20.1. დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციებს შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.
20.2. ასეთ შემთხვევაში, თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.
20.3 იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.
20.4 ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.
დაფინანსების ხელშეკრულების დანართი II
ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები
ბენიფიცარი
საქართველო
მომთხოვnი უწყება
საბიუჯეტო ხაზი
19.080103
სათაური
საქართველოში სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა, ფაზა II
საერთო რაოდენობა
11 მილიონი ევრო
დახმარების ტიპი/მართვის სახეობა
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა:
სექტორული ბიუჯეტის მხარდაჭერა (ცენტრალიზებული მენეჯმენტი) ;
პროექტის სახეობა (ცენტრალიზებული ტექნიკური დახმარების კომპონენტი)
code dac
15111
სექტორი
სახელმწიფო ფინანსების მართვა
1. მონაწილეობა
1.1. მიზანი
მთავრობის საშუალოვადიანი რეფორმის პროგრამა აღწერილია სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის დოკუმენტში სათაურით „საქართველო სიღარიბის გარეშე”, რომელიც დამტკიცებულ იქნა 2010 წლის 2 ივლისს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს მთავრობის ეკონომიკური რეფორმის ისეთ ეტაპებს, როგორიც არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. ეს მიზნები მიიღწევა ლიბერალური ეკონომიკის გატარებით, რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას და შეზღუდულ სახელმწიფო ხარჯებს. პოსტკონფლიქტური სიტუაცია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.
მთავრობა ყოველწლიურად ამზადებს სტრატეგიულ დოკუმენტს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ, რომელიც გამოხატავს საშუალოვადიანი რეფორმის პროგრამას და მის მიზნებს, უზრუნველყოფს საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ გამოთვლებს, რომელიც მოიცავს ფინანსური რესურსების პაკეტს და ფინანსურ განაწილებას და ასევე მოიცავს თითოეული დარგობრივი სამინისტროს ინდივიდუალურ სტრატეგიას. მომზადდა ძირითადი მონაცამები და მიმართულებები 2011 _ 14 წლებისათვის და 2010 წლის ივნისში განსახილველად გადაეცა პარლამენტს. საქართველოს მთავრობის მიმდინარე სტრატეგია უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირს განვითარებასა და სიღარიბის შემცირებას შორის. ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დახმარებისათვის, მაგრამ საკმარისად არ შეესაბამება ღარიბთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროპასთან მიახლოვება დაისახა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მედიის მონაწილებობა ჯერ კიდევ პრობლემად დგას.
2009 წელს, 2007 წლის PEFA-ის მიერ მიღებული მონაცემების შესაბამისად ფინანსთა სამინისტრომ ხელახლა განიხილა სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია და გამოაქვეყნა პოლიტიკის ხედვის ახალი დოკუმენტი 2009-2013, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოს რეფორმების კოორდინაციისათვის და ერთიან ხედვას სახელმწიფო ფინანსების სისტემის გაუმჯობესებისათვის. მიმდინარე პოლიტიკის დოკუმენტი ფოკუსირებას ახდენს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის. ესენია: ბიუჯეტის მომზადება, რესურსების მართვა, შიდა კონტროლი, აღრიცხვა და ანგარიშგება.
სახელმწიფო ფინანსების მართვის სამოქმედო გეგმა 2010 წლისათვის დონორებს წარედგინათ 2010 წლის მარტში. მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად რეფორმა ინტენსიურად გატარდება ბიუჯეტის მომზადების, გადასახადების, შიდა აუდიტისა და ანგარიშგების საკითხებში. მაშინ, როცა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები განმარტებებს არ საჭიროებს, მაინც საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ და დონორებმა შეძლონ განხორციელებული რეფორმის შეფასება.
ამჟამად მთავრობამ წარმოადგინა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც გულისხმობს არსებული საგადასახადო და საბაჟო კოდექსების გაერთიანებას. ამ გაერთიანების მიზანია ახალი და მისაღები საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა.
კონტროლის პალატამ განავითარა თავისი სტრატეგია, რათა განახორციელოს ახალი კანონი, რომელიც დამტკიცებულ იქნა 2009 წლის იანვარში. მომდევნო წლებისათვის იგეგმება შედეგი აქტივობების განხორციელება: აუდიტორთათვის სატრენინგო სისტემის შექმნა; INTOSAI სტანდარტებთან შესაბამისი ყველა სახის აუდიტის მეთოდოლოგიის განვითარება; პარლამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობების/კომუნიკაციის გაუმჯობესება.
2009 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო შესყიდვების კანონში შეტანილი ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რათა განავითაროს ელექტრონული შესყიდვების სისტემა 2010 წლის სექტემბრისათვის. ამ კომპონენტის განხორციელება ჩაანაცვლებს ძველ პროცედურებს და გზას მისცემს გაუმჯობესებულ აუდიტს შესყიდვებზე და გაზრდის მის ანტიკორუფციულ როლს და გამჭვირვალობას. სხვა ღონისძიებები მოიცავს საერთო შესყიდვების ლექსიკონის და ახალი დავების მოგვარების მექანიზმის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.
აღნიშნული სეტქორის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რათა შემდგომში გაძლიერდეს საჯარო სექტორის პასუხისმგებლობა, ეფექტიანობა და გამჭვირვალობა და მისი მთავარი მიზანია გაიზარდოს ეფექტური მართვა და სიღარიბის დაძლევა. სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის მთავარი რეფორმის განხორციელება დაწყებული ბიუჯეტის დაგეგმვით, აღსრულებით, მონიტორინგით, ასევე შიდა და გარე აუდიტით და სახელმწიფო შესყიდვებით. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და ანგარიშგებას დაგეგმვისა და სახელწიფო ხარჯების ეფექტური და ეფექტიანი გაზრდით.
სახელმწიფო ფინანსების მართვის განმარტება მოიცავს რამდენიმე ასპექტს. სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემა დადებით ეფექტს იქონიებს მმართველობაზე. უკეთესი სისტემა მთავრობას მოუმატებს პასუხისმგებლობას და აღმოფხვრის კორუფციას, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს დადებითად მართვაზე და შესაძლოა ქვეყანაში ადამიანის უფლებებზეც.
1.2 მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები
პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:
1. საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესება, რათა მართოს, კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სისტემას და გაზარდოს კავშირი პოლიტიკასა და პროგრამულ ბიუჯეტს შორის
იმისათვის, რომ შესაბამისად მოხდეს PFM-ის რეფორმის მართვა და კოორდინაცია მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ რეგულარულად მოამზადოს და განაახლოს რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმები. სამოქმედო გეგმები უნდა მოიცავდეს განხორციელების ვადებს და თითოეულ კომპონენტის/აქტივობის ხარჯებზე ინფორმაციას. ეს მომსახურება განავითარებს საგარეო პარტნიორებს, როგორც ძირითადი შესრულების დოკუმენტი, რათა თანმიმდევრულად მიყვნენ მთავრობის რეფორმის გეგმას.
დაგეგმვის გარდა მთავრობამ უნდა განავითაროს რეფორმებისთვის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. PFM-ს სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით PFM-ის შესრულების კვარტალურ ანგარიშგებას მოამზადებს ფინანსთა სამინისტრო (და სხვა შესაბამისი მონაწილეები), და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებისთვის. ახლად შექმნილი PFM კოორდინაციის საბჭო და პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის ფისკალური კომიტეტი იქნება ბაზა დიალოგისა და დებატებისათვის.
2. ბიუჯეტის მომზადების, აღსრულების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესების შემდგომი გაუმჯობესება ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დარგობრივ სამინისტროებში, რომელიც უმთავრესად ფოკუსირებას მოახდენს სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაზე.
შედეგზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პროცესს მართავს ფინანსთა სამინისტრო. დარგობრივი სამინისტროების შესაძლებლობები გაიზრდება რათა მოხდეს პრიორიტეტების, ბიუჯეტის დაგეგმვის და ხარჯების ერთმანეთთან კავშირის გაუმჯობესება.
3. შემოსავლების ფუნქციის გაუმჯობესება
მოსალოდნელია საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ევროგაერთიანების საუკეთესო გამოცდილებასთან დაახლოვება, საბაჟო შემოწმების პროცედურების WTO სტანდარტების გათვალისწინების გზით და ასევე რისკზე დაფუძნებული აუდიტორული სისტემის გამოყენება საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში, საბაჟო და საგადასახადო რეკომენდაციების განხორციელების გზით.
4. სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის თანამედროვე მოსალოდნელი და ფაქტობრივი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შექმნა.
მოსალოდნელია, რომ აუდიტის ფუნქცია სახელმწიფო სექტორში თანმიმდევრულად ჩაანაცვლებს “ინსპექტირებას”. კონტროლის პალატა და ფინანსთა სამინისტროს ახლადშექმნილი ცენტრალური ჰარმონიზაციის ცენტრი იძლევა გარანტიას, რომ აუდიტორული სტანდარტები თანხვედრაში იქნება INTOSAI სტანდარტებთან, რომელიც წარმოდგენილია და გამოიყენება მოსალოდნელი და ფაქტობრივი აუდიტისას. სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერა იძლევა გარანტიას, რომ მთავრობა შესაბამის ფინანსურ რესურსებს გამოიყენებს კვალიფიცირებული აუდიტორების მოსამზადებლად, შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად და ტრენინგების ჩასატარებლად.
5. შესყიდვების სისტემის ევროგაერთიანების საუკეთესო გამოცდილებასთან შემდგომი ჰარმონიზება, რათა გაუმჯობესდეს გამჭვირვალობა და სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და გამოცდილების ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზება. გადაიდგმება ნაბიჯები შესყიდვების პოლიტიკის მართვისა და პროცედურების სახელმძღვანელოს მიღებისა და წარდგენისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება არადისკრიმინაციულ, გამჭვირვალე და თანაბარი მოპყრობის პრინციპებზე. ასევე დამატებით შეიქმნება სამართლიანი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვას.
1.3 ხანგრძლივობა
ხელშეკრულების შესრულების პერიოდია 60 თვე. ხელშეკრულების განხორციელების პერიოდი დაყოფილია ორ ფაზად ზოგადი პირობების 4.1 მუხლის პირობების თანახმად, (აღნიშნული შეთანხმების დანართი I),1. სამოქმედო ფაზა დაიწყება ფინანსური შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე და გაგრძელდება 36 თვე.
2. დასრულების ფაზა 24 თვის ხანგრძლივობით, რომელიც დაიწყება სამოქმედო ფაზეს დასრულებისთანავე.
დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს ხელი მოეწერება დაფინანსების ხელშეკრულების (გარდა აუდიტისა და შეფასებისა) ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში[1]. აღნიშნული ვადა არ გაგრძელდება (დროში მოქმედება).
2. განხორციელება
2.1 განხორციელების მეთოდები, შესყიდვები და გადახდები
პროგრამის ბიუჯეტის მხარდაჭერის კომპონენტის განხორციელება მოხდება ცენტრალიზებული მართვით. პარტნიორი ქვეყანის მთავრობამ უნდა დაადასტუროს, რომ შექმნილია სახაზინო ანგარიში და უნდა მიაწოდოს გადარიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გაცვლით კურსზე ინფორმაციას.
ტექნიკური დახმარების კომპონენტის განხორციელება მოხდება ცენტრალიზებული მართვით. ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები, რომელიც ძალაში შევა პროცედურების დაწყებისთანავე. კონტრაქტში მონაწილეობა თავისუფალი იქნება ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რაც გათვალისწინებულია ENPI-ს რეგულაციებში.
კომისიამ ყველა გადახდა დაფინანსების ხელშეკრულების ზოგადი და განსაკუთრებული პირობების და კომისიის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკომენტების შესაბამისად უნდა განახორციელოს, რომლებიც კონკრეტული პროცედურის დაწყების დროს არის ძალაში.
2.2 ბიუჯეტი და კალენდარი
2.2.1 ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს €11 მილიონს, აქედან €1 მილიონი გამოყოფილი იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, ხოლო დარჩენილი თანხა მიმართული იქნება საბიუჯეტო უზრუნველყოფისათვის ორ თანაბარ ტრანშად, თითოეული €5 მლნ ოდენობით.
ტექნიკური დახმარება ძირითადი სტრატეგისა და ტექნიკური თანამშრომლობის რეკომენდაციების თანახმად გამოყენებული იქნება სხვა დახმარებასთან ერთად, რათა მოხდეს რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი და გადახდასთან დაკავშირებული პირობების შესრულება. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დახმარება გამოყენებულ იქნება ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გასაძლიერებლად, როგორიც არის თანამედროვე მართვისა და პროცედურების სახელმძღვანელოების მომზადება, რომელიც დაეხმარება სტრუქტურის/ფუნქციების ჩამოყალიბებაში, თანამშრომელთა გადამზადებაში და ა.შ.
ინდიკატური ბიუჯეტი
თანხა
EC
სხვა დონორები
მთავრობის სექტორული ბიუჯეტი (საგარეო კონტრიბუციების გარეშე)
ბიუჯეტის მხარდაჭერა
10 მილიონი ევრო
10 მილიონი ევრო
-
-
დამატებითი დახმარება (ტექნიკური თანამშრომლობა)
0.5 მილიონი ევრო
0.5 მილიონი ევრო
-
-
მონიტორინგი, განხილვები, აუდიტი და შეფასება
0.4 მილიონი ევრო
0.4 მილიონი ევრო
-
-
თვალსაჩინოება
0.1 მილიონი ევრო
0.1 მილიონი ევრო
-
-
2.2.2 კალენდარი
€10 მილიონის ოდენობის ბიუჯეტის მხარდაჭერის კომპონენტი ჩამოირიცხება ორ ტრანშად თითოეული €5 მილიონამდე, მთავრობის პოლიტიკის რეფორმის თანახმად. თითოეული ტრანში იქნება ფიქსირებული (ძირითადი თანხის 30%) და ცვალებადი (ძირითადი თანხის 70%) კომპონენტი.
2.3 შესრულების მონიტორინგი და თანხის გადახდის კრიტერიუმები
2.3.1 შერულების მონიტორინგის განხორციელების აღწერა
რეფორმების მართვა ევალება ფინანსთა სამინისტროს PFM-ის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს. საბჭოს თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრი. საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ფინანსთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ მყოფი სსიპ-ების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კონტროლის პალატის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ქვეყნების წარმომადგენლები. დებულების თანახმად, საბჭო შეიკრიბება კვარტალში ერთხელ. შესრულების კვარტალური ანგარიშგება წარმოდგენილი იქნება საბჭოს შეხვედრებზე PFM-ის წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების მაჩვენებლების და ღონისძიებების თანახმად.
PFM-ის რეფორმის სამუშაო ჯგუფი შექმნილია პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტში შედიან პარლამენტის წევრები, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი, კონტროლის პალატა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
PFM-ის რეფორმებში ჩართული საერთაშორისო განვითარების პარტნიორები, როგორც დამკვირვებლები.
საბიუჯეტო ტრანზაქციების აღრიცხვა და ჩანაწერების გაკეთება ფინანსურ მონაცემებზე დაყრდნობით შესრულებული იქნება ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ. მხარჯავი დაწესებულებები ფინანსურ განაცხადებს აწარმოებენ, როგორც ნაღდი, ასევე დარიცხვის პრინციპების გათვალისწინებით. მას შემდეგ, რაც 2004 წელს შეიქმნა ერთიანი სახაზინო ანგარიში მონაცემების სანდოობა და მოწესრიგებულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2004 წელ სახაზინო სამსახურმა დაიწყო საბიუჯეტო ამონაწერების აღრიცხვა და ჩაწერა. 2006 წლიდან ერთიანი სახაზინო ანგარიში ხრულად ამოქმედდა, რომელიც მოიცავს ყველა ჩარიცხვის და გადახდის ტრანზაქციას. ერთიანი სახაზინო ანგარიშის ტრანზაქციები იწერება ხაზინის საერთო დოკუმენტში, რომელიც სრულაd შეესაბამება GFშM2001-ს. ამჟამად ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების დანერგვა სახელმწიფო სექტორში (IPSAS), რეფორმები, ასევე სსიპ და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების ფინანსური ინფორმაციის შესატანად მთავრობის ანგარიშზე.
ყოველწლიური ფინანსური განაცხადის მიხედვით მთავრობის მიერ არ არის წარმოდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური განაცხადი, რომელიც ითვალისწინებს მთლიან ფინანსურ მდგომარეობას და ასევე ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს. თუმცა ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ და მრავლისმომცველ ანგარიშგებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ, რომელიც ეყრდნობა თითოეული მხარჯავი უწყების საბოლოო ანგარიშს.
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის ინდიკატორები თანხვედრაშია მთავრობის PFM სექტორის პრიორიტეტებთან. დაწესებული პირობები სახელდობრ ხუთი სფეროსთვის: 1) სტრატეგიული ბიუჯეტირება, 2) გარე აუდიტი, 3) შიდა აუდიტი, 4) სახელმწიფო შეყიდვა და 5) შემოსავლების მართვა, დაფუძნებულია მთავრობის რეფორმების საოქმედო გეგმაზე და სხვა დოკუმენტებზე. სექტორული პოლიტიკის პროგრამის ინდიკატორები შემუშავდა PFM-თან დაკავშირებული ძირითად ორგანიზაციებთან აქტიური მოლაპარაკებების საფუძველზე.
სახელწიფო ორგანიზაციების შეზღუდული ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გამო საჭიროა ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობებისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება. ევროკომისია გაუწევს ადმინისტრირებას ტექნიკური დახმარების თანხის გამოყენებას, რომელიც განკუთვნილია აღნიშნული პროგრამისთვის. ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს, უსასყიდლოდ, აუცილებელ საოფისე ფართს მის ტერიტორიაზე, აგრეთვე ადგილობრივ ტელეფონის ხაზებს, საჭირო ავეჯს, გათბობას და ელექტროენერგიას.
მთლიანი პროგრამის ზედამხედველობა დაევალება სამეთვალყურეო საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრი, ხოლო წევრები არიან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, კონტროლის პალატა, სახელმწიფო შეყიდვების სააგენტო და წარმომადგენლები ევროკავშირის დელეგაცია. მიმდინარე პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიწვეულნი იქნებიან, როგორც “დამკვირვებლები”.
კომიტეტი შეიკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, და ევროკავშირის დელეგაციის ან ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, რათა განიხილონ პროგრესი და იმსჯელონ პორგრამასთან დაკავშირებულ ყველანაირ შემოთავაზებულ ცვლილებაზე. პროგრამის გახორციელების ხელშეწყობისათვის სამეთვალყურეო საბჭო შეასრულებს იმ პირობებს, რომლებიც მოცემულია ადმინისტრაციული და ტექნიკური პირობების 1 და 2 დანართებში.
საბჭო ასევე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად წარუდგინოს ევროკომისიას, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:
1. საბანკო უწყისები ან ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, როგორც TAP-ის 2.1 პუნქტშია მოცემული.
2. შესაბამისი სამინისტროების და უწყებების/სააგენტოების ხარჯების ანგარიში და ანგარიშგება ბიუჯეტის შესრულებაზე.
3. მიღებული ან პროექტის სახით არსებული კანონები, სამთავრობო აქტები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები, რაც უკავშირდება საჯარო ფინანსების მართვას.
4. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან დაკავშირებული ანგარიშები და შეთანხმებები.
5. მთავრობისა და დონორების, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიღებული ან პროექტის სახით არსებული დოკუმენტები და ანგარიშგებები.
ზემოაღნიშნულის თანახმად PFM-ის რეფორმების კოორდინაცია ევალება PFM-ის საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც შეიკრიბება კვარტალში ერთხელ.
2.3.2 თანხის გამოყოფის კრიტერიუმები
პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი და განსაკუთრებული პირობების შესრულება, რომელიც შრთანხმებულია პოლიტიკის მატრიცაში ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დებულებაში, დანართი 1.
ზოგადი პიროები ითვალისწინებს:
- სტაბილურობისკენ მიმართული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების დამაკმაყოფილებელი პროგრესი;
- PFM-ის რეფორმის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი;
- PFM-ის რეფორმის პოლიტიკის და რეფორმაში მონაწილე უწყებებთან ახლო კოორდიანციის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი.
ნებისმიერი ტრანშის ფიქსირებული კომპონენტის ზოგადი პიროები უნდა შესრულდეს უფრო ადრე, ვიდრე ცვლადი კომპონენტის განსაკუთრებული პირობები.
გარდა ამისა, ტრანშის გამოყოფა დამოკიდებული იქნება ხუთი სფეროს რეფორმის პირობებზე. ესეია: 1) სტრატეგიული ბიუჯეტი, 2) გარე აუდიტი, 3) შიდა აუდიტი, 4) სახელმწიფო შეყიდვა და 5) შემოსავლების მართვა.
შერჩეული მიზნების შესრულება და ინდიკატორები, რომლებიც მოცემულია I დანართში, განსაზღვრავს პროგრამის ხანგრძლივობას. თუმცა, შექმნილი გარემოებების მიხედვით, ფინანსთა სამინსიტრო ევროგაერთიანების დელეგაციას საქართველოში გაუგზავნის მოთხვნას მიზნებისა და ინდიკატორების ცვლილებებთან დაკავშირებით. ცვლილებები შეთანხმებული იქნება მხარეებს შორის წერილობითი გზით.
ჩამორიცხვები მოხდება ხაზინაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისთვის, რათა შესრულდეს ძირითადი და სპციალური პირობები, რომელიც მოცემულია TAP-ის დანართ 1-ში.
3. მონიტორინგი, შეფასება და აუდიტი
მოწვეული იქნება გარე შემფასებელი მისიები, რომლებიც შეაფასებენ თანხის ჩამორიცხვის შესაბამისობას, ამ ჩამორიცხვის შესასრულებელ პირობებთან შესაბამისობას, რომლებიც მოცემულია TAP-ის 1 და 2 დანართებში. შემფასებელი მისია ევროგაერთიანების ინიციატივით დამოუკიდებლად ან მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე იქნება მოწვეული. საბოლოო შეფასებას პროგრამის დასრულებისთანავე უზრუნველყოფს შემფასებელი ჯგუფი.
გამჭვირვალობისათვის, ექსპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა პროგრამის შედგენაში, პოლიტიკის მატრიცაში და/ან ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების შემუშავებაში სხვადასხვა დონეზე, არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან შემმოწმებელი მისიის შემადგენლობაში.
4. კომუნიკაცია და თვალსაჩინოება
კომუნიკაცია და თვალსაჩინოება უზრუნველყოფილი იქნება ფინანსთა სამინისტროსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციების მიერ. პროგრამის შესრულებისას ევროგაერთიანების დელეგაცია, საქართველოში აღნიშნულ ორგანიზაციებთან კოორდინაციით, მოაწყობს შესაბამის სახალხო ღონისძიებებს, რათა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს საზოგადოება. ტექნიკური დახმარება გამოყენებული იქნება PFM-ის რეფორმებთან დაკავშირებით საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად. კონკრეტული დეტალები და მოდალობები განხილული და შეთანხმებული იქნება ფინანსთა სამინისტროსთან.
დანართები
1 - თანხის ჩამორიცხვისას გამოყენებული შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები (საბიუჯეტო მხარდაჭერა).
2 - თანხის ჩამორიცხვის პირობები და ვადები (საბიუჯეტო მხარდაჭერა).
დანართი 1 : თანხის ჩამორიცხვისას გამოყენებული შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები (საბიუჯეტო მხარდაჭერა)
რეფორმების მატრიცა
ა. ფიქსირებული კომპონენტი (თითოეული ტრანშის 30%)
პირობა
კრიტერიუმი
ინდიკატორი/შემოწმების საშუალება
ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა
სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო
სტაბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, რომელიც დადასტურებულია საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური პროგრამის პროგრესით IMF-სთან
WIMF, CB და EC-ს ანგარიშები.
IMF- შეფასებების ანგარიშები SBA-ს ფარგლებში
ბ. სახელმწიფო ფინანსების მართვა
სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მენეჯმენტი
PFM რეფორმის პროგრამის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი, რომელიც დადასტურებულია PEFA-ს შეფასებებით, ან სხვა მიძღვნილი განხილვით, რომელიც განხორციელდა EC, WB ან IMF-ის მიერ
WB ან IMF-ის ხელმისაწვდომი ანგარიშები/ოქმები
EC-ს სახელმწიფო ფინანსების მართვის წლიური ანგარიშები
2011 ან 2012 წლის PEFA-ს შეფასებები
გ. სტრატეგიული დაგეგმარება და სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის დღის წესრიგის კოორდინაცია
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი
დამაკმაყოფილებელი პროგრესი პოლიტიკის განხორციელებაში, საქართველოს მთავრობის PFM-ის სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად და ყველა შესაბამისი მონაწილის მჭიდრო კოორდინაციის უზრუნველყოფა, რომელსაც კოორდინირებას უწევს 2009 – 2013 წლების სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის განმახორციელებელი საკოორდინაციო საბჭო
PFM რეფორმის სამოქმედო გეგმა მომზადებული და შემოწმებული ვადების მითითებითა და პროგრესის ინდიკატორებით (მაჩვენებლებით) წლიურ საფუძველზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით და მოიცავს PFM- ის ყველა შესაბამის უწყებას (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, კონტროლის პალატა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სხვა)
PFM რეფორმის პროგრესზე კვარტალური ანგარიშები, დაფუძნებულია PFM-ის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სხვა შესაბამის საჯარო სექტორის მონაწილეებთან კოორდინირებით და განხილულია PFM-ის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოზე
ბ. ცვლადი კომპონენტი (თითოეული ტრანშის 70%)
1. განახლებული BDD, რომელიც მოიცავს ყველა დარგობრივ სამინისტროს
მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასრულებისთვის)
გაუმჯობესებული კავშირი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებსა და ფინანსურ გეგმას შორის
BDD გაუმჯობესებულია და მოიცავს ყველა დარგობრივ სამინისტროს
პასუხისმგებელი უწყება
საქართველოს მთავრობა
ფინანსთა სამინისტრო
ყველა სამინისტრო, კერძოდ, დარგობრივი სამინისტროების მინისტრის ის მოადგილეები, რომლებიც კურირებენ საბიუჯეტო პროცესს
მითითებები MOF-ის სტრატეგიაზე, ENP AP ან სხვა სტრატეგიული დოკუმენტები
პირობები
პირობები
ახალი საბიუჯეტო კოდექსი საქართველოსთვის
2009-2013 წლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს PFM-ის სტრატეგიული ხედვა
ENP AP პრიორიტეტული სფერო 3
PFM-ის ხედვა და სამოქმედო გეგმა (2009)
WB DPO (განვითარების პოლიტიკის ოპერაცია) საქართველოსთვის
IMF -ის ქვეყნის შეფასებები
საქართველოს მთავრობის 10.03.2010 წლის №284 განკარგულება
პროგრამული ბიუჯეტის პროცესი თანდათანობით დანერგილია და ყველა საბიუჯეტო დოკუმენტი, BDD-ს ჩათვლით წარდგენილია პარლამენტში როგორც ერთი პაკეტი
ყველა საბიუჯეტო დოკუმენტი (BDD-ს ჩათვლით) წარდგენილია პარლამენტში როგორც ერთი პაკეტი და BDD პროცესში ჩართულია ყველა დარგობრივი სამინისტო.
ინდიკატორი
1. პროგრამული ბიუჯეტის დირექტივები და ფორმები შემუშავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და გავრცელებულია ყველა მხარჯავ დაწესებულებაში 2011 წლის საბიუჯეტო პროცესისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 10.03.2010 წლის №284 განკარგულებით
2. BDD და ბიუჯეტის კანონპროექტი წარდგენილია პარლამენტში ერთიან პაკეტად, თანმიმდევრულია მათში წარმოდგენილი პროგრამები და ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან
და მოიცავს პროგრამულ ბიუჯეტს სულ მცირე იმ მხარჯავი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მითითებულია საქართველოს მთავრობის 10.03.2010 წლის №284 განკარგულებაში[2]
შემოწმების საშუალებები
დირექტივები და ფორმები პროგრამულ ბიუჯეტზე, მისიის მიმოხილვა
წლიური საბიუჯეტო კანონპროექტი და BDD
ინდიკატორი
1. BDD და ბიუჯეტის კანონპროექტი წარდგენილი პარლამენტში ერთიან პაკეტად, თანმიმდევრულია მათში წარმოდგენილი პროგრამების და ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და მოიცავს პროგრამულ ბიუჯეტს ყველა იმ დარგობრივი სამინისტროებისა და მხარჯავი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 284 განკარგულებით (10/03/2010), რაც მოიცავს დეტალებს ხარჯვის პრიორიტეტებზე, პროგრამებს, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს
შემოწმების საშუალებები
ბიუჯეტის კანონპროექტი და BDD; მისიის მიმოხილვა
2. გარე აუდიტის განვითარება
მოსალოდნელი შედეგები
კონტროლის პალატა თანდათანობით გარდაიქმნება სახელმწოფო უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ლიმასა და მექსიკის INTOSAI დეკლარაციასთან
პასუხისმგებელი უწყება
კონტროლის პალატა
საქართველოს პარლამენტი (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
მითითებები MOF-ის სტრატეგიაზე, ENP AP ან სხვა სტრატეგიული დოკუმენტები
კონტროლის პალატის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2009-2011წწ. (პუნქტი 8.2 „აუდიტის მეთოლოგიის შესავალი“)
კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმა 2010-2011 წლებისთვის დამტკიცებული კონტროლის პალატის 16.04.2010 წლის 55/42 ბრძანებით
პირობა
IშშAI-ის შესაბამისად სახელმწიფო სექტორის გარე აუდიტის უნარიანობა გაუმჯობესებულია კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმის თანდათანობითი განხორციელების გზით და თანამედროვე ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით
პირობა
ISSAI-ის შესაბამისად სახელმწიფო სექტორის გარე აუდიტის უნარიანობის გაუმჯობესება კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმის
სრული განხორციელების გზით და თანამედროვე აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით
ინდიკატორი
1. კონტროლის პალატა უზრუნველყოფილია რესურსებით კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმის მოთხოვნის შესაბამისად, მათ შორის, თანხებით:
ა)სულ მცირე აუდიტორების 30%-ის ტრეინინგი ფინანსურ აუდიტში (შესაბამისობის აუდიტის ჩათვლით);
ბ) დამატებით 78 საჭირო თანამშრომლიდან სულ მცირე 30%-ის დაქირავება (სამწრთვნელო, ზედამხედველი და სხვა აუდიტორების ჩათვლით);
გ) საჭირო საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის სულ მცირე 40%-ის შეძენა
2. დამტკიცებული ფინანსური აუდიტის (ასევე შესაბამისობის) სახელმძღვანელო, რომელიც შესაბამისობაშია ISSAI-სთან
3. საპილოტე აუდიტი განხორციელებულია ფინანსური აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა შესაბამისად (მოიცავს შესაბამისობის აუდიტს)
4. ხარისხის კონტროლის სისტემა არის შემუშავებული და მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ფინანსური აუდიტის შიდა შეფასებისთვის
შემოწმების საშუალება
1. კონტროლის პალატის ბიუჯეტი; კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმა;
„ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის“ ტრეინინგის ანგარიში
2. ფინანსური აუდიტის (ასევე შესაბამისობის) სახელმძღვანელო და საპილოტე აუდიტის დოკუმენტები
3. კონტროლის პალატის ბრძანება ხარისხის კონტროლის სისტემის დამტკიცებაზე
ინდიკატორი
1. კონტროლის პალატა უზრუნველყოფილია რესურსებით კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმის მოთხოვნის შესაბამისად,მათ შორის თანხებით:
ა) აუდიტორების სულ მცირე 60%-ის ტრეინინგი ფინანსურ აუდიტში
ბ) დამატებით 78 საჭირო თანამშრომლიდან სულ მცირე 60%-ის დაქირავება;
გ) საჭირო საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის სულ მცირე 50% შეძენა)
2. კონტროლის პალატის ფინანსური აუდიტის ანგარიშები ადასტურებს, რომ აუდიტები ჩატარდა ფინანსური აუდიტის სახელმძღვანელოს შესაბამისად (მოიცავს შესაბამისობის აუდიტს), აუდიტის დასკვნები გამოქვეყნებულია კონტროლის პალატის ვებგვედზე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
3. ხარისხის კონტროლი ამოქმედებულია
4. ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელო შესაბამისობაშია ISSAI-თან, და არის დამტკიცებული.
შემოწმების საშუალება
1. კონტროლის პალატის ბიუჯეტი; კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმა;
ტრეინინგის ანგარიშები
2. ფინანსური (ასევე შესაბამისობის) აუდიტის ანგარიშები
3. აუდიტის ანგარიშებს თან ერთვის ხარისხის კონტროლის ანგარიში, რომელიც აღწერს პრობლემებსა და შემოთავაზებულ გადაწყვეტილებებს.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება ეფექტიანობის შესრულების აუდიტის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე
3. შიდა აუდიტი
მოსალოდნელი შედეგები
შიდა აუდიტი ჩამოყალიბებულია და მოქმედებს ფინანსთა სამინისტროში და სულ მცირე ექვს ძირითად მხარჯავ დარგობრივ სამინისტროში სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ კანონის შესაბამისად, რომელიც შესაბამისობაშია სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის (PIFC) პოლიტიკის დოკუმენტთან
პასუხისმგებელი უწყება
საბჭო ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობის დებულების თანახმად, რომელიც უზრუნველყოფს შიდა აუდიტისა და შიდა კონტროლის ორგანიზების კოორდინაციას სახელმწიფო სექტორში (მატრიცის ამ ნაწილისთვის შემდგომში „საბჭოსა“ და მისი მუდმივი სამდივნოს მიზნებისათვის)
სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის (PIFC) პოლიტიკის დოკუმენტი და 2010 წლის სამოქმედო გეგმა
სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ კანონი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (MOF) შიდა აუდიტის სამოქმედო გეგმა 2010 (მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ 05/05/2010 შეხვედრაზე)
პირობა
ძირითადი სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მოთხოვნები სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის (PIFჩ) განვითარებისათვის განსაზღვრულია
პირობა
საპილოტო ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს ძირითადი ფინანსური მართვის და კონტროლის პროცედურები და განახორციელეს პირველი შიდა აუდიტი
ინდიკატორი
1.სახელმწიფო შიდა აუდიტის და ინსპექტირების შესახებ კანონი არის INTOშAI-ს „სახელმწიფო სექტორის შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელოსთან“ შესაბამისობაში
2. სახელმწიფო შიდა აუდიტის და ინსპექტირების შესახებ კანონი თანდათანობით ხორციელდება,კერძოდ: i) სულ მცირე 6 სამინისტროში დაარსდა შიდა აუდიტის ერთეული (IAU),ii) საბჭო შეიქმნა და უზრუნველყოფილ იქნა მუდმივი სამდივნოთი სადაც სულ მცირე 5 შიდა აუდიტის თანამშრომელია, რომელთაც აქვთ სააუდიტორო ან გამოთვლითი განათლება ან კომპეტენტურობა
iii) IAU აღიჭურვა შესაბამისი მეთოდოლოგიური დოკუმენტებით, რომლებიც შესაბამისობაშია შიდა სტანდარტებთან (როგორიც არის: შიდა აუდიტის სტანდარტები, ეთიკის კოდექსი, რისკის მართვის სახელძღვანელო და სხვა)
შემოწმების საშუალება
სახელმწიფო შიდა აუდიტის და ინსპექტირების შესახებ კანონის სამუშაო გეგმა; საქართველოს მთავრობის განკარგულება საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის/ფინანსთა სამინისტროს განკარგულება ყველა შესაბამისი მეთოდოლოგიური დოკუმენტის (აუდიტის სტანდარტი, ეთიკის კოდექსი და სხვა) დამტკიცების თაობაზე
ინდიკატორი
1. დარგობრივი სამინისტროების ¾ ჩამოყალიბა შიდა აუდიტის ერთეული (IAU) და სულ მცირე 6 შიდა აუდიტის ერთეულმა მოამზადა შიდა აუდიტის ანგარიშები, რომლებიც შესაბამისობაშია INTOშAI-ს შიდა კონტროლის სტანდარტებთან
2. საბჭო და მისი სამდივნო უზრუნველყოფს საერთო შიდა აუდიტის მეთოდოლოგიებისა და პროცედურების მონიტორინგს
შემოწმების საშუალება
1.სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ კანონი
შიდა აუდიტის ერთეულის ანგარიშები
2. საბჭოს სამუშაო გეგმები და ანგარიშები (მონიტორინგის ჩათვლით) შიდა აუდიტის კონტროლის ერთეულებისა და სამინისტროების მხრიდან კანონის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
4. სახელმწიფო შესყიდვები
მოსალოდნელი შედეგები
სახელმწიფო შესყიდვები დაფუძნებულია არა-დისკრიმინაციაზე, გამჭვირვალობასა და თანაბარ დამოკიდებულებაზე და თანდათანობით ჰარმონიზებულია ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან, მართვასა და პრაქტიკასთან
პასუხისმგებელი უწყება
პრემიერ-მინისტრის სამსახური
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მსოფლიო ბანკის ქვეყნის შესყიდვების შეფასებაში გათვალისწინებუ-ლი რეკომენდაციები (2008)
ENP AP თავი 4.5.5
D&ჩ FთA ფაქტების დამდგენი მისიის რეკომენდაციები (2008)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი
პირობები
1. სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტები შემოწმებული და გაანალიზებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.
2. შესყიდვების პროცედურების განხილვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი არის შექმნილი
პირობები
1.საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანდათანობითი მიახლოვება ევროკავშირის სტანდარტებთან
2.სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გვერდის ავლა შემცირებულია
3. შესყიდვების პროცედურების განხილვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი ამოქმედებულია
ინდიკატორი
1. ყოვლისმომცველი წლიური მოხსენება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მომზადებულია (მოიცავს საკონკურენციო ვაჭრობას)
2. გამჭვირვალე, ეფექტური და სამართლიანი შესყიდვების პროცედურების განხილვის მექანიზმი არის შექმნილი
შემოწმების საშუალება
1.ყოველწლიური ანგარიში დაფუძნებულია შესყიდვების დოკუმენტების მიმოხილვაზე
2.SPA-ს განკარგულება შესყიდვების დავების განხილვის პასუხისმგებელი მექანიზმების დაფუძნების შესახებ
3. მისიის მიმოხილვა
ინდიკატორი
1. არაკონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების საერთო წილი შემცირებულია 10%-ით (წინა წელთან შედარებით)
2. დავების სულ მცირე 50% განხილულ იქნა და გადაწყდა „შესყიდვების პროცედურების პასუხისმგებელი მექანიზმის მიმართვების“ გათვალისწინებით
3. სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის სტრატეგია და სახელმწიფო შესყიდვების კანონი განხილულია, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესყიდვების სისტემასთან სიახლოვეს, განსაკუთრებული აქცენტებით: გამჭვირვალობაზე, არადისკრიმინაციულობაზე და თანაბარ პირობებზე
შემოწმების საშუალება
1. წლიური ანგარიში დაფუძნებული შესყიდვების დოკუმენტების მიმოხილვაზე
2. დავების ანგარიში, საოქმო ჩანაწერების მექანიზმები ანგარიშის მიმოხილვისათვის
3. SPA სამეთვალყურეო საბჭოს საოქმო ჩანაწერები, რომლითაც დამტკიცდა განხილული/განახლებული სახელმწიფო შესყიდვების სტრატეგია
4.DG მიერ სახელმწიფო შესყიდვების განახლებული კანონის დადებითი შეფასება
5. შემოსავლების სამსახურის გაძლიერება
მოსალოდნელი შედეგები
საგადასახადო და საბაჟო სამსახურების სამოქმედო და ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერებულია, ევროკავშირის სტანდარტების და ნორმების შესაბამისად
პასუხისმგებელი უწყება
ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
BDD
ფინანსთა სამინისტროს PFM-ის სტრატეგიული ხედვა 2009 -2013
პირობები
საბაჟო ღირებულების პრაქტიკის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან
რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის სისტემა დანერგილია და ნაწილობრივ მოქმედია გასვლითი აუდიტისას
პირობა
რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის სისტემა ამოქმედებულია
შემოსავლების სამსახური იყენებს მომსახურების და აუდიტის პროცედურულ სახელმძღვანელოებს
ინდიკატორი
1. საბაჟო ღირებულების პრაქტიკა შესაბამისობაშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სტანდარტებთან რომელიც დანერგილია და მოქმედებს
2. გასვლითი აუდიტის
60% არის შერჩეული რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის სისტემის მეშვეობით
3. შესაბამისი საგადასახადო მოდელური რეკომენდაციები ასახულია შემოსავლების სამსახურის/ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში;
შემოწმების საშუალება
1 საბაჟო კანონმდებლობა, საბაჟო ღირებულების შეფასების სახელმძღვანელოები, შეფასების ანგარიშები, კერძო სექტორის კვლევები, მიმოხილვითი მისია,შემოსავლების სამსახურის ბრძანებები, ანგარიშები, კერძო სექტორის კველევები,ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის ბრძანება
ინდიკატორი
1. შემოსავლების სამსახური განაახლებს, დაამტკიცებს და გამოიყენებს მომსახურების და აუდიტის პროცედურულ სახელმძღვანელოებს შესაბამისი საგადასახადო მოდელური რეკომენდაციების გათვალისწინებით
2. გასვლითი აუდიტის 70% საგადასახადო აუდიტის არის შერჩეული რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის სისტემის მეშვეობით
3. შესაბამისი საბაჟო მოდელური რეკომენდაციები ასახულია შემოსავლების სამსახურის/ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში;
შემოწმების საშუალება
1.შემოსავლების სამსახურის ბრძანებები, ანგარიშები, კერძო სექტორის კველევები
2.შემოსავლების სამსახური ახდენს მომსახურების სისტემისა და სააუდიტორო პროცედურების სახელმძღვანელოების განახლებას
3.ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის ბრძანება
დანართი 2: თანხის ჩამორიცხვის პირობები და ვადები (საბიუჯეტო მხარდაჭერა)
1. პასუხისმგებლობები
ფინანსური შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის პირობების საფუძველზე, ქვემოთ მოყვანილი ვადების ჩარჩოებში, თითოეულ ჯერზე ბენეფიციარი ფორმალური თხოვნით მიმართავს ევროპის კომისიას გადახდასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს (1) თანხის გადახდის აუცილობლობის ანალიზს და დასაბუთებას, ყველა სტანდარტული დოკუმენტით; (2) ხელმოწერილ საფინანსო ინფორმაციის მატარებელ ფორმას, რაც დააჩქარებს შესაბამისი თანხის გადახდას.
2. ფონდების გაცემის ვადები
ფონდების გაცემის ვადები მოცემულია ქვემოთ
ცხრილი 1: ფონდების გაცემის მონაცემების ვადები
ტრანშის სახეობა
2011 წელი
2012 წელი
Iკვ
IIკვ
IIIკვ
IVკვ
Iკვ
IIკვ
IIIკვ
IVკვ
სულ
ფიქსირებული ტრანში
€ 1.5 მილიონი
€ 1.5 მილიონი
€ 3 მილიონი
ცვალებადი ტრანში
€ 3.5 მილიონი
€ 3.5 მილიონი
€ 7 მილიონი
სულ
€ 5 მილიონი
€ 5 მილიონი
€ 10 მილიონი
3. ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები
ცხრილში მოცემული ზოგადი პირობები გამოყენებულ იქნება ყველა ტრანშის ჩამორიცხვაზე და ტრანშის გამოყოფის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.
ცხრილი 2: ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები
სფერო
პირობა
შემოწმების საშუალება
მაკროეკონომიკური სტაბილურობა
სტაბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, რომელიც დასტურდება მათ შორის საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული მაკროეკონომიკური პროგრამის პროგრესით
IMF, WB და EC ანგარიშგებები.
IMF-ის შეფასების ანგარაიშგება SBA ფარგლებში
სახელმწიფო ფინანსების მართვა
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრამის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი PEFA-ს შეფასების გათვალისწინებით ან Eჩ, WB ან IMF-ის მიერ განხორციელებული სხვა შეფასებით
ხელმისაწვდომი WB ან IMF-ის ანგარიშები/ოქმები
EC-ს სახელმწიფო ფინანსების მართვის ანგარიშები
2011 ან 2012 წლის PEFA-ს შეფასება
სტრატეგიული დაგეგმვა და სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის კოორდინაცია
დამაკმაყოფილებელი პროგრესი პოლიტიკის განხორციელებაში, საქართველოს მთავრობის PFM-ის სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად და ყველა შესაბამისი მონაწილის მჭიდრო კოორდინაციის უზრუნველყოფა, რომელსაც კოორდინირებას უწევს 2009 – 2013 წლების სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის განმახორციელებელი საკოორდინაციო საბჭო
PFM რეფორმის სამოქმედო გეგმა მომზადებული და შემოწმებული ვადების მითითებითა და ინდიკატორების (პროგრესის) მაჩვენებლებით წლიურ საფუძველზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით და მოიცავს PFM- ის ყველა შესაბამის უწყებას (საქართველოს ფინსთა სამინისტრო,კონტროლის პალატა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სხვა)
PFM რეფორმის პროგრესზე კვარტალური ანგარიშები, დაფუძნებულია PFM-ის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სხვა შესაბამის საჯარო სექტორის მონაწილეებთან კოორდინირებით და განხილულია PFM-ის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოზე
მთავრობა უზრუნველყოფს, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად წარუდგინოს ევროპის კომისიას (ევროგაერთიანების დელეგაცია, ტექნიკური დახმარების ჯგუფი), პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საბანკო უწყისები ან ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, როგორც TAP-ის 2.3.1 პუნქტშია მოცემული; რომელიც მოიცავს ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და კონვერტაციის დოკუმენტების ჩანაწერების ასლების ;
ბ) დეტალური კვარტალური ანგარიშები სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების;
გ) მიღებული ან პროექტის სახით არსებული კანონები, მთავრობის განკარგულებები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები, რაც უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვას;
დ)საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან დაკავშირებული ანგარიშები და შეთანხმებები.
4. ტრანშის ჩამორიცხვის სპეციალური პრიობები
პროგრამა ითვალისწინებს განათავსოს €10 მილიონის ოდენობის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამის ფარგლებში ამ თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში განთავსება მოხდება ორ ტრანშად, თიოთოეული €5 მილიონამდე. ეს ჩამორიცხვები იქნება ფიქსირებული და ცვალებადი.
ამ ჩამორიცხვების ორგანიზება მოხდება შემდეგნაირად :
პირველი ჩამორიცხვა 5 მილიონი ევრო გაიყოფა ორ ნაწილად : ფიქსირებული 30% (1.5 მილიონი ევრო) და ცვალებადი, დარჩენილი 70% (3.5 მილიონი ევრო).
მეორე ჩამორიცხვა 5 მილიონი ევრო გაიყოფა ორ ნაწილად : ფიქსირებული 30% (1.5 მილიონი ევრო) და ცვალებადი, დარჩენილი 70% (3.5 მილიონი ევრო).
სპეციალური პირობები ტრანშის ჩამორიცხვასთან დაკავშირებით მოცემულია დანართ 1-ში.
ტრანში
თანხა
მითითებული ჩამორიცხვის მოთხოვნის თარიღი
(კვარტალი)
მითითებული ჩამორიცხვის თარიღი
პირობა/კრიტერიუმი/აქტივობა ჩამორიცხვისთვის
შემოწმების საშუალება
პირველი ფიქსირებული ტრანში
€ 1.5 მლნ
I კვ- 2011
I კვ- 2011
ზოგადი პირობები მოცემულია ცხრილ 2-ში ზემოთ
ინდიკატორები/
შეფასების საშუალებები მოცემულია რეფორმის მატრიცაში
პირველი ცვალებადი ტრანში
€3.5 მლნ
I კვ- 2011
I კვ- 2011
ზოგადი პირობები მოცემულია ცხრილ 2-ში ზემოთ
(1) სპეციალური პირობა1 : პროგრამული ბიუჯეტის პროცესი ეტაპობრივად დანერგილია და ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის BDD წარდგენილია პარლამენტში ერთ პაკეტად
(2) სპეციალური პირობა 2 : ISSAI-ის შესაბამისად სახელმწიფო სექტორის გარე- აუდიტის უნარიანობის გაუმჯობესება კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმის თანდათანობითი განხორციელების გზით და თანამედროვე ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით
(3) სპეციალური პირობა 3 : ძირითადი სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მოთხოვნები სახელმწიფო სექტორის შიდა ფინანსური კონტროლის (PICჩ) განვითარებისათვის განსაზღვრულია
(4) სპეციალური პირობა 4 :
ქვ-პირობა 4.1 : სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტები შემოწმებული და გაანალიზებულია სახელმწიფო შესყიდვებუის სააგენტოს მიერ
ქვ-პირობა 4.2 : შესყიდვების პროცედურების განხილვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი არის შექმნილი
(5) სპეციალური პირობა 5 :
ქვეპირობა 5.1 : საბაჟო შეფასების პრაქტიკის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან
ქვეპირობა 5.2 : რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის სისტემა დანერგილია და ნაწილობრივ მოქმედია აუდიტისას
მეორე ფიქსირებული ტრანში
€1.5 მლნ
I კვ- 2012
I კვ- 2012
ზოგადი პირობები მოცემულია ცხრილ 2-ში ზემოთ
ინდიკატორები/
შეფასების საშუალებები მოცემულია რეფორმის მატრიცაში
მეორე ცვალებადი ტრანში
€3.5 მლნ
I კვ- 2012
I კვ- 2012
ზოგადი პირობები მოცემულია ცხრილ 2-ში ზემოთ
(1) სპეციალური პირობა 1: ყველა საბიუჯეტო დოკუმენტი (BDD-ის ჩათვლით) წარდგენილია პარლამენტში ერთიან პაკეტად და BDD პროცესში ჩართულია ყველა დარგობრივი სამინისტრო
(2) სპეციალური პირობა 2: ISSAI-ის შესაბამისად სახელმწიფო სექტორის გარე აუდიტის უნარიანობის შემდგომი გაუმჯობესება კონტროლის პალატის შესაძლებლობების განვითარების გეგმის სრული განხორციელების გზით და თანამედროვე ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით
(3) სპეციალური პირობა 3: საპილოტო ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს ძირითადი ფინანსური მართვის და კონტროლის პროცედურები და განახორციელეს პირველი შიდა აუდიტი
(4) სპეციალური პირობა 4:
ქვეპირობა 4.1: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანდათანობით დანერგვა
ქვეპირობა 4.2: სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გვერდის ავლა შემცირებულია
ქვეპირობა 4.3: შესყიდვების პროცედურების განხილვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი ამოქმედებულია
(5) სპეციალური პირობა 5 :
ქვეპირობა 5.1 : რისკზე დაფუძნებული საგადასახადო აუდიტის სისტემა ამოქმედებულია
ქვეპირობა 5.2 : შემოსავლების სამსახური იყენებს მომსახურების და აუდიტის პროცედურულ სახელძღვანელოებს
თანხის გამოყოფის პირობები ცვალებად ტრანშთან დაკავშირებით იქნება ფიქსირებული პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა შეიცვალოს ამ ფინანსური შეთანხმების TAP-ის 2.3.2 პუნქტის შესაბამისად.
5. ცვალებადი ტრანშების შემთხვევაში შეფასების მოდალობები
თანხის გამოყოფის დაანგარიშება დამოკიდებული იქნება იმ ხუთი სფეროს პირობების შესრულებაზე, რომლებიც მოცემულია TAP-ის პუნქტ 4-ში. თითოეულ სფეროზე თანაბრად მოხდა გადაანგარიშება (0.2). ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს თითოეული სფეროსათვის გათვალისწინებული ინდიკატორის წილს.
ინდიკატორები
თითოეული ინდიკატორის წილი
პირველი ტრანში
მეორე ტრანში
1. სტრატეგიული ბიუჯეტი
0.1+0.1
0.2
2. გარე აუდიტის განვითარება
0.075+0.025+0.05+0.05
0.08+0.05+0.05+0.02
3. შიდა აუდიტის განვითარება
0.1+0.1
0.1+0.1
4. სახელმწიფო შესყიდვები
0.1+0.1
0.06+0.07+0.07
5. შემოსავლების სამსახურის გაძლიერება
0.06+0.07+0.07
0.06+0.07+0.07
სულ
1
1
თითოეული ინდიკატორის შესრულების შეფასება მოხდება შემდეგი მეთოდოლოგიით:
- თუ შეთანხმებული მიზანი და მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, მაშინ ქულა არის 1;
- თუ მიზანი მიღწეული არ არის მაგრამ პროგრესი დადებითია, მაშინ ქულა არის 0.5;
- თუ განხორციელება უარყოფითია ან მინიმალური, ქულა არის 0.
თანხები დაკლებული პირობების შესაბამისობის ნაკლებობის გამო იქნება პროგრამის დანაკარგი.
ტრანშების გამოყოფის შეფასების სპეციალური ინდიკატორები/საშუალებები თითოეული ტრანშის გამოყოფისათვის მოცემულია TAP-ის დანართ 1-ში (რეფორმების მატრიცა)
[1] im SemTxvevebSi, roca sapasuxo dafinansebis gadawyvetilebebi kolegiis mier 2007 wlis 1 maisamdea damtkicebuli, dafinansebis xelSekrulebis ganxorcielebis kontraqtebs xeli unda moeweros dafinansebis gadawyvetilebidan sami wlis ganmavlobaSi (wina finansuri regulaciis droSi moqmedebis SezRudva)
[2] აღნიშნული განკარგულების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ განხილული იქნება ევროგაერთიანების დელეგაციასთან და საჭიროების შემთხვევაში იგი აისახება დაფინანსების ხელშეკრულების და თანდართული რეფორმის მატრიცის დამატებაში/დამატებებში