25.1. დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დავა, რომლის გადაწყვეტა არ მოხდება ექვსი თვის განმავლობაში მხარეებს შორის, წინამდებარე ზოგად პირობებში წარმოდგენილი მუხლი 21-ის დებულებების საფუძველზე გამართული კონსულტაციების შესაბამისად, შეიძლება გადაწყდეს არბიტრაჟის მეშვეობით, თუ ამას რომელიმე მხარე მოითხოვს.

25.2. ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ, არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში, უნდა დანიშნოს არბიტრი. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებმა არბიტრაჟის მუდმივი სასამართლოს (ჰააგა) გენერალური მდივანს  შეიძლება მოთხოვონ მეორე არბიტრის დანიშვნა. ორმა არბიტრმა, თავის მხრივ, უნდა დანიშნონ მესამე არბიტრი 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებმა არბიტრაჟის მუდმივი სასამართლოს გენერალური მდივანს  შეიძლება მოსთხოვონ მესამე არბიტრის დანიშვნა.

25.3.თუ არბიტრები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, გამოყენებული უნდა იქნეს  არბიტრირების მუდმივი სასამართლოს მიერ გაწერილი პროცედურა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მომცველი არბიტრირების არჩევითი წესები. არბიტრების გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს ხმათა უმრავლესობით სამი თვის ვადაში.

25.4. თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს არბიტრის გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის საჭირო ზომები.

[1] წარუმატებელი სატენდერო წინადადებების გამორიცხვა, შესყიდვების პროცედურების დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ.

[2] წარუმატებელი აპლიკაციების გამორიცხვა გრანტის პროცედურის დახურვიდან სამი წლის შემდეგ.

დაფინანსების ხელშეკრულების დანართიn° ENPI/2013/335-432

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

მიმღებიქვეყანა / რეგიონი

საქართველო

თხოვნის გამგზავნი ორგანო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ბიუჯეტის სათაური

21.035100

დასახელება

მთლიანი ღირებულება

80,000,000 ევრო, საიდანაც8,000,000 ევრო ფინანსდება სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF)

დახმარებისმეთოდი /
მართვისსახე

პროექტის მიღწევები

ნაწილობრივ დეცენტრალიზებული მენეჯმენტი

DAC-CODE

14030

სექტორი

ძირითადი სასმელი წყლით მომარაგება და ძირითადი წყალარინება

1 ისტორია

სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტი (NIF) არის  ENPI-ის რეგულირებით წარმოშობილი დაფინანსების საშუალება.მისი მიზანია ევროკავშირის საგრანტო მხარდაჭერა წევრი ქვეყნების მიერ ევროპის მრავალმხრივი განვითარების – დაფინანსების და ასევე, ორმხრივი განვითარების დაფინანსების ინსტიტუტებიდან წარმართული საკრედიტო ოპერაციების უზრუნველყოფა. NIF ამტკიცებს გრანტებს საინვესტიციო თანადაფინანსებისათვის, სესხის საგარანტიო ღირებულების დაფინანსებისათვის, სარისკო კაპიტალის ოპერაციებისათვის და ტექნიკური მხარდაჭერის პაკეტისათვის. მისი მიზანია დააკავშიროს ევროკავშირის გრანტები და სესხები ევროპული საფინანსო ინსტიტუტების კონსორციუმიდან, რათა ENPI რეგიონში დააფინანსოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები.

NIF-ის წილი 8 მილიონი ევროს ოდენობით პროექტისათვის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია – მეორე ფაზა“ („პროექტი“)დამტკიცდა 2012 წლის25 ოქტომბერს NIF-ის მმართველთა საბჭოს მიერ, მისი საოპერაციო შეხვედრის დროს.

2 აღწერა

2.1.მიზნები

პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების მხარდაჭერა – 2015 წლისათვის გაანახევროს იმ მოსახლეობის ოდენობა, რომელსაც ხელი არ მიუწვდება უწყვეტ და უსაფრთხო სასმელ წყალზე, ისევე როგორც ძირითად წყალარინებაზე.სამომავლო გეგმის სახით, საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ იღებს ვალდებულებას 24-საათიანი გრაფიკით, უწყვეტი და უსაფრთხო წყლის მიწოდებით უზრუნველყოს ქალაქის ტიპის დასახლების თითოეული ოჯახი 2020 წლამდე.

პროექტის კონკრეტული მიზნებია არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, მასში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა (რაც გულისხმობს, უფრო ხშირ, ან უკეთეს შემთხვევაში, მუდმივ მიწოდებას) და ქსელში წყლის დანაკარგების შემცირება, რათა ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესს.

საინვესტიციო სქემების მეშვეობით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად, პროექტი შემდეგ ძირითად მიზნებს მიაღწევს:

მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება, წყალმომარაგების დაფარვის ზონის გაზრდა და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფა, რის შედეგადაც შემცირდება მოსახლეობის დაავადების რისკი; და

ცხოვრების დონის ამაღლება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება.

NIF-ის გრანტი დამატებითი ხელსაწყოების წარმოდგენით გაუადვილებს საქართველოს აღებული ვალდებულების შესრულებას, რაც მოიცავს ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებულ საჭირო აქტივობების განხორციელებას წყლისა და ჩამდინარე წყლის სფეროში.

2.2. მოსალოდნელიშედეგები

ეს პროექტი წარმოადგენს EIB-ის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროექტის" გაგრძელებას, რომელიც თანადაფინანსებული იყო EIB-ისა და NIF-ის მიერ 2010 წელს. NIF-ის ოთხმილიონ ევროიანი ფინანსური დახმარება გამოყოფილ იქნა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" კომპეტენციის გაღრმავების აქტივობებისთვის, ისევე როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გამგებლობაში მყოფ რამდენიმე ქალაქში განსახორციელებელი ინვესტიციებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად. EIB-ის სესხი გამოყენებულ იქნა წყლის სფეროში საინვესტიციო სქემების შესამუშავებლად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების არეალში, რაც მიზნად ისახავდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას.

ამ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად უჭერენ მხარს EIB და აზიის განვითარების ბანკი (ADB), პროექტი დააფინანსებს ახალ ან/და მომდევნო საინვესტიციო სქემებს წყლის სფეროში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გამგებლობაში მყოფ 28 ქალაქში, რომლებიც არ წარმოადგენდნენ პირველი ფაზის სამიზნე ჯგუფს ან უკვე ისარგებლეს EIB-ის სესხით პირველ ფაზაში. გამონაკლის შემთხვევებში და EIB-ს წინასწარი თანხმობით, პროექტს შესაძლოა გამოაკლდეს, ჩაენაცვლოს ან/და დაემატოს ახალი ქალაქები, როგორც ეს ნახსენებია EIB-სთან გაფორმებულ საფინანსო ხელშეკრულებაში. კომისიას უნდა ეცნობოს შეტანილი ცვლილებების შესახებ ყოველწლიური პროგრესის ანგარიშების მეშვეობით.

პროექტის მიზნების პროგრესის ზედამხედველობისთვის წინასწარ იქნება შეთანხმებული ობიექტურად შემოწმებადი მაჩვენებლების წყება. პროექტის დაწყებამდე ამ მაჩვენებლებისთვის განისაზღვრება ამოსავალი წერტილი.

2.3.საქმიანობა

პროექტი მოიცავს პრიორიტეტულ საინვესტიციო სქემებს წყალმომარაგებისა და წყალარინებისთვის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების არეალში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ეფექტურობის გაზრდა, მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და გარემოს დაცვა. პროგრამა შედგება სხვადასხვაგვარი სქემისაგან, რომლებიც საჭიროებენ ექს-ანტე განხილვას EIB-ის მიერ და ასევე ცალკეული სქემებისაგან, რომლებიც სხვა წყაროთი ფინანსდება (ADB). თითოეული სქემის ტექნიკური კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ აღწერილობას:

·   კვლევა და დიზაინი;

·    ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა;

·   რეაბილიტაცია, განახლება ან წყლის რესურსების ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, წყლის გადაცემისა და გავრცელების სისტემები;

·   წყლის გამწმენდი ნაგებობების განახლება, ჩამდინარე წყლის შეგროვების სისტემები, ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობები;

·  წყლის ერთიანი აღრიცხვა და მომხმარებელთა გამრიცხველიანება;

·  წყლისა და ენერგო-ეფექტურობის ზომების მიღება;

·  აგრეგატები და მძიმე ტექნიკა, მათ შორის კონკრეტული მიზნებისთვის შექმნილი მანქანები, როგორიცაა საკანალიზაციო მილების გამწმენდი სატვირთოები და ექსკავატორები;

·  გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა და მოდელირების პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფა;

· დიაგნოსტიკური აღჭურვილობა;

·  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნაგებობები.

თითოეული სქემის დეტალური აღწერა ექს-ანტე დამტკიცებული უნდა იყოს EIB-ის მიერ, მასთან წარმოდგენილ მიკროფიშზე დაყრდნობით.

2.4 მდებარეობა

საქართველო. პროექტით განსაზღვრული 28 ქალაქი მდებარეობს შემდეგ რეგიონებში:

სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია; იმერეთი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; კახეთი; შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი. გამონაკლის შემთხვევებში და EIB-ის წინასწარი თანხმობით, პროექტს შესაძლოა გამოაკლდეს, ჩაენაცვლოს ან/და დაემატოს ახალი ქალაქები.

2.5 ხანგრძლივობა

ხელშეკრულების აღსრულების პერიოდია 66 თვე. ეს აღსრულების პერიოდი შედგება ორი ფაზისაგან, როგორც ეს გაწერილია ზოგადი დებულებების 4.1 მუხლში (წინამდებარე ხელშეკრულების დანართი I):

საოპერაციო შესრულების ფაზა, რომელიც იწყება საფინანსო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან და გაგრძელდება 42 თვის მანძილზე. ამ ფაზის განმავლობაში ტარდება პროექტის ყველა ძირითადი ღონისძიება, პროექტის განხორციელების მომზადებისა და დაგეგმვის ჩათვლით. იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ იყო ჩატარებელი შესრულების პერიოდის დაწყების თარიღამდე.

დასკვნითი ფაზა, 24 თვიანი პერიოდით, რომელიც იწყება საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებიდან. ამ ფაზისგანმავლობაში ხორციელდება პროექტის საბოლოო დახურვისათვის საჭირო ყველა ღონისძიება.

ზოგადი პირობების მე-9 მუხლის (წინამდებარე შეთანხმების დანართიI) შესაბამისად დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების კონტრაქტების გაფორმება უნდა მოხდეს დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამი წლის განმავლობაში (გარდა აუდიტის და შეფასების კონტრაქტებისა). ეს ვადა არ შეიძლება გაგრძელდეს („დახურვის პირობა’).

თუმცა, რამდენადაც ეს არის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტი და არ განსაზღვრავს NIF-იდან კონკრეტული თანხების ასიგნებას, NIF-ის წილისთვის გამოყენებული იქნება მიახლოებითი გამოთვლის ხერხი, რაც გულისხმობს, რომ პროექტის განხორციელების პირველ სამ წელში გაფორმებული პირველი ხელშეკრულებები შეიძლება ჩაითვალოს NIF-ის მიერ დაფინანსებულად.

3. განხორციელება

3.1 ორგანიზაციული სტრუქტურა და მოვალეობები

(ა) ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურა

პროექტის განმახორციელებელი ერთეული არის მუნიციპალური განვითარების ფონდი („პროექტის განმახორციელებელი ერთეული“), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობის სახელით და წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს წყლის სექტორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის მოვალეობები შემდეგნაირად ნაწილდება:

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია:

·  პროექტების ზოგადი კოორდინირება და ზედამხედველობა;

·   EIB-სთან მჭიდრო ურთიერთობა წყლის სექტორის საკითხებთან დაკავშირებით (მაგ., ტარიფები, რეგულაციები, ინსტიტუციონალური საკითხები);

·  იდენტიფიკაცია/პრიორიტიზაცია და ცალკეული საინვესტიციო სქემების პირველადი შეფასება;

·  ცალკეული საინვესტიციო სქემების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;

·  დეტალური დიზაინი;

·    ნებართვების მენეჯმენტი (მაგ., გარემოსთან დაკავშირებული ნებართვები, სამშენებლო ნებართვები) მუნიციპალური განვითარების ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით;

· სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილის მომზადება (BOQ, ნახაზები და ა.შ.);

·  ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ანგარიშების წარდგენა (კვარტალური/თვიური);

·  ყოველ ნახევარ წელიწადში პროექტის პროგრესის ანგარიშების წარდგენა EIB-სთვის, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის შენიშვნებით;

·  მშენებლობის ზედამხედველობა;

·  კეთილსინდისიერი თანამშრომლობა ნებისმიერი ტექნიკური მხარდაჭერის კონსულტანტთან პროექტის ფარგლებში;

·   მჭიდრო თანამშრომლობა EIB-სთან ტექნიკურ საკითხებში, მათ შორის ტექნიკური სახელმძღვანელო პრინციპების განვითარებაში პროექტების დიზაინის მოსამზადებლად.

პროექტის განმახორციელებელი ერთეული (მუნიციპალური განვითარების ფონდი):

·   სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო შედგენა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური შენიშვნების გათვალისწინებით;

·  სატენდერო პროცესის მენეჯმენტი (სატენდერო შეტყობინება, ტენდერის გახსნა, ტენდერის შეფასება);

·   მშენებლობასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მენეჯმენტი (ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკება, გადაცემა და ზედამხედველობა);

·   ნებართვების მენეჯმენტში დახმარება (მაგ., გარემოსთან დაკავშირებული ნებართვები, სამშენებლო ნებართვები) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით;

·   მშენებლობის ზედამხედველობა (საჭიროებისამებრ განხორციელება ან შეძენა) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

· ხარჯების მენეჯმენტი;

·  კონტრაქტორებისთვის გადახდა;

·  ანგარიშების (კვარტალური/თვიური) წარდგენა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარსადგენ კონსოლიდირებულ ანგარიშში შესატანად;

·   ყოველ ნახევარ წელში პროექტის მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წარსადგენ კონსოლიდირებულ ანგარიშში შესატანად;

პროექტის განმახორციელებელი ერთეული შენარჩუნებული იქნება პროექტის აღსრულების პერიოდში. იგი დაკომპლექტებული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდის კვალიფიციური თანამშრომლებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან შესაფერისი რესურსებით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ეფექტური და ქმედითი შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა ოპერაციების მენეჯმენტისთვის, რომელიც მოიცავს უფლებამოსილი მოხელისა და პასუხისმგებელი მოხელის ან შესაბამისი ფუნქციების მქონე მოხელის მოვალეობათა ეფექტურ განაწილებას.

(ბ) სამუშაოების დელეგირება

კომისია ახდენს შემდეგი დავალებების დელეგირებას EIB-სთვის, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კონრად ადენაურეის ბულვარში, 98-100, 2950 ლუქსემბურგი:

1. შესყიდვების და კონტრაქტით გათვალისწინებული პროცედურების ექს-ანტე კონტროლი, როგორც გაწერილია პუნქტში 3.3.2

2. გადახდებისთვის ხელის არშეშლა NIF-ის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის“ მეორე ფაზის ანგარიშიდან კონტრაქტორებისათვის.

3. პროექტის საერთო ტექნიკური და ფინანსური საკითხების შესრულების ვადების კონტროლი, მათ შორის პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთსა და საბოლოო ანგარიშების წარდგენისას ხელის არ შეშლა (როგორც ტექნიკური, ისევე ფინანსური კუთხით)

4. გარე აუდიტებისთვის ხელის არშეშლა, როგორც ეს გაწერილია მუხლში 4.3 (ბ)

განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება კომისიასა და EIB-ს შორის, EIB-სთვის დელეგირებული ამოცანების დეტალურად აღსაწერად. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეგზავნება სამინისტროს ინფორმაციისთვის.

(გ) ანგარიშგება

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული შენიშვნებითურთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კომისიას უნდა გადაუგზავნოს ყველა მონიტორინგის ანგარიშის ასლი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ყოველ ნახევარ წელში EIB-სთან შეთანხმებული და მის მიერ დამტკიცებული ნიმუშების საფუძველზე, სანამ მთლიანად არ დასრულდება პროექტი. ანგარიშებში შევა ტექნიკური შეფასება, ფინანსური ანგარიში (ევროში) და გამჭვირვალობის კომპონენტი.

დამატებით, კომისია იტოვებს უფლებას ბენეფიციარისაგან ან საბოლოო ბენეფიციარისაგან მოითხოვოს სპეციალური ანგარიშის წარდგენა.

4.2.პროექტის ბიუჯეტი

პროექტის საერთო ღირებულება შეფასებული არის 80 მილიონ ევროდ, საიდანაც 8 მილიონი ევრო დაფინანსდება ევროკავშირის მთავარი  ბიუჯეტიდან  NIF-ის მეშვეობით. დანარჩენი დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება სესხებით EIB-დან (40 მილიონი ევრო) და აზიის განვითარების ბანკიდან (32 მილიონი ევრო)[1].

პროექტის ხარჯების წინასწარი ჩაშლა შემდეგია (ოდენობა მოცემულია მილიონ ევროში):

ევროკავშირის ბიუჯეტი[2]

EIB

ADB

ჯამი

სამუშაოები, აღჭურვილობა და მატერიალური საშუალებები

8

40

30.2

78.2

ტექნიკური მხარდაჭერა

0

1.8

1.8

80

თუ NIF-ის მიერ თანადაფინანსებული კომპონენტების საერთო ღირებულება გაიზრდება ნებისმიერი მიზეზით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ხსენებული პროექტის  კომპონენტების შესრულებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება.

3.3. პროექტის ბიუჯეტის მობილიზება

1.1.1    დეცენტრალიზაციის დონე

პროექტი განხორციელდება ნაწილობრივ დეცენტრალიზებული მოდელის მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-ანტე და ექს-პოსტ ამოცანების დელეგირებით.

1.1.2  შესყიდვების პროცედურები

წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების მუხლი 9.1.1-ის შესაბამისად, დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ყველა ქმედების კონტრაქტი დაიდება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) მიერ კონტრაქტის მინიჭების კომპანიებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოში გაწერილი შესყიდვების წესის მიხედვით, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა უზრუნველყოს, სამეზობლო საინვესტიციო ხაზის მიერ დასაფინანსებელი პროექტის კომპონენტების შესყიდვების პროცესის მონიტორინგი და მიმოხილვა, ბანკის შესყიდვების წესების მიხედვით, წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკუთარი რესურსებით დაფინანსებული საქონლის, მომსახურებების და/ან სამუშაოების შესყიდვის პროცედურების შესაბამისად.

1.1.3  ფინანსური მოდალობები

სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის ფინანსური დახმარება 8, 000, 000 ევრო შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:

(ა) პირველი გადახდა კომისიის მიერ

კომისიამ უნდა გადაიხადოს სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის მთლიანი დახმარების (8, 000, 000 ევრო) ორ (2) თანმიმდევრულ ტრანშად ევროში, მიმღების მიერ სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის ფინანსური დახმარების მისაღებად გახსნილ ანგარიშზე (შემდეგში „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიში“).

აღნიშნული, არა-ფინანსური ინტერესის მქონე ანგარიში გაიხსნა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში. ანგარიშის მართვა მოხდება PIU-ს მიერ. ევროპის საინვესტიციო ბანკი აგრეთვე გამოყოფს სესხს რამდენიმე ტრანშად, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გახსნილ ანგარიშზე.

პირველი, დაფინანსებისწინა გადახდა 4,000,000-ის ევროს სახით, კომისიამ უნდა გადაიხადოს „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე, მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

1.  წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულება ვალიდურად ხელმოწერილია და ძალაშია;

2.  სასესხო ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკთან ვალიდურად ხელმოწერილია და ძალაშია და აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული თანხები ხელმისაწვდომია გამოყოფისთვის;

3.კომისიამ მიიღო საგადახდო მოთხოვნა მიმღებისგან.

(ბ) მეორე გადახდა კომისიის მიერ

მეორე, დაფინანსებისწინა გადახდა 4,000,000 ევროს სახით კომისიამ უნდა გადაიხადოს „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე, მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

·  წინამდებარე ხელშეკრულების კარი 4.3 (ბ)-ის თანახმად პროექტის განმახორციელებელი ერთეულის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი გარე აუდიტორი დაამოწმებს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნამდვილად გაიღო ხარჯები (საქართველოში გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების რაოდენობა) და განახორციელა გადახდა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშიდან არანაკლებ 2, 800, 000 ევროს ოდენობით[3];

·  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კომისიას უზრუნველყოფს შეთანხმებული ინდიკატორების სიით, მათი საბაზისო ხაზით და განახლებული ღირებულებებით, როგორც ეს შეთანხმებულია მუხლი 2.2.-ით.

·  გარე აუდიტის მიერ მომზადებული შედეგების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დაუდასტურებს ევროკავშირის დელეგაციას, რომ „სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშიდან გადახდებმა მიაღწია ზევით მოცემულ საჭირო დონეს და რომ შემდგომი გამოყოფისთვის საჭირო ყველა შესაბამისი პირობა სრულდება დაფინანსების ხელსეკრულების ფარგლებში;

·   მიმღების მიერ საგადახდო მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელსაც თან ერთვის ზემოთ ნახსენები დადასტურება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, კომისიამ უნდა მოახდინოს მეორე დაფინანსებისწინა გადახდა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე. აღნიშნული გადახდის შესახებ ეცნობება მიმღებს, პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (მუნიციპალური განვითარების ფონდი) და ევროპის საინვესტიციო ბანკს.

(გ) გადახდა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი - წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II-ის ანგარიშიდან კონტრაქტორებისთვის

სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის კომპონენტების განსახორციელებლად გაღებული ხარჯების დამადასტურებელი ყველა ინვოისის გადახდა მოხდება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) მიერ, სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი - წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II-ის ანგარიშიდან. თითოეული გადახდა უნდა განხორციელდეს კონტრაქტორის მიერ, აღნიშნულ კონტრაქტორსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის წარდგენილი ინვოისის საფუძველზე. აღნიშნული ანგარიშიდან განხორციელებული თითოეული გადახდა დაექვემდებარება ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-პოსტ კონტროლს.

სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი - წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II-ის ანგარიშზე არსებული თანხების გამოყენება მოხდება ექსკლუზიურად პროექტის განხორციელებისთვის და, განსაკუთრებით კი, ევროპის საინვესტიციო ბანკის საფინანსო კონტრაქტის ტექნიკურ განმარტებებში მოცემული, დაფინანსებას დაქვემდებარებულ საგნებზე, კონტრაქტის ფარგლებში გამოწერილი იმ საგანთა ინვოისების გადახდისთვის, რომელთა შეძენა მოხდა ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით, აღნიშნული ბანკის შესყიდვების გზამკვლევის გათვალისწინებით.

თითოეული ინვოისი, რომელიც გადახდილია კონტრაქტორებისთვის სამუშაოს, აღჭურვილობის და მარაგის შესრულებისთვის, მოქმედად უნდა ჩაითვალოს ერთდროულად, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი რესურსებიდან პროექტამდე, მათი შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულებების მიხედვით. ერთდროულად განხორციელების წესიდან გამონაკლისის სახით, აუდიტირებისა და გამჭვირვალობის ხარჯების დაფარვა მოხდება მხოლოდ სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის ფინანსური წვლილიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-ანტე კონტროლით.

(დ) სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშის დახურვა:

პროექტის ფიზიკურად დასრულებისას, პროექტის განმახორციელებელი ერთეული დაიქირავებს სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშის აუდიტს, წინამდებარე ხელშეკრულების თავი 4.3. (ბ)-ის შესაბამისად.

აღნიშნულ აუდიტირების ანგარიშზე დაყრდნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი  მიმღებსა და კომისიას აცნობებს პროექტის საბოლოო ღირებულებას, რომელიც ექვემდებარება სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის დაფინანსებას. ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა დაადასტუროს, რომ პროექტი დასრულდა დაგეგმილის შესაბამისად და კომისიას გადასცეს პროექტის დასრულების ანგარიშის ასლი, მასზე თანხმობასთან ერთად.

სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშზე დარჩენილი ბალანსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რაიმე სახის არაუფლებამოსილი გადახდა, რომელიც წარმოდგება აუდიტორული შემოწმებიდან, დაუბრუნდება კომისიას მის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების პროპორციულად.

სამეზობლო-საინვესტიციო ხაზი – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება – ფაზა II-ის ანგარიშის დახურვა ამ დროს უკვე შესაძლებელია.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი წარმატებით ვერ განხორციელდება ან არ მოხდება ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხის გამოყენება ან გაუქმება, ან დაირღვევა წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა, კომისია უფლებას იტოვებს, გადაამოწმოს, შესაძლებელია თუ არა სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის გრანტის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება და შესაბამისად, კომისიისთვის დაბრუნება.

აღნიშნული თანხების მოთხოვნისამებრ დაუბრუნებლობის შემთხვევაში, კომისიამ განაცხადი უნდა შეიტანოს მოწინააღმდეგესთან პროცესის დაწყებაზე ანგარიშების გამოთავისუფლების პროცედურებისა და ფინანსური გამოსწორების მექანიზმების, განსაკუთრებით კი თანხის გამოყოფის მეშვეობით თანხის აღდგენის კუთხით.

4. მონიტორინგის შეფასება და აუდიტი

პროექტის აუდიტირების შეფასება უნდა განხორციელდეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გათვალისწინებული პროცედურებისა და მისი კონტროლის ქვეშ.

კომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ხელმოწერილი განხორციელების ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს კონტროლის ამოცანათა დელეგირების შესახებ დებულებებს. მიუხედავად ამისა, კომისია, მთელი პროექტის განმავლობაში იტოვებს მონიტორინგის, აუდიტირების და შეფასების მისიების განხორციელების უფლებას საკუთარი ინიციატივით და ბიუჯეტით.

4.1. მონიტორინგი

(ა) ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგი იქნება პროექტის განმახორციელებელი ერთეულის (მგფ) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პასუხისმგებლობების უწყვეტი პროცესი.

(ბ) ევროპის საინვესტიციო ბანკი ორგანიზებას გაუწევს ყოველწლიურ მონიტორინგის „მისიას“ და წინასწარ აცნობებს კომისიას აღნიშნული მისიების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მათ მონაწილეობა სურთ. ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა მიაწოდოს კომისიას მისი ყველა მონიტორინგის ანგარიში.

(გ) გარდა ამისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, კომისიის მიერ განსაზღვრული კომპატენციათა ჩამონათვალისთვის დაქირავებულმა დამოუკიდებელმა კონსულტანტებმა, შეიძლება ჩაატარონ გარე მონიტორინგი შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემის საფუძველზე (“ROM”), რომელიც დაიწყება პროექტის აქტივობების დაწყებიდან ექვს თვეში და დასრულდება  ოპერაციული განხორციელების ფაზიდან, ყველაზე გვიან 6 თვით ადრე.

(დ) კომისია იტოვებს უფლებას, რომ მოსთხოვოს პროექტის განმახორციელებელ ერთეულს (მგფ), განსაკუთრებული ანგარიშების წარდგენა.

4.2. შეფასება

(ა) შეფასების განხორციელება დაეკისრება ევროპის საინვესტიციო ბანკს, მის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მიმღების ყოველწლიურს მონიტორინგს მანამ, სანამ არ მოხდება ევროკავშირის საინვესტიციო ბანკის სესხის ხელახლა გადახდა.

(ბ) გარდა ამისა, უშუალოდ კომისიის მიერ, კონკრეტულ კომპეტენციათა ჩამონათვალის გათვალისწინებით დაქირავებულმა დამოუკიდებელმა კონსულტანტებმა შეიძლება ასევე განახორციელონ გარე შეფასებები (განსაკუთრებით სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის გლობალური შეფასების ჩარჩოში).

4.3. აუდიტირება და შიდა კონტროლი

(ა) პროექტის განმახორციელებელი ორგანოზაცია (მგფ) უზრუნველყოფს მართვის ოპერაციების შიდა კონტროლს, ისევე, როგორც მოვალეობათა გადანაწილებას უფლებამოსილ ოფიცერსა და პასუხისმგებელ ოფიცერს შორის ან მათ ეკვივალენტურ ფუნქციებს შორის.

(ბ) ფინანსური ამონაწერის სერტიფიცირება, რომელიც საჭიროა მეორე დაფინანსებისწინა საგადახდო მოთხოვნისთვის, ისევე, როგორც სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის ფინანსური ამონაწერის საბოლოო აუდიტი, უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი გარე აუდიტის მიერ, რომელიც მისაღებია ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის და შეძენილი და დაკონტრაქტებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ფინანსური ამონაწერის დასამოწმებლად, აუდიტორებმა უნდა შეამოწმონ სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის და მასთან დაკავშირებული ხარჯების საჭიროება. დადასტურებისა და აუდიტირების  ხარჯები უნდა დაფაროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშიდან.

მიუხედავად ამისა, ყველა კონტრაქტის მინიჭება ექვემდებარემა ევროპის საინვესტიციო ბანკის ექს-ანტე დადასტურებას, ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელოში გაწერილი წესების შესაბამისად. ნებისმიერი სახის სერთიფიკატი, ანგარიშები, წერილები ან სხვა ფორმის კომუნიკაცია, რომლის გამოცემა მოხდა დამოუკიდებელი გარე აუდიტორის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის ფინანსური ამონაწერის მიხედვით. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, სამეზობლო-საინვესტიციო ხაზის – წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის – ფაზა II-ის ანგარიშის ფინანსური ამონაწერის მიხედვით გამოცემული სერთიფიკატები, ანგარიშები, წერილები და კომუნიკაციის სხვა ფორმები უნდა გადაუგზავნოს კომისიას.

4.4. ინფორმაცია და კონსულტაციები

(ა) მიმღებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და კომისიამ უნდა გაანალიზონ შეფასებების დასკვნები და რეკომენდაციები და ერთობლივად გადაწყვიტონ შემდგომი ქმედებების და საჭირო შესწორებების შესახებ, მათ შორის, პროექტის რეორიენტაციის შესახებ, თუ მითითებულია. კომისიის შეფასებისა და მონიტორინგის მისიების ანგარიშები გადაეცემა მიმღებსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს, რათა მხედველობაში მიიღონ აღნიშნული მისიებისგან მიღებული რეკომენდაციები.

(ბ) კომისიამ, სულ მცირე ერთი (1) თვით ადრე უნდა აცნობოს მიმღებს მისი მისიებისთვის გათვალისწინებული თარიღები. მიმღებმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს მონიტორინგისა და/ან შეფასების ექსპერტებთან, და უზრუნველყოს ისინი ყველა საჭირო ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, ისევე, როგორც პროექტის შენობაში და პროექტის ყველა კომპონენტთან გათვალისწინებულ აქტივობებთან წვდომით.

5. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა

მიმღებმა და მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა უზრუნველყონ ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების გამჭვირვალობა და ის სხვა დონორებისთვის „წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია - ფაზა II“-ის პროექტის განსახორციელებლად მიცემული საშუალებების ექვივალენტური უნდა იყოს (მაგ: ევროკავშირის ლოგო გამოსახული უნდა იყოს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინვესტიციების საჯარო ჩვენებისას). საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციისა და გამჭვირვალობისთვის საჭირო გზამკვლევების ხილვა შესაზლებელია EuropeAid[4]-ის ვებგვერზე.

კომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი მიწვეულნი უნდა იყვნენ პროექტის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე, მათ შორის პროექტის დაწყების ცერემონიაზე, ასეთის გამართვის შემთხვევაში.

[1]მხოლოდ ინფორმაციისთვის

[2]NIF-ის წილი მოიცავს აუდიტის და გამჭვირვალობის ხარჯებს, რაც დაახლოებით შეადგენს 200 000.

[3] ანუ, ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარების ნახევარის 70%-ის ექვივალენტური, რომლით თანადაფინანსება ხდება ერთდროულად.

[4] For information purposes only

[4] By “Beneficiary” we should understand the Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia