომადგენლების შესვლა უნდა მოხდეს მესამე პირებთან მიმართებით მკაცრად კონფიდენციალურად, კერძო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შეულახავად. დოკუმენტები ხელმისაწვდომი და შევსებულ უნდა იქნეს ისეთი მარტივი გზით, რომ იძლეოდეს ადვილად შემოწმების საშუალებას, ბენეფიციარი ვალდებულია აცნობოს კომისიას, ევროპის ანტი-კორუფციულ სამსახურს და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ზუსტი მისამართი სადაც ინახება დოკუმენტები.
15.4. ზემოაღნიშნული კონტროლი და აუდიტი ასევე გამოიყენება კონტრაქტორების და სუბკონტრაქტირების მიმართაც, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის ფინანსები.
15.5. ბენეფიციარს კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა უნდა აცნობოს ადგილზე კონტრლისათვის მივლინების შესახებ
ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II · რედაქცია 24.01.2011
მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდოტორთა სასამართლო მიერ
თავი IV — ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა შვიდი წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდოტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. საგადასახადო და საბაჟო დებულებები
- მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
- მუხლი 11. კვლევების მონაცემების გამოყენება
- მუხლი 12. კონტრაქტების ფარგლებში ამოღებული თანხების გამოყოფა
- მუხლი 13. ხელმისაწვდომობა
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის
- მუხლი 17. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
- მუხლი 18. დაფინანსების ხელშეკრულების დროებით შეჩერება
- მუხლი 19. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 20. დავების გადაწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II“, მუხლი 15, №0, 24.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257520/muxli-15/