20.1 დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციებს შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.

20.2 ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს, დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს, დანიშნოს მესამე არბიტრი.

20.3 იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.

20.4 ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.

დანართი II

№   ხელშეკრულების დანართი

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

ბენიფიციარი ქვეყანა/რეგიონი

საქართველო

საბიუჯეტო ხაზი

21 02 01 00

სათაური

საქართველო 2009 წლის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა

საერთო ღირებულება

€ 2 000 000

დახმარების ტიპი/მართვის სახეობა

სექტორული დახმარება

● სექტორული საბიუჯეტო დახმარება (1.9 მლნ ევრო)

●დამატებითი ტექნიკური დახმარება (0.1 მლნ ევრო)

ცენტრალიზებული მართვა

DAC CODe

52010

სექტორი

სასურსათო უსაფრთხოება

1. მონაწილეობა

1.1 ამოცანები

1.1.1 ზოგადი ამოცანები:

ევროკომისიის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის (EC-FSP 2009) ძირითადი მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის განხორციელებას ბავშვთა დაცვის, ზრუნვის და კეთილდღეობის მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია 2008–2011 წლების ბავშვთა სამოქმედო გეგმაში.

სხვა საკითხებთან ერთად მთავრობის პოლიტიკა მიზნად ისახავს:

1) საქართველოს შესაბამისობაში მოყვანას ბავშვთა დაცვის გაერთიანებული ერების კონვენციასთან, რომელიც რატიფიცირებულია 1994 წელს; და

2) მიმართულ იქნეს მთავრობის ინიციატივები ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმასთან დაკავშირებით მდგრად და თანამედროვე ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის შექმნაზე, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს მხარდაჭერას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბისა და სხვა რისკფაქტორების გამო ვერ აკმაყოფილებენ საკუთარი ბავშვების საჭიროებებს;

ბ) შექმნის სისტემას, რომელიც შეისწავლის, აღრიცხავს და რეაგირებას მოახდენს ბავშვთა უფლებების დარღვევაზე, რათა შეძლებისდაგვარად დაიცვან ბავშვები; და

გ) შეამცირებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვთა განთავსებას მსხვილ დაწესებულებებში, რომელსაც შეცვლის ბავშვთა ოჯახური ტიპის ცენტრები, გაშვილებისა და სხვა ოჯახური ტიპის საქმიანობები.

1.1.2 სპეციფიკური ამოცანები:

EC-FSP 2009-ის სპეციფიკური ამოცანებია დაეხმაროს მთავრობას:

§
ბავშვთა კეთილდღეობასთან და დაცვასთან დაკავშირებული მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავების, მართვის, განხორციელების, მონიტორინგის და ეფექტურობისა და სხვა მომსახურებების გაუმჯობესება;

§
რათა მან შეძლოს რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების ეფექტური დადგენა და დახმარება გაუწიოს შემდგომ ზრუნვაში და დაცვაში როგორც საკუთარ ოჯახებში, ასევე ახალი მექანიზმების საშუალებით ოჯახზე დამკვიდრებული მომსახურებების პირობებში;

§
ბავშვთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებლობის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადატანაში;

§
ადგილობრივ დონეზე ბავშვთა დაცვის მომსახურების სფეროს გაზრდა და ხელმისაწვდომობა, იმ ინიციატივების მიხედვით, რომლებსაც ითვალისწინებს EC-FSP 2003 წლიდან.

1.2 მოსალოდნელი შედეგები და მთავარი ღონისძიებები

მთავრობის სტრატეგიის მთავარ მახასიათებლებს ბავშვთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოიცავს 2008–2011 წლების ბავშვთა სამოქმედო გეგმა და განსაკუთრებით მისი განხორციელებისათვის შემუშავებული 2009–2011 წლის აქტივობები და მიზნები.

საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტის ჩამორიცხვის სპეციალური პირობები (იხ. დანართი), ისევე როგორც შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი, გადმოტანილია აღნიშნული დოკუმენტიდან.

თუმცა პროგრამის მოკლე ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების ძირითადი სარგებელი თვალსაჩინო იქნება პროგრამის დასრულების შემდეგ საშუალო/გრძელვადიან პერიოდში.

მიუხედავად ამისა, EC-FSP 2009 მოსალოდნელი შედეგები იქნება:

ა) შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემების განვითარება და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დახმარების გაწევა. (მხარდაჭერა ყველა იმ მიზნის მიღწევაში, რომელსაც ითვალისწინებს ბავშვთა სამოქმედო გეგმა 2008–2011);

ბ) მოთხოვნაზე, ინდივიდუალურ სერვისზე და სარგებელზე დაფუძნებული, ინტეგრირებული სისტემის შემუშავება ბიოლოგიური ოჯახებისგან ბავშვების მოწყვეტის აღკვეთისათვის, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე მთელ საქართველოში. (მხარდაჭერა 2008–2011 ბავშვთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში: სოციალური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დადებით, ინდივიდუალურ და ჰარმონიზებულ განვითარებას ხელმისაწვდომია ყველა იმ ბავშვისათვის, რომელსაც სჭირდება დახმარება);

გ) ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემის მიერ გაჭირვებული ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის, მოთხოვნაზე დაფუძნებული, ინდივიდუალური და განსხვავებული მომსახურების მიწოდება. (მხარდაჭერა 2008–2011 ბავშვთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში: სახელმწიფო სხვადასხვა სექტორების მეშვეობით უზრუნველყოფს ემოციურ, ფსიქოსოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებას მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის ოჯახურ ან ოჯახური ზრუნვის ანალოგიურ გარემოში);

დ) ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი განვითარება, რომელიც აღასრულებს კანონმდებლობას და აამოქმედებს რეფერალისა და ინტერვენციის სისტემას (მხარდაჭერა 2008–2011 ბავშვთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში: საქართველოში ყველა ბავშვი სახელმწიფოს მიერ დაცულია ყველა ტიპის სიმკაცრისგან, ექსპლოატაციისა და უყურადღებობისგან);

ე) შესაბამის სამინისტროებში ეფექტური მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბება და დაფინანსების მექანიზმების შემუშავება, რათა გაგრძელდეს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა;

ვ) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იმ ამოცანებისა და მეთოდების მიმართ, რომლითაც განხორციელდება ბავშვთა კეთილდღეობის/დაცვის მთავრობის პროგრამა.

ამ შედეგების მისაღებად საჭირო აქტივობები მოიცავს:

ა) ინდივიდუალურ ბავშვზე ზრუნვა და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა განვითარება;

●   რეგიონალური მეურვეობა და ზრუნვის საბჭოს წესდების გაერთიანება და სოციალური მომსახურების სააგენტოს (სმს) მიერ საბჭოს ფუნქციების, პასუხისმგებლობების და პროცედურების დამტკიცება და მეურვეობისა და მზრუნველობის წესდების პროექტის მომზადება;

●   შეთანხმება იმ სპეციალისტების შეფასების სახელმძღვანელოებზე და პროცედურებზე, რომლებიც ჩართულები არიან მეურვეობისა და ზრუნვის ფუნქციებში და რეგიონალურ საბჭოში;

●   ტერიტორიულ დონეზე მეურვეებისა და მზრუნველების სტრუქტურების წარმომადგენელთა და რეგიონალური საბჭოს წევრების ტრენინგი.

ბ) ინტეგრირებულ სისტემას ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან მოწყვეტის აღკვეთისათვის;

●   პილოტირება 2 რეგიონული ცენტრისთვის ახალი სერვისის საჭიროების შეფასებებისათვის ბავშვთა და ოჯახების მხარდასაჭერად;

●   ხარჯვითი გეგმის დამტკიცება 2011 წლამდე ყველა რეგიონის საჭიროების შეფასებისათვის;

●   ბავშვთა და ოჯახის სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 195-მდე, ბავშვთა იურისტების – 68-მდე, თერაპევტების – 12-მდე, ფსიქოლოგების – 12-მდე, და ყველასთვის ტრენინგების ჩატარება;

●   დახმარების გაწევა შემწეობის სისტემის მეშვეობით, რათა ოჯახებმა თვითონ შეძლონ ბავშვებზე ზრუნვა, უკიდურესი სიღარიბისა და ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, ფულადი შემწეობების და ვაუჩერების საშუალებით; და

●   სულ მცირე 6 რეგიონში დღიური ზრუნვის ცენტრების დაარსება და ფუნქციონირება სულ მცირე 430 ბავშვისათვის.

გ) გაჭირვებული ბავშვებისათვის მაღალი ხარისხის, მოთხოვნაზე დაფუძნებული, ინდივიდუალური და განსხვავებული სერვისის მიწოდებას ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ზრუნვის სისტემის საშუალებით;

●   ყველა რეგიონში ოჯახის შემცვლელი ზრუნვის სერვისის ხელმისაწვდომობა და მისი განვრცობა სრულად დაფინანსებული ოჯახების მცირე ჯგუფზე სულ მცირე 120 ბავშვისათვის;

●   არაოჯახური ტიპის ზრუნვის დაწესებულებების დახურვის სამწლიანი გეგმის განხორციელება (და ბავშვთა რიცხოვნობის შემცირება ამგვარ დაწესებულებებში), სულ მცირე ერთ დახურულ ინსტიტუტში არსებული ბავშვების შეფასების საფუძველზე;

●   ბავშვზე ზრუნვის ეროვნული სტანდარტების გამოყენება ყველა რეზიდენტული ზრუნვის პროვაიდერებისთვის და მათზე ლიცენზირების მოთხოვნებისა და ზრუნვის რეგულაციების გავრცელება;

●   სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის რეგულარული სავალდებულო შეფასების პროცედურის შემუშავება, ბიოლოგიურ ოჯახებში ბავშვთა დაბრუნების მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში და დროულად; და

●   მონაცემთა შეგროვების ინიცირება, რომელიც საჭიროა პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისათვის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების დამწყების მხარდასაჭერად.

დ) ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი განვითარება, რომელიც აღასრულებს კანონმდებლობას და აამოქმედებს რეფერალისა და ინტერვენციის სისტემას;

●   8 ცენტრში მუშაკების ტრენინგი და ბავშვთა დაცვის რეფერალისა და რეაგირების პროცედურების ტესტირება; და

●   ბავშვთა დაცვისა და რეფერალისა და რეაგირების პროცედურების შემუშავება კოორდინაციის გამოცდილების 6-თვიან საფუძველზე.

ე) შესაბამის სამინისტროებში ეფექტური მართვის სტრუქტურებისა და დაფინანსების მექანიზმების ჩამოყალიბება, რათა გაგრძელდეს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა;

●   განათლების სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროში ბავშვთა კეთილდღეობის პასუხისმგებლობის დროულად გადატანა, იმ სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია GCCPD-ს მიერ და რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სერვისების მიწოდების შეფერხებას;

●   მეურვეობისა და ზრუნვის რეგულაციების განსაზღვრა და მათი შეტანა ჯანდაცვის და სმს-ს დებულებებში;

●   ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 3-წლიანი დაფინანსების გეგმის მომზადება და მისი ჩართვა 2010–2013 წლების საბიუჯეტო განაცხადში; და

●   ბავშვთა მომსახურების დაფინანსების მოქნილი სისტემის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ზრუნვის სტანდარტებსა და პირობებს.

ვ) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას იმ ამოცანებისა და მეთოდების მიმართ, რომლითაც განხორციელდება მთავრობის ბავშვთა კეთილდღეობის/დაცვის პროგრამა.

●   საზოგადოებრივი ურთიერთობების კამპანიის განხორციელება შვილად აყვანის ხელშეწყობისთვის;

●   საზოგადოებრივი ურთიერთობების კამპანიის განხორციელება ბავშვთა სამოქმედო გეგმისა და ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობისათვის.

2. განხორციელება

2.1 ბიუჯეტი და განრიგი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 2.0 მილიონ ევროს, რომლიდანაც მაქსიმუმ 1.9 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება საბიუჯეტო მხარდაჭერისათვის, ხოლო 0.1 მილიონი ევრო ტექნიკური დახმარებისათვის.

საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოყოფილი იქნება ერთი ფიქსირებული ტრანშის სახით ინდიკატურად საქართველოს 2009 ფისკალური წლის განმავლობაში დამოკიდებული იქნება ჩამორიცხვისთვის B ცხრილში განსაზღვრული ზოგადი პირობების შესრულებაზე, კერძოდ, (ა) ძლიერი მაკროეკონომიკური მდგომარეობა (ბ)სახელმწიფო ფინანსური მართვის გაგრძელება და (გ) პროგრესი ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის გატარებაში და ასევე ჩამორიცხვისათვის განსაზღვრული სპეციფიკური პირობების შესრულებაზე, რომელიც მოცემულია დანართის C ცხრილში.

ერთჯერად ტრანშს ექნება 1.9 მილიონი ევროს ღირებულება (ფიქსირებული ტრანში) და გამოყოფილი იქნება ან მთლიანად (თუ ყველა პირობა შესრულებულ იქნა) ან საერთოდ არ იქნება გამოყოფილი (თუ ერთი ან მეტი პირობა არ შესრულდა). ნაწილობრივი ჩამორიცხვა არ იქნება შესაძლებელი.

ტექნიკური დახმარების კომპონენტის მართვას განახორციელებს კომისია პროგრამის საჭიროების შესაბამისად.

2.2 საბიუჯეტო მხარდაჭერის მოდალობები

პროგრამის მართვის მეთოდი ცენტრალიზებულია, მაგ., საბიუჯეტო მხარდაჭერის ოპერაცია იმართება მხოლოდ კომისიის მიერ.

საბიუჯეტო მხარდაჭერა იქნება არამიზნობრივი და როგორც ასეთი პირდაპირ იქნება მიმართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე. ჩამორიცხვის შემდეგ თანხა გამოყენებული იქნება როგორც მთავრობის ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი საბიუჯეტო რესურსი და მისი გამოყენება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.3 შესრულების მონიტორინგი და გადახდის კრიტერიუმი

2.3.1 პროგრამის ზედამხედველობა

მთლიანი პროგრამის ზედამხედველობა დაეკისრება სამეთვალყურეო საბჭოს, რომელსაც უხელმძღვანელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პროგრამაში ჩართული ყველა სამინისტროს, დაწესებულებებისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

§
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თავმჯდომარე;

§
ფინანსთა მინისტრი;

§
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

§
ეკონომიკური განვითარების მინისტრი;

§
სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში;

§
ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

§
სახაზინო სამსახურის უფროსი;

§
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი; და

§
საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი.

საბჭო შეიკრიბება მინიმუმ ერთხელ შეფასებამდე, რათა განიხილოს, თუ პროგრესი პირობების შესრულებაში და შეუძლია დააყენოს საკითხი პროგრამის განხორციელებაში ნებისმიერი მოდიფიკაციის საჭიროებაზე.

იმისათვის, რომ უზრუნველყოს პროგრამის სათანადო განხორციელება, საბჭო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს აღებული ვალდებულები, რათა:

1. ჩართოს ევროკომისია სახელმწიფოსა და დონორ ორგანიზაციებს შორის გამართულ ყველა დისკუსიასა და ინსტიტუციურ ღონისძიებებში, რომელიც შეეხება ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიას.

2. უზრუნველყოს, რომ პროგრამით მხარდაჭერილი სამინისტროებისა და ინსტიტუტების სტრუქტურისა და/ან დებულების ნებისმიერი გადახედვა მთავრობის მიერ, წინასწარ ეცნობოს ევროკომისიას; და

3. უზრუნველყოს, რომ ფინანსთა სამინისტრო და პროგრამის მხარდაჭერით მოსარგებლე სამინისტროები და ინსტიტუტები თავისი 2010 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტს დამტკიცებამდე გააცნობს ევროკომისიას.

საბჭო ასევე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობა ნებისმიერ დროს მიაწვდის ევროკომისიას (ევროკომისიის დელეგაციას, ევროკომისიის სურსათის უსაფრთხოების პროგრამის ტექნიკური დახმარების ჯგუფს, მოკლევადიან მისიებს) პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1 პუნქტში ნახსენებ გადარიცხვებთან დაკავშირებული საბანკო ამონაწერები;

ბ) პროგრამასთან დაკავშირებული სექტორების ხარჯების ამონაწერი (სახაზინო);

გ) პროგრამაში ჩართული უწყებების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშები (კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე სხვა შესაბამისი სამინისტროები: ფინანსთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო);

დ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები და ადმინისტრაციული დებულებები როგორც პროექტის, ისე საბოლოო ფორმით;

ე) ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტებთან დადებული ხელშეკრულებები და ანგარიშები;

ვ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მთავრობისა და სხვა დონორების სტრატეგიული დოკუმენტები და ანგარიშები, მათი როგორც პროექტები, ისე საბოლოო ვერსიები.

2.3.2 პროგრამით განსაზღვრული თანხის ჩამორიცხვის პირობები

სასურსათო უსაფრთხოების პროგრამით გათვალისწინებული თანხის ჩამორიცხვისთვის აუცილებელია ეკონომიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ზოგადი პირობების შესრულება და სპეციფიკური პირობების დაკმაყოფილება, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა კეთილდღეობის/დაცვის სექტორის რეფორმის პროცესთან. ეს პირობები მოცემულია დანართში.

2.4 შესყიდვები და ფინანსური პროცედურები ტექნიკური დახმარებისათვის

ყველა კონტრაქტის გაფორმება და შესრულება უნდა მოხდეს დაფინანსების შეთანხმების ზოგადი და სპეციფიკური პირობების შესაბამისად და აგრეთვე მოცემული ოპერაციის შესრულების მომენტისათვის ძალაში მყოფი კომისიის მიერ შედგენილი და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად.

3. შეფასება და აუდიტი

3.1. შემოწმება

პროგრამა შემოწმდება, რათა შეფასდეს ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში მოცემული ფიქსირებული ტრანშის ჩამორიცხვის პირობების შესრულება.

შემმოწმებელი მისიები ჩატარდება სპეციალურად ამ მიზნისათვის დაქირავებული დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ. პროგრამის ტრანსპარატნულობისა და ეფექტურობის მიზნებისათვის, ის ექსპერტები, რომელთაც რამენაირი შეხება ჰქონდათ პროგრამის (Action Fiche), პოლიტიკის მატრიცის და/ან ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების შემუშავებასთან, არ შეიძლება იყვნენ შემმოწმებელი მისიის წევრები.

ფიქსირებული ტრანშის გამოყოფისათვის აუცილებელი პირობების შეუსრულებლობა, რომლებიც ფასდება შესაბამისი კრიტერიუმებისა და ინდიკატორების საშუალებით, გამოიწვევს მთლიანი თანხის დაკარგვას.

იმ შემთხვევაში, თუ პირობების შესრულება ან ინდიკატორის მიღწევა ვერ მოხერხდება ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, შესაძლოა მოცემული პირობის ან ინდიკატორის უგულვებელყოფა როგორც შესრულების მაჩვენებელი.

ევროკომისია, თუ საჭიროდ თვლის იტოვებს უფლებას, ჩაატაროს დამატებითი შემოწმება (როგორიცაა აუდიტი, შეფასება მონიტორინგის მისიები და/ან შესაბამისობის ტესტირება) საქართველოში ამ პროგრამის განხორციელების პერიოდში.

3.2 ტექნიკური მხარდაჭერა

საქართველოს მთავრობას პროგრამის განხორციელებისათვის გაეწევა ტექნიკური დახმარება მონიტორინგის, რეპორტინგისა და მხარდაჭერისათვის. ევროკომისია განახორციელებს ტექნიკური დახმარებისათვის გამოყოფილი თანხების ადმინისტრირებას და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს ამ დახმარების ტექნიკურ დავალებას.

ტექნიკური დახმარება გამიზნულია ფართო რეფორმების პროცესის მხარდასაჭერად და იმ სფეროებისთვის, სადაც პოლიტიკისა და იურიდიული რჩევის და/ან სხვა მომსახურების საჭიროებები ერთობლივად არის გამოვლენილი მიმღები ინსტიტუტებისა და ევროკომისიის მიერ. ამ მიზნებისათვის გაწეული ტექნიკური დახმარება არ შეიძლება გახდეს ტრანშის გადმორიცხვის შემმოწმებელი მისიის ნაწილი.

პროგრამის ფარგლებში გაწეული ნებისმიერი ტექნიკური დახმარების ჯგუფზე გავრცელდება ჩარჩო შეთანხმების დებულებები (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 29 ნოემბერს).

პროგრამის მიზნები მხარდაჭერილი იქნება ასევე 2010 წლის II კვარტალამდე, EC-TACIS-ის „ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროპის ბავშვთა ტრასტი – Every child in consorcium with PSI & Arcadis BMB. პროექტი მიზნად ისახავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბავშვზე ზრუნვის სერვისის პროვაიდერთა ინსტიტუციონალური და კადრების ქმედუნარიანობის გაძლიერებას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავის შენობებში უსასყიდლოდ გამოყოფს საოფისე ფართს, ადგილობრივ სატელეფონო ხაზებს, ავეჯს, გათბობას, ელექტროობის ჩათვლით, რათა შესაძლებელი იყოს EC-TACIS-ის ტექნიკური დახმარების ეფექტურად განხორციელება.

4. საჯაროობა და თვალსაჩინოება

ევროკომისია უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე საჯარო გახადოს პროგრამის მიზნები და შედეგები მათი შინაარსისა და გავრცელების საშუალებების ტიპის მიუხედავად.

მთავრობა უზრუნველყოფს, რომ პროგრამაში ევროკომისიის წვლილი იყოს ისევე თვალსაჩინო, როგორც სხვა დონორების საქმიანობა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის სფეროში.

დანართები

1 – თანხების ჩამორიცხვა და განრიგი (მოიცავს თანხების ჩამორიცხვის ზოგად და სპეციფიკურ პირობებს)

დანართი: თანხების ჩამორიცხვა და განრიგი

წინამდებარე დანართი მოიცავს თანხის ჩამორიცხვის ოთხ მთავარ ელემენტს 1) პასუხისმგებლობა; 2) თანხის ჩამორიცხვის ინდიკატური განრიგი; 3) თანხის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები; 4) თანხის ჩამორიცხვის სპეციფიკური პირობები.

პასუხისმგებლობები

თანხის ჩამორიცხვის პირობების საფუძველზე, რაც მოცემულია დაფინანსების ხელშეკრულებაში, ფინანსთა სამინისტრო მოამზადებს ფორმალურ მოთხოვნას ევროკომისიის მიმართ ფიქსირებული ტრანშის გამოყოფაზე, იმ დროისთვის, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ A ცხრილში და მოიცავს (1) ტრანშის გამოყოფის სრულ ანალიზსა და დასაბუთებას სათანადო დოკუმენტაციის ჩათვლით: (2) ჩამორიცხვისათვის საჭირო სათანადოდ შევსებული და დამოწმებული ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმას.

ტრანშის გამოყოფის ინდიკატური განრიგი

ინდიკატური განრიგი მოცემულია ქვემოთ A ცხრილში

ცხრილი
A: ტრანშის გამოყოფის განრიგი (მილიონი ევრო)

ტრანშის ტიპი

2009

კვარტალი

I

II

III

IV

ფიქსირებული ტრანში

-

-

-

1.9

ჯამი

-

-

-

1.9

ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

ქვემოთ მოცემული ზოგადი პირობები განსაზღვრავს ტრანშის გამოყოფის პირობებს, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამ პირობების შესრულების შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

ცხრილი
B: ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

პირობა

კრიტერიუმი

დამადასტურებელი წყარო

ა) მაკროეკონომიკური სტაბილურობა

სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო

სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, როგორც ეს დასტურდება მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის IMF-ის მაკროეკონომიკური პროგრამის პროგრესით

● IMF,WB და EC ანგარიშები

● IMF-ის ანგარიშები Stand-by Arrangement-ის ფარგლებში

ბ) სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტი

სტაბილური სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მენეჯმენტი.

დამაკმაყოფილებელი პროგრესი საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრამის განხორციელებაში, რაც დასტურდება მათ შორის EC, WB ან IMF-ის შემოწმებით

● WB-ის ანგარიშები/ოქმები

● EC-ის PFM ანგარიშები

გ) პოლიტიკა და ეროვნული სტრატეგია

ბავშვებზე ზრუნვის რეფორმის თანმიმდევრული სამთავრობო საშუალოვადიანი პოლიტიკა და სტრატეგია

საქართველოს მთავრობის ბავშვზე ზრუნვისა სტრატეგიისა და 2009–2011 წლების ბავშვთა სამოქმედო გეგმის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი, რაც დასტურდება მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს 2009 წლის ბიუჯეტით და 2010 წლის საბიუჯეტო განაცხადით

● ბავშვთა სამოქმედო გეგმა 2009–2011;

● ბავშვთა კეთილდღეობის სამოქმედო გეგმა 2008–2011;

● შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების I და II კვარტალის ანგარიშები

● შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის საბიუჯეტო განაცხადი.

თანხის გამოყოფის სპეციფიკური პირობები

სპეციფიკური პირობები, რომლებიც მოცემულია ქვემოთ C ცხრილში ვრცელდება თანხის გამოყოფაზე და თანხის გამოყოფის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს თითოეულ ამ პირობასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები

ცხრილი C: ტრანშის გამოყოფის სპეციფიკური პირობები

პირობა

კრიტერიუმი

შესრულების ინდიკატორი

1. შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემების განვითარება და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დახმარების გაწევა.

(მხარდაჭერა ყველა იმ მიზნის მიღწევაში, რომელსაც ითვალისწინებს ბავშვთა სამოქმედო გეგმა 2008–2011)

1.1. მზრუნველობისა და მეურვეობის რეგიონული საბჭოს ფუნქციების, მოვალეობების და პროცედურების გაერთიანება საბჭოს დებულებაში და სმს-ის მიერ დამტკიცება და მეურვეობისა და მზრუნველობის წესდების პროექტის მომზადება.

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● მეურვეობისა და ზრუნვის საბჭოების დებულება, რომელიც მოიცავს მათ ფუნქციებსა და ვალდებულებებს

● მეურვეობისა და ზრუნვის წესდების პროექტი.

1.2 შეფასების სახელმძღვანელოები და პროცედურები შეთანხმებული სპეციალისტებთან, რომლებიც ჩართულნი არიან მეურვეობაში და რეგიონალურ მეურვეობისა და ზრუნვის ფუნქციებში და რეგიონალურ საბჭოში.

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● შეფასების სახელმძღვანელოები.

1.3. ტერიტორიულ დონეზე მეურვეებისა და მზრუნველების სტრუქტურების წარმომადგენელთა და რეგიონალური საბჭოს წევრების ტრენინგი.

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ტრენინგის მასალები და პროგრამები;

● ტრენინგის განრიგი, გრაფიკი და მონაწილეთა სია;

● ტრენინგების ჩატარების ანგარიშები.

2. მოთხოვნაზე, ინდივიდუალურ სერვისზე და სარგებელზე დაფუძნებული ინტეგრირებული სისტემის შემუშავება ბიოლოგიური ოჯახებისგან ბავშვების მოწყვეტის აღკვეთისათვის, ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე მთელ საქართველოში. (მხარდაჭერა 2008–2011 ბავშვთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში: სოციალური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დადებით, ინდივიდუალურ და ჰარმონიზებულ განვითარებას ხელმისაწვდომია ყველა იმ ბავშვისათვის, რომელსაც სჭირდება დახმარება);

2.1 ახალი სერვისის საჭიროების შეფასება ბავშვთა და ოჯახების მხარდასაჭერად პილოტირებული 2 რეგიონული ცენტრით.

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები;

● საჭიროებათა შეფასება ორი რეგიონისთვის.

2.2 ხარჯვითი გეგმის დამტკიცება 2011 წლამდე ყველა რეგიონის საჭიროების შეფასებისათვის

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ხარჯვითი გეგმა საჭიროებათა შეფასებისთვის დარჩენილ რეგიონებში.

2.3 ბავშვთა და ოჯახის სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 195-მდე, ბავშვთა იურისტების – 68-მდე, თერაპევტების, – 12-მდე, ფსიქოლოგების – 12-მდე, და ყველასთვის ტრენინგების ჩატარება

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები;

● მუშაკთა რეესტრი;

● სოციალური და ბავშვებზე მზრუნველი სხვა მუშაკებისათვის ჩატარებული ტრენინგის მასალები, გრაფიკი, განრიგი, მონაწილეთა სია.

2.4 დახმარების გაწევა შემწეობის სისტემის მეშვეობით, რათა ოჯახებმა თვითონ შეძლონ ბავშვებზე ზრუნვა, უკიდურესი სიღარიბისა და ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, ფულადი შემწეობების და ვაუჩერების საშუალებით

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები;

● ჯანდაცვის სამინისტროსა და სმს-ს ჩანაწერები/დოკუმენტები გადაწყვეტილებების შესახებ რეგიონალურ საბჭოსა და ბენეფიციართათვის გამოყოფილ თანხაზე

2.5 სულ მცირე 6 რეგიონში დღიური ზრუნვის ცენტრების დაარსება და ფუნქციონირება სულ მცირე 430 ბავშვისათვის

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები;

● ჯანდაცვის სამინისტროსთვის 2009 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნება;

● ჯანდაცვის სამინისტროს 2009 წლის ბიუჯეტის I და II კვარტალების შესრულების ანგარიში.

3. ადგილობრივ დონეზე სახელმწიფოს ზრუნვის სისტემის მიერ გაჭირვებული ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის, მოთხოვნაზე დაფუძნებული, ინდივიდუალური და განსხვავებული მომსახურების მიწოდება. (მხარდაჭერა 2008-2011 ბავშვთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში: სახელმწიფო, სხვადასხვა სექტორების მეშვეობით უზრუნველყოფს ემოციურ, ფსიქოსოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებას მზრუნველობასმოკლებული ბავშვებისათვის ოჯახურ ან ოჯახური ზრუნვის ანალოგიურ გარემოში)

3.1 ყველა რეგიონში ოჯახის შემცვლელი ზრუნვის სერვისის ხელმისაწვდომობა და მისი განვრცობა სრულად დაფინანსებული ოჯახების მცირე ჯგუფზე, სულ მცირე, 120 ბავშვისათვის

●  ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ოჯახების მცირე ჯგუფი, სადაც შესაძლებელი იქნება 120 ბავშვის განაწილება და, რომელიც მოიცავს ყველა რეგიონს

● 2009 წლის ბიუჯეტის I და II კვარტალების შესრულების ანგარიში

● ცვლილებების კანონპროექტები, რომლებიც ეხება გადაუდებელ/მოკლევადიან ზრუნვას

3.2 არაოჯახური ტიპის ზრუნვის დაწესებულებების დახურვის სამწლიანი გეგმის განხორციელება (და ბავშვთა რიცხოვნობის შემცირება ამგვარ დაწესებულებებში), სულ მცირე, ერთ დახურულ ინსტიტუტში არსებული ბავშვების შეფასების საფუძველზე

●  ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● სამწლიანი გეგმა არაოჯახური ტიპის საცხოვრებელი ორგანიზაციების დახურვისათვის

● ორგანიზაციების შეფასების კრიტერიუმები

● ანგარიში ერთი ორგანიზაციის დახურვაზე

3.3 ბავშვზე ზრუნვის ეროვნული სტანდარტების გამოყენება ყველა რეზიდენტული ზრუნვის პროვაიდერებისთვის და მათზე ლიცენზირების მოთხოვნებისა და ზრუნვის რეგულაციების გავრცელება

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები;

● დამტკიცებული ბავშვთა ზრუნვის სტანდარტები, რომელიც მოიცავს ლიცენზირების ვალდებულებას მომსახურებაზე და სტანდარტების შემუშავების ფაზებს;

● ტექნიკური დავალება და გრაფიკი სამუშაო ჯგუფისათვის რათა შეიმუშაონ გეგმა ბავშვებზე ზრუნვის სტანდარტების ფაზებად ინსპექტირებაზე 2010 წლის ივნისისთვის

3.4 სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის რეგულარული სავალდებულო შეფასების პროცედურის შემუშავება ბიოლოგიურ ოჯახებში ბავშვთა დაბრუნების მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში და დროულად

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული წესებისა და ბავშვებზე ზრუნვის ეროვნული სტანდარტების შემოწმების პროცედურები

3.5 მონაცემთა შეგროვების ინიციირება, რომელიც საჭიროა პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისათვის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრების დამწყების მხარდასაჭერად

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● იმ პირების რეგისტრაცია, რომლებიც აღარ საჭიროებენ მზრუნველობას 2009 წელს და მათი გეგმები განათლებასა და/ან ცხოვრებაზე

4. ბავშვთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი განვითარება, რომელიც აღასრულებს კანონმდებლობას და აამოქმედებს რეფერალისა და ინტერვენციის სისტემას (მხარდაჭერა 2008-2011 ბავშვთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევაში: საქართველოში ყველა ბავშვი სახელმწიფოს მიერ დაცულია ყველა ტიპის სიმკაცრისგან, ექსპლოატაციისა და უყურადღებობისგან.)

4.1 8 ცენტრში მუშაკების ტრენინგი და ბავშვთა დაცვის რეფერალისა და რეაგირების პროცედურების ტესტირება

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● რეფერალის ცენტრების პილოტირება

● თვიური ანგარიში რეფერალის რიცხოვნობაზე

● რეფერალისა და რეაგირების პროცედურებზე დასრულებული ტრენინგის პროგრამის მასალები, განრიგი, მონაწილეთა სია.

4.2 ბავშვთა დაცვისა და რეფერალისა და რეაგირების პროცედურები, რევიზიის პროცესის განვითარება

●  ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ბავშვის დაცვისა და რეფერალის პროცედურები (რომელიც მოცემულია სატრენინგო მასალაში)

● კვარტალური საკოორდინაციო შეხვედრების ოქმები.

5. შესაბამის სამინისტროებში ეფექტური მართვის სტრუქტურების ჩამოყალიბება და დაფინანსების მექანიზმების შემუშავება, რათა გაგრძელდეს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა.

5.1 განათლების სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროში ბავშვთა კეთილდღეობის პასუხისმგებლობის დროულად გადატანა, იმ სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია GCCPD-ს მიერ და რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სერვისების მიწოდების შეფერხებას.

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● 2009 წლის ბიუჯეტის ასიგნებები და 2009 წლის ბიუჯეტის I და II

● კვარტალის ანგარიშები;

ოპერატიული მხარდაჭერის სერვისები.

5.2 მეურვეობისა და ზრუნვის რეგულაციების განსაზღვრა და მათი შეტანა ჯანდაცვის და სმს-ს დებულებებში.

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● მეურვეობისა და მზრუნველობის რეგულაციები.

5.3 ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 3 წლიანი დაფინანსების გეგმის მომზადება და მისი გათვალისწინება 2010-2013 წლების საბიუჯეტო განაცხადში

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ჯანდაცვის დაფინანსების 3-წლიანი გეგმა

● 2010-2013 წლების საბიუჯეტო განაცხადი.

5.4 ბავშვთა მომსახურების დაფინანსების მოქნილი სისტემის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ზრუნვის სტანდარტებსა და პირობებს

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● ვაუჩერების სისტემა, რომელიც ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს შეიძინონ რეგისტრირებული მხარდაჭერის სერვისები

● გაზრდილი დაფინანსება რეგისტრირებული მხარდაჭერის სერვისებისთვის

● რეგისტრირებული მხარდაჭერის სერვისის ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდა 2008 წელთან შედარებით.

6. საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იმ ამოცანებისა და მეთოდების მიმართ, რომლითაც განხორციელდება მთავრობის ბავშვთა კეთილდღეობის/დაცვის პროგრამა.

6.1 საზოგადოებრივი ურთიერთობების კამპანიის განხორციელება შვილად აყვანის ხელშეწყობისთვის

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები;

● შვილად აყვანის კამპანიის სტრატეგიის შეთანხმება

● კამპანია შვილად აყვანაზე – მედია- პრეზენტაცია (საგაზეთო/ჟურნალის სტატიები, რეკლამები და სხვა)

6.2 საზოგადოებრივი ურთიერთობების კამპანიის განხორციელება ბავშვთა სამოქმედო გეგმისა და ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობისათვის, დაფინანსება შეთანხმებულია

● ჯანდაცვის სამინისტროს პროგრესი/შიდა მონიტორინგის ანგარიშები

● შეთანხმებული საზოგადოების ინფორმირების პროგრამ