18.1. დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:
- კომისიამ შეიძლება დროებით შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
- კომისიამ შეიძლება დროებით შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიულ პრინციპების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
- დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს ფორს მაჟორის შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. „ფორსმაჟორი“ რაც ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და განსაკუთრებულ შემთხვევას ან შემთხვევას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს, რომელიც ხელს უშლის ნებიემიერ მათგანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, რაც მათი მხრიდან არ არის გამოწვეული შეცდომით ან დაუდევრობით. (ან მათი კონტრაქტორების, წარმომადგენლების და თანამშრომლების მხრიდან) მათი მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. მოწყობილობებისა და საქონლის ნაკლი ან მათი ხელმისაწვდომობის დაგვიანება, შრომითი დავები, გაფიცვები ან ფინანსური სიძნელეები არ შეიძლება ჩაითვალოს „ფორსმაჟორად“. მხარეს არ შეიძლება ჩაეთვალოს ვალდებულების შეუსრულებლობა თუ იგი გამოწვეულია ფორსმაჟორის გამო. მხარემ რომელიც ფორსმაჟორის წინაშეა დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარეს, პრობლების შესახებ, სავარაუდო ხანგრძლივობა და ყველა ზომა უნდა იხმაროს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ზიანი
ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II · რედაქცია 24.01.2011
მუხლი 18. დაფინანსების ხელშეკრულების დროებით შეჩერება
თავი IV — ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. კონტრაქტების ფარგლებში ამოღებული თანხების გამოყოფა
- მუხლი 13. ხელმისაწვდომობა
- მუხლი 14. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდოტორთა სასამართლო მიერ
- მუხლი 16. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის
- მუხლი 17. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
- მუხლი 19. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 20. დავების გადაწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ხელშეკრულება - საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის - საქართველოში სახელწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა-ფაზა II“, მუხლი 18, №0, 24.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1257520/muxli-18/