25.1.დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციებს შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, არბიტრაჟის მეშვეობით.

25.2. ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.

25.3. იმ შემთხვევაში თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება, მიიღება ხმათა უმრავლესობით სამი თვის განმავლობაში.

25.4. ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების განსახორციელებლად.

[1]

ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციები ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტების ზოგადი პირობების შესახებ N 1638/2006.

[2]

დაახლოებით EU-ს და EIB-ის დაფინანსების ნახევრის 70% (166,667,000 ევრო) დაფინანსებული თანაბარპროპორციულობის პრონციპით.

[3]

http://ec.europa.eu/europeaid/work/visibility/index_en.h